წიტაიშვილს ახალი მწვრთნელი ეყოლება – “გრანდამ” აბასკალი გაათავისუფლა

გიორგი წიტაიშვილის “გრანადამ” სეგუნა დივიზიონში წარუმატებელი სტარტის შემდეგ მთავარი მწვრთნელი გილერმო აბასკალი გაათავისუფლა. გუნდმა საწყის 6 მატჩში მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა, რაც არადამაკმაყოფილებელ შედეგად ჩაითვალა და კარისკენ მიუთითეს. აბასკალს სავარაუდოდ, ხოსე როხო მარტინი (იგივე პაჩეტა) ჩაანაცვლებს, ვისაც არაერთ ესპანურ გუნდში უმუშავია და ბოლოს “ვილიარეალს” ედგა სათავეში.
თბილისი ულამაზესი ქალაქია, სტადიონზეც მშვენიერი ატმოსფერო იყო – კრისტიან ბროკი

საქართველოს ნაკრების და „მილანის“ ლეგენდების მატჩის შემდეგ ქართულ მედიასთან კომენტარი იტალიური კლუბის ყოფილმა მოთამაშემ და მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან ბროკიმ გააკეთა. „შესანიშნავი თამაში იყო, რადგან ახალგაზრდულ წლებში დავბრუნდით. მსგავსი მატჩები ერთმანეთთან შეხვედრის და ხალხთან ერთად ზეიმის საშუალებაა. სტადიონზე ამდენი ხალხის ხილვა კი ძალიან სასიამოვნო იყო. რთულია იმის თქმა, ვინ იყო დღეს მოედანზე საუკეთესო. ყველა ბოლომდე დაიხარჯა […]
დაშბაშის კანონი პირველკლასელებს უფასოდ მოემსახურება, თუმცა მშობლებს მაინც მოუწევთ გადახდა

წალკის მუნიციპალიტეტში მდებარე დაშბაშის კანიონი პირველ კლასელებს უფასოდ სთავაზობს კანიონის დათვალიერებას. პატარა ვიზიტორებისთვის აქცია 16 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ,,აქცია ეხება სკოლებს (ექსკურსიებს), რომლებიც მოიყვანენ პირველი კლასის ბავშვებს და წარმოადგენენ ცნობას სკოლიდან. ჯგუფში ბავშვების რაოდენობა უნდა იყოს მინიმუმ 15, ასევე უნდა ახლდეთ მშობლები.“ აღსანიშნავია, რომ მშობლებზე ეს აქცია არ ვრცელდება და […]
Boeing-ის კოსმოსისა და თავდაცვის მიმართულების ხელმძღვანელი გადადგა

მასშტაბური გაფიცვების პარალელურად, Boeing-ის კოსმოსისა და თავდაცვის განყოფილების ხელმძღვანელი, ტედ კოლბეტი გადადგა – კომპანიის ინფორმაციით, კოლბერტი დაკავებულ თანამდებობას დაუყოვნებლივ ტოვებს. ეს პირველი საშტატო ცვლილებაა კომპანიის ახალი CEO-ს, კელი ორტბერგის პირობებში, რომელმაც აღმასრულებელი დირექტორის პოსტი 2024 წლის აგვისტოში დაიკავა. Boeing-ის განცხადებით, კოლბერტის ადგილს კომპანიაში დროებით ამავე განყოფილების საოპერაციო დირექტორი, სტივ პარკერი შეასრულებს, მოგვიანებით კი ახალ ხელმძღვანელს […]
პიოლი: რონალდო მესის ამის გამო სჯობს

“ალ ნასრის” მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ახსნა, რატომ სჯობს მისი აზრით კრიშტიანო რონალდო ლიონელ მესის. “ვფიქრობ, რონალდო მესის სჯობს, რადგან მან იმაზე მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე უთამაშია”, – ციტირებს პიოლის სიტყვებს AS. შეგახსენებთ, რომ პიოლის “ალ ნასრიმ” მწვრთნელის სადებიუტო შეხვედრაში გასვლაზე სტივენ ჯერარდის “ალ ეტიფაქს” 3:0 სძლია.
უკრაინაში ომს 1 მილიონი ადამიანი შეეწირა – გამოცემა “ვოლ სთრით ჯორნალი”

