წვიმა და ელჭექი – როგორი ამინდი იქნება 22 სექტემბერს საქართველოში

22 სექტემბერს, კვირას საქართველოში ღრუბლიანობის მომატება და ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. meteo.gov.ge-ის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +24, +29°; მთაში დღისით +20, +25°; მაღალმთაში დღისით +15, +20°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, […]
28 სექტემბერს მთელ საქართველოში ცოფის უფასო ვაქცინაცია ჩატარდება

28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა, ამიტომ 28 სექტემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით ცოფის უფასო ვაქცინაცია ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ამავე ცნობით, შინაური და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი & კატა) უფასო ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონულ ოფისებთან გაიმართება. წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილია – გადავლახოთ ბარიერი ცოფთან ბრძოლაში! აღნიშნული […]
ოთხი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა ალაბამაში მასობრივი სროლისას

ალაბამას შტატის ქალაქ ბირმინგემში ოთხი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა მასობრივი სროლის გამო. ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს ინფორმაციას მსროლელების შესახებ, რომლებმაც ქალაქის სხვადასხვა ადგილას მოაწყვეს თავდასხმა მოქალაქეების ჯგუფებზე. პოლიციისვე ცნობით, მოკლული მოქალაქეებიდან ორი კაცი და ერთი ქალი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა, ერთი კი მოგვიანებით, კლინიკაში ტყვიისგან მიყენებული ჭრილობებით. კრიტიკულია კიდევ ორთი ჰოსპიტალიზებული მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მასობრივი სროლის […]
IDFI: საქართველოში რუსული კომპანიების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიების შესახებ კვლევას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ რუსული ბიზნესების რაოდენობა 2024 წლის ზაფხულის მონაცემებით ისტორიულ მაქსიმუმზეა. ოფიციალური სტატისტიკით, 2024 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაშია 37,400-მდე კომპანია, ეს კი საქართველოში არსებული აქტიური სტატუსის მქონე კომპანიების 8%-ზე მეტია. IDFI-ს კვლევის მიხედვით: · რუსეთის მოქალაქეების […]
საქართველო ეკონომიკურად ცენტრალიზებული ქვეყანაა – კვლევა

საქართველო, ეკონომიკური თვალსაზრისით, ძალზე ცენტრალიზებული ქვეყანაა, – ასეთ დასკვნას აკეთებს კვლევითი ინსტიტუტი gnomon wise-ი, რომელმაც საქართველოს ეკონომიკური დეცენტრალიზების დონე გამოიკვლია. პუბლიკაციაში ხაზგასმულია, რომ რაც მეტად მიიღება გადაწყვეტილებები ლოკალურ დონეზე, მით ზუსტად პასუხობს ადგილობრივი ხელისუფლება მაცხოვრებლების პრობლემებს. ამას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის საკვანძო, რა თქმა უნდა, ადგილზე ფიზიკური წარმომადგენლობა, დაკვირვება, ანალიზი და უკუკავშირია. კვლევითი ინსტიტუტი […]
ირანში, სამხედრო აღლუმზე, მოდერნიზებული Shahed-136B წარმოადგინეს

ირანმა სამხედრო აღლუმზე თავისი ახალი ბალისტიკური რაკეტა და თავდასხმის დრონი წარმოადგინა, – ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს. „დღეს ჩვენი თავდაცვა და შეკავების პოტენციალი იმდენად გაიზარდა, რომ ვერც ერთი დემონი ჩვენი ძვირფასი ირანის წინააღმდეგ აგრესიაზე ვერ კი იფიქრებს“, – ციტირებს სახელმწიფო სააგენტო IRNA ქვეყნის პრეზიდენტს მასუდ პეზეშკიანს. IRNA-ს ცნობით, ახალ რაკეტა Dschihad-ს, რომელიც შეიმუშავა და გამოუშვა […]
უკვე ძალიან გვიანია – დონალდ ტრამპი კამალა ჰარისთან მეორე დებატებზე

კამალა ჰარისმა მიიღო CNN-ის მოწვევა, მონაწილეობა მიიღოს დონალდ ტრამპთან მორიგ დებატში, 23 ოქტომბერს, – ამის შესახებ აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბმა განაცხადა. „დონალდ ტრამპს პრობლემა არ უნდა ჰქონდეს დაეთანხმოს ამ დებატებს. ეს არის იგივე ფორმატი და წყობა, როგორც CNN-ის დებატები, რომელშიც ივნისში მონაწილეობა მიიღო და განაცხადა, რომ გაიმარჯვა და შეაქო CNN-ის […]
კომპანიას, რომელიც ბათუმში ხელოვნურ კუნძულს აშენებს მთავრობამ მდინარე ჭოროხის ნაპირზე 1.5 ჰექტარი მიწა გადასცა

კომპანია “ამბასადორი ბათუმი აილენდს”, რომელიც ბათუმში ხელოვნური კუნძულის პროექტს ახორციელებს სახელმწიფომ 3 წლიანი იჯარით ხელვაჩაურის სოფელ ახალსოფელში მდებარე 15 042 კვ.მ არასასოფლო/სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცა. ამის შესახებ საუბარია საქართველოს მთავრობის მიერ 17 სექტემბერს გამოცემულ განკარგულებაში. მიწის ნაკვეთი მდინარე ჭოროხის პირას მდებარეობს. განკარგულებაში ნათქვამია, რომ კომპანიამ მიწის საიჯარო ქირად ყოველწლიურად 84 904 ლარი უნდა გადაიხადოს. […]
IDFI: 2022 წლის შემდეგ საქართველოში 30 000-ზე მეტი რუსული კომპანია დარეგისტრირდა

საქართველოში რეგისტრირებული რუსული კომპანიების რიცხვი 37 400-ს აღწევს, რაც ისტორიული მაქსიმუმია. ამათგან 81%, 30 000-ზე მეტი კომპანია, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ და საქართველოში რუსი მიგრანტების შემოსვლის შემდეგ შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პუბლიკაციაშია ნათქვამი. რუსული კომპანიები საქართველოში ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორს მოიცავს, მათ შორის ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციების, მრეწველობის სფეროებს, სათამაშო ბიზნესს და […]
ნიკა ობოლაძე – 12 წელია ქუთაისი მიტოვებული და დასჯილია – რა დააშავა ქუთაისმა, რომ „ქართული ოცნება“ ასე ექცევა?

12 წელია ქუთაისი მიტოვებული და დასჯილია. რა დააშავა ქუთაისმა, რომ „ქართული ოცნება“ ასე ექცევა?, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ეკონომიკური საკითხების მდივანმა, ნიკა ობოლაძემ ქუთაისის მერიასთან ბრიფინგზე განაცხადა. ობოლაძე დარწმუნებულია, რომ 26 ოქტომბერს ქუთაისი გადარჩენას და განვითარებას აირჩევს. „ქუთაისის მოსახლეობა მუდმივად იკლებს, მოსახლეობით საქართველოში ნომერ მეორე ქალაქი ნომერ მეოთხე ქალაქი გახდა, ყველა ოჯახიდან […]