როგორ ეხმარება ევროკავშირი წევრობის ახალ კანდიდატებს

ევროკავშირისგან ნებისმიერი სახის დახმარება ეფუძნება მკაცრ პირობითობას და დაკავშირებულია რეფორმების დამაკმაყოფილებელ პროგრესთან, იქნება ეს კანონის უზენაესობა, ეფექტური დემოკრატიული მექანიზმების განვითარება თუ ადამიანის უფლებების პატივისცემა. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ მოსდევს ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლას უფრო მეტი ფინანსური მხარდაჭერის მიღება – ქვეყანა ვალდებულია, უფრო მეტი რეფორმა გაატაროს და სექტორები ევროკავშირს დაუახლოოს, რაც შესაძლებელი, მათ შორის, […]

კაკა: – ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა… აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები…

დღეს, 21 სექტემბერს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ვეტერანთა ნაკრები “მილანის” ლეგენდებს დაუპირისპირდება. მატჩამდე ვეტერანმა ფეხბურთელებმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს. ლევან კობიაშვილი: “მოხარული ვართ, რომ შევძელით და ქართველი გულშემატკივრების წინაშე ლეგენდარული ფეხბურთელები წარსდგებიან, როგორც ქართველი, ასევე “მილანის” ვარსკვლავები… კახა კალაძის დიდი დამსახურებაა, საქართველოში “მილანს” უამრავი გულშემატკივარი რომ ჰყავს… არ ვიცი, მოთამაშეები რამდენად ვისიამოვნებთ, თუმცა […]

აშშ-ში ბატარეების წარმოების სექტორის მხარდასაჭერად 3 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიყო

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ 14 შტატში 25 პროექტი შეირჩა, რათა გაიზარდოს მოწინავე ბატარეებისა და ბატარეის მასალების წარმოება მთელი ქვეყნის მასშტაბით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შერჩეული პროექტები 12 ათასი ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს. პროექტების ფარგლებში შეიქმნება ახალი ადგილობრივი ობიექტები ბატარეის კლასის დამმუშავებული კრიტიკული მინერალების, ბატარეის კომპონენტების, ბატარეების წარმოებისა და გადამუშავებისთვის და ხაზგასმით აღინიშნა, რომ ჯამური ინვესტიცია […]

კამალა ჰარისის მხარდაჭერაზე ვლადიმერ პუტინის განცხადება ხუმრობა იყო – ლავროვი

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისის მხარდაჭერის შესახებ ვლადიმერ პუტინის განცხადება ხუმრობა იყო, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა Sky News Arabia-სთან ინტერვიუში განაცხადა. „ეს ხუმრობა იყო. პრეზიდენტ პუტინს კარგი იუმორის გრძნობა აქვს, ინტერვიუებისას და განცხადებებისას ხშირად ხუმრობს“, – განაცხადა ლავროვმა. სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მიმდინარე და მომდევნო საარჩევნო კამპანიების მიმართ რუსეთის […]

ჯოან როულინგმა ახალ რომანზე დაიწყო მუშაობა

ბრიტანელმა მწერალმა, „ჰარი პოტერის“ ავტორმა ჯოან როულინგმა გაამხილა, რომ ახალ წიგნზე დაიწყო მუშაობა. სოციალურ ქსელში X მან განმარტა, რომ სამი ახალი წიგნი უკვე დაწყებული აქვს, თუმცა პირველ რიგში „ფუტურისტულ“ ნაწარმოებზე აპირებს კონცენტრირებას. „ეს არ არის კოსმოსური ოდისეა, ბოდიში. წიგნი დანამდვილებით უკავშირდება დედამიწას“, – დაწერა როულინგმა. უცნობია როდის წარადგენს მწერალი ახალ ნაწარმოებს. ამ ეტაპზე ის ასევე […]

სერგეი ლავროვი – აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისის მხარდაჭერის შესახებ ვლადიმერ პუტინის განცხადება ხუმრობა იყო