მოკლული და დაჭრილი უკრაინელებისა და რუსების რიცხვი 2,5-წლიან ომში 1 მილიონ ადამიანს გაუტოლდა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს. გაზეთის მტკიცებით, უკრაინული მხარის კონფიდენციალური მონაცემების მიხედვით, 80 ათასი უკრაინელი სამხედრო შეეწირა ამ ომს, ხოლო 400 ათასი – დაიჭრა. რაც შეეხება რუსეთის მონაცემებს, დასავლური დაზვერვის აზრით, რუსებმა ომში 200 ათასი სამხედრო დაკარგეს, ხოლო 400 ათასი ადამიანი […]
საკონტინენტთაშორისო თასის ფინალი 18 დეკემბერს ყატარში გაიმართება

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) გამოაცხადა 2024 წლის საკონტინენტთაშორისო თასის ფინალის ჩატარების ადგილი. გადამწყვეტი შეხვედრა 18 დეკემბერს ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართება. ტირნირის პირველი ფინალისტი ცნობილია – მადრიდის „რეალი“, რომელსაც ეს პატივი ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის ერგო. ფინალის მეორე მონაწილე გაირკვევა პლეი ოფის მეშვეობით, რომელიც სამეტაპიანი იქნება. პირველ ეტაპზე (A ეტაპი) ითამაშებენ აფრიკის, აზიისა და ოკეანეთის ჩემპიონთა ლიგების […]
1 მილიონამდე დაღუპული – კატასტროფული შედეგები, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს მოჰყვა

რუსეთ უკრაინის ომი 2.5 წელია გრძელდება. მის სავალალო შედეგებზე საუბარი უნდა დავიწყოთ ომს შეწირული ადამიანების რაოდენობის აღნიშვნით. უკრაინაში ომს 1 მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთ მოტივაციას საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობის გაზრდა წარმოადგენდა, ეს უკრაინული ტერიტორიებისა და იქ მცხოვრები მოსახლეობის მიერთების ხარჯზე უნდა მომხდარიყო. 2001 წლის აღწერის მიხედვით, უკრაინაში 48 მილიონი […]
ტრამპი ჰარისთან მეორე დებატებზე – სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას, მაგრამ უკვე ძალიან გვიანია

კამალა ჰარისმა მიიღო CNN-ის მოწვევა, მონაწილეობა მიიღოს დონალდ ტრამპთან მორიგ დებატში, 23 ოქტომბერს, – ამის შესახებ აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბმა განაცხადა. „დონალდ ტრამპს პრობლემა არ უნდა ჰქონდეს დაეთანხმოს ამ დებატებს. ეს არის იგივე ფორმატი და წყობა, როგორც CNN-ის დებატები, რომელშიც ივნისში მონაწილეობა მიიღო და განაცხადა, რომ გაიმარჯვა და შეაქო CNN-ის […]
უკრაინა Gripen-ისა და Eurofighter-ის თვითმფრინავების მიღებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

უკრაინა აწარმოებს მოლაპარაკებებს ისეთი მებრძოლების მიწოდებაზე, როგორიცაა Gripen-ი და Eurofighter-ი, – ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა. „ჩვენ უკვე გვაქვს ვალდებულება ჩვენი პარტნიორებისგან F-16-ებზე, გვაძლევენ ვალდებულებას Mirage-ებზე, კონსულტაციები მიმდინარეობს Gripen-ზე და Eurofighter-ზე, ანუ ეს არის ძალიან კარგი პლატფორმების სია და ჩვენ განვიხილავთ, როდის დაიწყება ისინი“, – აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, უკრაინა უახლოეს მომავალში […]