ამერიკულმა და იაპონურმა სამძებრო ჯგუფებმა სამხედრო თვითმფრინავის ნამსხვრევებში 5 ცხედარი აღმოაჩინეს

ამერიკულმა და იაპონურმა სამძებრო ჯგუფებმა, გასულ კვირას, კუნძულ იაკუშიმასთან ჩამოვარდნილი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის ნამსხვრევებში ხუთი ცხედარი აღმოაჩინეს. თვითმფრინავში სულ რვა ადამიანი იმყოფებოდა. ავარიის დროს, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის საჰაერო ბაზიდან იამაგუჩის პრეფექტურაში Osprey სასწავლო ფრენას ასრულებდა და ოკინავაში მდებარე კადენას საჰაერო ბაზისკენ მიემართებოდა. პირველი ცხედარი სამძებრო ჯგუფებმა ავარიიდან რამდენიმე საათში იპოვეს. “ნამსხვრევებში ეკიპაჟის დარჩენილი წევრების […]
ჯიღაურის დუბლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე – ორი ქართველის გუნდი პლეი-ოფში გავიდა, მესამეს კარგი შანსი აქვს

“ნასაფი” გასვლაზე “ალ სადს” დაუზავდა (2:2), ამ შეხვედრაში სტუმართა გუნდის ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური 66-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და დუბლი შეასრულა, მისმა გუნდმა კი B ჯგუფში 11 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. “ნოვბაჰორმა” გასვლაზე 2:1 დაამარცხა “მუმბაი სიტი”. სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა თომა ტაბატაძემ 75-ე წუთამდე ითამაშა. უზბეკურმა კლუბმა 13 ქულა მოაგროვა და D ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა. […]
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია – უკრაინამ ევროკავშირთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ კონსულტაციები დაიწყო

უკრაინამ ევროკავშირთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ კონსულტაციები დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. უსაფრთხოების გარანტიების შესახებ კონსულტაციების პირველი რაუნდი უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ევროპული საგარეო მოქმედებების სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე, შარლ ფრისთან დაიწყო. კონსულტაციების დროს მხარეებმა ევროკავშირის უსაფრთხოების სამომავლო გარანტიების მიმართ ხედვები გაცვალეს და აქცენტი უსაფრთხოებისა […]
დანიის სანაპიროსთან 130 კგ-იანი ბომბი აფეთქდა, რომელიც შემთხვევით მეთევზემ იპოვა

დანიის სანაპიროსთან 130 კილოგრამიანი ბომბი აფეთქდა, რომელიც მეთევზემ შემთხვევით, ბალტიის ზღვის ლანგელანის კუნძულის სამხრეთით იპოვა. როგორც დანიის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე წერს, ბომბი სანაპიროდან 3.2 კილომეტრში, 12,5 მეტრის სიღრმეზე აფეთქდა. ასევე დანიის არმიის სარდლობის სპიკერმა აინ ამრიპურმა სააგენტო Ritzau-ს განუცხადა, რომ მეთევზე დღეს, დილის 7 საათზე, დანიის თავდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. ამრიპური ამბობს, რომ ინციდენტი უჩვეულო არ […]
1-ლი იანვრიდან, მომხმარებელთა ნაწილისთვის ბუნებრივი აირი გაძვირდება

“თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან ბუნებრივი აირის ღირებულება იზრდება. მათი ცნობით, მომწოდებლების მიერ, “შესასყიდი ბუნებრივი გაზის ფასის გაზრდის გამო, კომპანია იძულებულია არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დააკორექტიროს”. “2024 წლის 1-ელი იანვრიდან შპს “თბილისი ენერჯის” არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 1.24 (ერთი ლარი და 24 თეთრი)ლარის ნაცვლად განისაზღვრება 1.29 (ერთი ლარი […]
ამსტერდამში მოკლევადიანი გაქირავების ბინების რაოდენობა შემცირდება

ამსტერდამის მერიამ, ტურისტების მოჭარბებასთან ბრძოლის ფარგლებში, ზომების ახალი პაკეტი მიიღო. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს. კერძოდ, 2024 წლის დასაწყისიდან, მაგალითად, Airbnb-ის სერვისით მოკლევადიანი გაქირავების ბინების რაოდენობა შემცირდება, რომ სტუდენტებს, მასწავლებლებსა და „ქალაქისთვის საჭირო“ სხვა ამსტერდამელებს ბაზარზე საცხოვრებლის ქირაობა შეეძლოთ. ქალაქის თითოეული რაიონისთვის B&B-ტიპის სასტუმროთა რაოდენობის ლიმიტი დაწესდება, რომელიც 30%-ზე ნაკლები იქნება. B&B მინი-სასტუმროა, რომლის სერვისშიც მხოლოდ ღამისთევა […]
,,სადაც ჩვენს ექიმებს ხელშეწყობა აქვთ, ამერიკაში თუ ევროპაში, ყველგან წარმატებულები არიან” – პრეზიდენტი

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას „ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სფეროში ევროპული სტანდარტები სჭირდება. „თქვენი ხმა ევროპას“ – ეს არის ჩვენი ერთობლივი გზა, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია. სხვა პერსპექტივა არ გვაქვს და ამისი ახსნა ალბათ ყველაზე ნაკლებად თქვენთან მჭირდება. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები კარგად აცნობიერებენ […]
რამდენ ლარად შეიძენთ 1 აშშ დოლარს და ევროს 5 დეკემბერს – ეროვნული ვალუტის ახალი გაცვლითი კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6943 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7026 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0083 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9279 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9421 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0142 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის […]
პუტინი და თოჯინა ბარბი Time-ის ვერსიით წლის ადამიანების შორთ ლისტში მოხვდნენ

ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა 2023 წლის ადამიანის ტიტულის პრეტენდენტთა მოკლე სია გამოაქვეყნა. მასში ცხრა კანდიდატი შევიდა, მათ შორის ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და თოჯინა ბარბი, გრეტა გერვიგის ფილმის გმირი. სი ძინ პინის შესახებ ანოტაციაში ნათქვამია, რომ 2023 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა თანამდებობა მესამედ დაიკავა და გააძლიერა თავისი როლი, როგორც ჩინეთის […]
2024 წლის პირველი იანვრიდან ბიზნეს სექტორისთვის გაზის ტარიფი იზრდება

2024 წლის პირველი იანვრიდან თბილისში, ასევე ქვეყნის რეგიონებში არსებული კომერციული აბონენტებისთვის – კერძო და საჯარო იურიდიული პირებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი იზრდება. შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს თბილისისა და რეგიონების გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა “თბილისი ენერჯიმ” და “სოკარ გაზმა.” “სოკარის” განახლებული ტარიფი ასე გამოიყურება: 2024 წლის 1 იანვრიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ კომერციული მომხმარებლისთვის 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება […]