65 მილიონის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე ნინო წილოსანის მამა სააპელაციომ გაამართლა

65 მილიონის ლარის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე “ოცნების” დეპუტატ ნინო წილოსანის მამა, ბადრი წილოსანი და მასთან ერთად ამ საქმეში ბრალდებული პირები სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა. ინფორმაციას “პუბლიკა” ავრცელებს და წერს, რომ პალატამ განაჩენი 4 სექტემბერს გამოიტანა. სააპელაციომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი უცვლელი დატოვა. საქმეში ბადრი წილოსანის გარდა ბრალდებულები იყვნენ: ვლადიმერ აბულაძე (ნინო წილოსანის ყოფილი მეუღლე), მამუკა […]
ერდოღანის განცხადებით, ის მზადაა ბაშარ ასადს შეხვდეს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ის მზადაა შეხვდეს მის სირიელ კოლეგას ბაშარ ასადს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. „ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ თურქეთისა და სირიის ურთიერთობების ნორმალიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე გვსურს შევხვდეთ ბაშარ ასადს. ახლა ჩვენ შესაბამის პასუხს მეორე მხარისგან ველით. ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, – განაცხადა ერდოღანმა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მას სურს, რომ ორ […]
„ქართული ოცნების“ შეხვედრები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ნინოწმინდის სოფლების მოსახლეობასთან გრძელდება

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ახალქალაქისა და ნინოწმინდის დელეგატი სამველ მანუკიანი, ნინოწმინდის სოფლების: დიდი და პატარა ხანჩალის, კათნატუს, ხორენიასა და ჯიგრაშენის მოსახლეობას შეხვდა. პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დელეგატმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობასა და ამომრჩევლის ჩართულობის როლს. შეაჯამა სოფლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. „საამაყოა, რომ ჩვენს მოქალაქეებს გააზრებული აქვთ სწორი არჩევანის საბედისწერო მნიშვნელობა. მათ […]
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ხაშურისა და ქარელის დელეგატი ზაალ დუგლაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ხაშურისა და ქარელის დელეგატი ზაალ დუგლაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, ხმალაძეებისა და ცენტრალური უბნის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს დელეგატმა სოფელში განხორციელებული პროექტები შეაჯამა. „მიმდინარე წყალმომარაგების მასშტაბური პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო წყალგაყვანილობის ქსელი. შესაბამისად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აღნიშნული სამუშაოების შემდეგ დაიწყო. დელეგატის […]
„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს. მათივე ცნობით, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამჯერად, შეხვედრები წრომისა და ინანიშვილის ქუჩის მოსახლეობასთან გაიმართა. „ირაკლი ხელაძე ასევე საყვირის ქუჩა N2-ში მცხოვრები მოქალაქეების პრობლემებს გაეცნო და პარტიის სამომავლო გეგმებზე ცოტნე დადიანის ქუჩა N71 კორპუსის მოსახლეობას ესაუბრა. ადგილობრივებთან შეხვედრებს ნაძალადევის […]
“საქართველოს ბანკის ჯგუფი” სომხეთის ბაზარზე შედის: ფაშინიანი ახალ ინვესტიციებს მიესალმება

პარასკევს, 20 სექტემბერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ბანკის ჯგუფის გამგეობის თავმჯდომარეს მელ კარვილს შეხვდა. განხილვის მთავარი თემა იყო ქართული ბანკის სომხეთის ფინანსურ ბაზარზე შესვლა.
ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ხის კოტეჯების საწარმო ამოქმედდა, ინვესტიცია – ₾400 000

ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ხის კოტეჯების საწარმო ამოქმედდა. როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ თიზ-ის დირექტორმა დავით ებრალიძემ განაცხადა, თიზ-ში 400 000 ლარის ინვესტიციით საწარმო ქართულმა კომპანია „ვგ ჰაუსმა“ მოაწყო. „კომპანიამ იჯარით აიღო თიზ-ის ტერიტორიაზე არსებული საწარმოო ფართი, სადაც ამზადებს იმპორტირებული გამომშრალი ნაძვისა და ფიჭვის მასალისაგან სხვადასხვა პროექტის მიხედვით ასაწყობი სახლის/ხის კოტეჯების კონსტრუქციის დეტალებს“, – განაცხადა დავით […]
უკრაინის გამარჯვების გეგმა ყველა ქვეყნისთვის იქნება ხელმისაწვდომი და ის რუსეთმაც უნდა ნახოს – ზელენსკი

უკრაინის გამარჯვების გეგმა ყველა ქვეყნისთვის იქნება ხელმისაწვდომი და ის უნდა ნახოს რუსეთმა, რომელიც ასევე უნდა იყოს წარმოდგენილი მშვიდობის მეორე სამიტზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 სექტემბერს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა. “ჩვენ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ, მეორე სამიტზე ვიხილოთ რუსეთი, რადგან ყველა ჩვენი მოკავშირე, მათ შორის ყველა პარტნიორი, რომლებიც ჩვენს მხარეს არიან და ყოველთვის […]
მთავრობა: ირაკლი კობახიძე აშშ-ში მიემგზავრება

ბიძინა ივანიშვილის მოსალოდნელი დასანქცირების ფონზე, ხვალ, პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე აშშ-ში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად გაემგზავრება. ამერიკის ხმის ინფორმაციით, შტატებს ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები აქვს შემუშავებული და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს. ამერიკის ხმის ცნობით ეს ინფორმაცია, ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის 2 პირმა და ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა კიდევ 2 წყარომ დაუდასტურა. ამერიკის ხმის წყაროების […]
ირაკლი კობახიძე აშშ-ში მიემგზავრება

ბიძინა ივანიშვილის მოსალოდნელი დასანქცირების ფონზე, ხვალ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, აშშ-ში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად გაემგზავრება. კობახიძე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლას გეგმავს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ორმხრივ შეხვედრებთან და გეგმებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია ოფიციალურად ხვალ გასაჯაროვდება. შეგახსენებთ, ამერიკის ხმის ინფორმაციით, შტატებს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები აქვს შემუშავებული და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს.