ალბანეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატმა პლენარული სესიის დროს ფერადი კვამლი გაუშვა და ფურცლები დაწვა

ალბანეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატმა პლენარული სესიის დროს ფერადი კვამლი გაუშვა და ფურცლები დაწვა. ოპოზიციური “დემოკრატიული პარტიის” წევრი, ფლამურ ნოკა მთავრობას ოპოზიციის გაჩუმების მცდელობაში სდებს ბრალს.
გასულ თვეში პროკურატურამ “დემოკრატიული პარტიის” ლიდერს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს სალი ბერიშას და მის სიძეს კორუფციისთვის წაუყენა ბრალი. პროკურატურა მას პრემიერობის დროს მიწის ნაკვეთის პრივატიზების პროცესში გავლენის გამოყენებაში ადანაშაულებს. ბერიშა ალბანეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრს, ედი რამას მის წინააღმდეგ დევნის ორკესტრირებაში სდებს ბრალს.
აღსანიშნავია, რომ 20 ნოემბერს პარლამენტში “დემოკრატიული პარტიის” წევრებმა 2024 წლის ბიუჯეტის განხილვის დროს ასევე გაუშვეს კვამლი და ცეცხლი წაუკიდეს ქაღალდებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძის დაბრუნება აქტიურ პოლიტიკაში შეიძლება შეფასდეს, როგორც დროული და საჭირო ნაბიჯი, ნაბიჯი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს მისი პოტენციალის გამოყენებას და სახელმწიფოს მართვის ხარისხის გაუმჯობესებას

გია აბაშიძე: ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინატორი სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის უფლებამოსილება გაცილებით მაღალი და საპასუხისმგებლოა; ვინც ვერ ერკვევა და ნაცსპიკერობს, გრამატიკულ შეცდომებს მიხედოს