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისის მხარდაჭერის შესახებ ვლადიმერ პუტინის განცხადება ხუმრობა იყო, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა Sky News Arabia-სთან ინტერვიუში განაცხადა. „ეს ხუმრობა იყო. პრეზიდენტ პუტინს კარგი იუმორის გრძნობა აქვს, ინტერვიუებისას და განცხადებებისას ხშირად ხუმრობს“, – განაცხადა ლავროვმა. სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მიმდინარე და მომდევნო საარჩევნო კამპანიების მიმართ რუსეთის […]

გიორგი ვაშაძე – „ოცნების” ხელისუფლებაში დარჩენა, ივანიშვილის სანქცირება, ეს არის საქართველოს ეკონომიკური კოლაფსისკენ გზა, რომელიც საქართველოს აბსოლუტურ იზოლაციაში მოაქცევს

გვჭირდება ერთიანობა იმიტომ, რომ არ წავიდეთ სიღატაკისკენ, იზოლაციისკენ და რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან მოთანამშრომლე ადამიანებს ვუთხრათ უარი, ეს არის გადამწყვეტი მნიშვნელობის არჩევნები, – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, როდესაც ისაუბრა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლოს დასანქცირებაზე. გიორგი ვაშაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი რუსეთის სადაზვერვო სამსახურების დავალებით მოქმედებს. „ორი უმძიმესი ინფორმაცია, რომელიც […]

“მანჩესტერ იუნაიტედი” გორეცკას უმიზნებს – “ბაიერნიდან” წასვლას არც ფეხბურთელი გამორიცხავს

AS-ის ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, “ბაიერნის” 29 წლის ნახევარმცველის ლეონ გორეცკას დამატებას შეეცდება. ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში მიუნხენელთა ახალი მწვრთნელი ვინსენ კომპანი არ სწყალობს და ძალიან მცირე სათამაშო დროს აძლევს. გამოცდილმა შუახაზელმა ბუნდესლიგაში მხოლოდ 1 წუთი ითამაშა, ჩემპიონთა ლიგაზე “დინამოსთან” მოგებულ 9:2 შეხვედრაში კი მოედანზე ბოლო 10 წუთი დაჰყო და გოლიც შეაგდო. თუ […]

დრონების თავდასხმის შედეგად რუსეთში ორი სამხედრო საწყობი იწვის

21 სექტემბრის ღამეს, ტიხორეცკთან (კრასნოდარის მხარე) და ტოროპეცთან (ტვერის რეგიონი), სავარაუდო უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა რუსეთის არმიის საბრძოლო მასალის საწყობებს. ყუბანის საწყობში ხანძარი და აფეთქება დაადასტურა რეგიონის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა. მაგრამ ის ამტკიცებს, რომ ორი უკრაინული დრონი ღამით ჩამოაგდეს ოლქის თავზე და რომ ერთ-ერთი მათგანის “ჩამოვარდნილმა ნამსხვრევებმა” გამოიწვია “ასაფეთქებელი ობიექტების აალება”. კონდრატიევის თქმით, […]

თვითმკვლელობის 73-77%-ზე მეტი დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში ხდება – სტატისტიკა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციით, გლობალურად სუიციდით გარდაცვალების რაოდენობა 2020-2021 წლებში 762,000-დან 717,000-მდე შემცირდა, რაც თითქმის 6%-იანი კლებაა. მაღალშემოსავლიან განვითარებულ ქვეყნებში, დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით, ქალებისა და კაცების სუიციდის დონე მნიშვნელოვნად განსხვავდება – ქალები სუიციდური აზრების მიმართ უფრო მდგრადები არიან, კაცებში კი სუიციდის მაჩვენებელი უფრო მაღალია, რასაც „ჩუმ ეპიდემიად“ აღწერენ. 2021 წელს, მსოფლიოში ყოველ 100,000 კაცზე […]