საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაში 37 400 -მდე კომპანიაა – IDFI

საქართველოში რუსული კომპანიების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს, – ახალ კვლევას IDFI აქვეყნებს. როგორც კვლევაში ვკითხულობთ, რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიების რაოდენობის ზრდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების და საქართველოში რუსი მიგრანტების შემოსვლის შემდეგ დაიწყო. რუსული მსხვილი კომპანიები ქართულ ეკონომიკაში ხშირ შემთხვევაში ოფშორული ან შუამავალი კომპანიების მეშვეობით ხვდება, რაც ართულებს იმის დაზუსტებას თუ კონკრეტულად ვინ დგას ამა თუ […]
აშშ-სა და ევროკავშირის ორგანიზაციებმა მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, “უცხოელი აგენტების კანონის” არ შესრულებაში, მათ შორის, ჯარიმების გადახდაში – მაკკეინის ინსტიტუტი

აშშ-სა და ევროკავშირის ორგანიზაციებმა მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, “უცხოელი აგენტების კანონის” არ შესრულებაში, მათ შორის, ჯარიმების გადახდაში – მაკკეინის ინსტიტუტი [არჩევნების] შედეგების მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა უნდა იყოს ძლიერი, განსაკუთრებით კი, დამკვირვებელი და დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციების. კრეატიული დაფინანსების გზები, როგორც გამოიყენება აზერბაიჯანში, შეიძლება საჭირო გახდეს, თუ სამოქალაქო საზოგადოების სივრცე დაიხურება, – ვკითხულობთ […]
იამალის ოჯახი მუქარებს იღებს და საცხოვრებლად გარეუბნიდან ბარსელონაში გადადის

“ბარსელონას” ამომავალი ვარსკვლავის 17 წლის ლამინ იამალის ბებიამ Espejo Público-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი ოჯახი მუდმივად მუქარას იღებს, ეს კი ფეხბურთელის სანაკრებო არჩევანს უკავშირდება. მოგეხსენებათ, იამალის მამა მაროკოელია, დედა კი ეკვატორული გვინეიდან, მაგრამ თავად ლამინი ესპანეთში დაიბადა და ამ ქვეყნის სახელით თამაში გადაწყვიტა. ირკვევა, რომ როკაფონდაში, კატალონიის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ უბანში, სადაც თავად ფეხბურთელი […]
რუსტემ უმეროვი – უკრაინა Gripen-ისა და Eurofighter-ის თვითმფრინავების მიღებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

უკრაინა აწარმოებს მოლაპარაკებებს ისეთი მებრძოლების მიწოდებაზე, როგორიცაა Gripen-ი და Eurofighter-ი, – ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა. „ჩვენ უკვე გვაქვს ვალდებულება ჩვენი პარტნიორებისგან F-16-ებზე, გვაძლევენ ვალდებულებას Mirage-ებზე, კონსულტაციები მიმდინარეობს Gripen-ზე და Eurofighter-ზე, ანუ ეს არის ძალიან კარგი პლატფორმების სია და ჩვენ განვიხილავთ, როდის დაიწყება ისინი“, – აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, უკრაინა უახლოეს მომავალში […]
IDFI – საქართველოში რუსული კომპანიების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს – 2024 წლის 1-ლი ივნისის მდგომარეობით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაშია 37 400 – მდე კომპანია

საქართველოში რუსული კომპანიების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს. ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ კვლევაშია ნათქვამი. IDFI-ი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ 2024 წლის 1-ლი ივნისის მდგომარეობით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაშია 37,400 -მდე კომპანია (მათ შორის, 494 საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქე), საიდანაც 30,000-ზე მეტი კომპანია 2022 წლის შემდგომ არის დარეგისტრირებული. რეგისტრირებული კომპანიებიდან აქტიური სტატუსი 20,885-ს […]
გიორგი მამარდაშვილი „ვალენსია”-„ჟირონას” მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

გიორგი მამარდაშვილი „ვალენსია“ – „ჟირონას“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. მასპინძლებმა მეტოქე 2:0 დაამარცხეს და ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოიპოვეს. 23 წლის ქართველმა მეკარემ სამი სეივი შეასრულა და ესპანეთის წლევანდელ ჩემპიონატში გაშვებული ბურთის გარეშე პირველი შეხვედრა ჩაატარა.
აფრიკაში დიდთოვლობაა

აფრიკაში თოვლი მოვიდა. თოვლის საფარი ზოგან ორ მეტრამდეც კი აღწევს. როგორც RBC-Ukraine-ი, France 24-ზე დაყრდნობით იტყობინება, ინტენსიური თოვა 21 სექტემბერს დაიწყო და მხოლოდ ერთ დღეში იმდენად დიდი ოდენობის ნალექი მოვიდა, რომ სამხრეთ აფრიკაში გზებიც კი დაიკეტა, ავტომობილები ავტომაგისტრალებზე ჩაიხერგნენ, პარალიზებული იყო შემოვლითი გზებიც. სასწრაფო დახმარების სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ მანქანებში მყოფ ადამიანებთან მისვლას და […]
„მტკვარზე არის ძველი გაჩერებები… შესაძლებელია, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა იმოძრაოს“ – მოსაზრება

მოძრაობის „ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებელმა გიორგი ჯაფარიძემ გადაცემაში „თქვენი დრო“ თბილისში სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქს ტრამვაის დამატება და მტკვარზე საზოგადობრივი ტრანსპოტის მოძრაობის შექმნა საცობების განტვირთვაში ძალიან დაეხმარება. მისი თქმით, მტკვარზე არის ძველი გაჩერებები, რომელთა რეაბილიტაცია ან ახლის გაკეთება რთული არ იქნება. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ავტობუსის ზოლებს, რაზეც ბევრი გვაკრიტიკებდა, თუმცა ბევრ ქალაქშია […]
“შესასყიდი ოქროს ფასი რეკორდულადაა გაზრდილი” – თორნიკე სამხარაძე

“ჩვენთვის, როგორც მწარმოებლისთვის, შესასყიდი ოქროს ფასი ფაქტობრივად მყისიერად გვეზრდება. ივლისის ბოლოს, შესასყიდი სუფთა ოქროს ფასი 214 ლარი იყო, მაგრამ გუშინ 228 ლარი შეადგინა. ეს არის გრამი 995/999 სინჯის ოქროს ფასი, რომელიც, ამ მომენტისთვის, რეკორდია. თუმცა წელს ოქროს ფასის მიმართულებით ზრდას კიდევ ველოდებით. პროდუქციის გაძვირებას რაც შეეხება, ოქროს ფასის ზრდას მთელი წლის განმავლობაში ვაკვირდებით და პროდუქციის […]
ირაკლი კობახიძე აშშ-ში გაემგზავრება, გაეროს გენერალური ასამბლეაში მონაწილეობისთვის

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში. “მთავრობის მეთაური ამერიკის შეერთებულ შტატებს 22-26 სექტემბერს ეწვევა. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს მომავლის სამიტში, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ოლაფ შოლცის და ნამიბიის პრეზიდენტ ნანგოლო მბუმბას ორგანიზებით იმართება” – წერია გავრცელებულ განცხადებაში. ამავე ტექსტში აღნიშნულია, რომ დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის […]