ახალგაზრდების კონტრიბუცია შრომის ბაზარზე შემცირდა – PMC

შრომის ბაზრის ძირითად მაჩვენებლებში ახალგაზრდების ჩართულობამ დაიკლო. PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2020-2023 წლებში საქართველოში სამუშაო ძალაში, ახალგაზრდების მონაწილეობის დონის შემცირება განპირობებულია ემიგრაციით. როგორც PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი ამბობს, საანგარიშო პერიოდში, ბევრმა ახალგაზრდამ დატოვა ქვეყანა, რომელთა უმეტესობაც უმუშევარი იყო და ცდილობდა დასაქმებას. საუბარია 15-დან 24 წლის ჩათვლით ასაკის ადამიანებზე. ემიგრაციის გარდა, ახალგაზრდებში უმუშევრობის დონის […]

დროება: კობახიძის გამოსვლაში “თავდაუსხმელობის აქტზე” თბილისის მზაობის გამოხატვა განიხილება

მომავალ კვირას, ირაკლი კობახიძე აშშ-ში გაეროს ყოველწლიურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. დროების ინფორმაციით, პრემიერმინისტრის გამოსვლის ტექსტში საქართველოს მხრიდან ე.წ. თავდაუსხმელობის აქტის შეთანხმებაზე ხელმოწერისთვის თბილისის მზაობის გამოხატვა განიხილება. დროების ცნობით, ეს სწორედ ის მოთხოვნაა, რომელსაც ჟენევაში მოლაპარაკებებზე რუსეთის ფედერაციის და ორივე სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები დაჟინებით ითხოვენ. როგორც ცნობილია, ეს ვალდებულება, საქართველოს, ცალმხრივად, წლებია აღებული აქვს, მათ შორის […]

დროება: ივანიშვილმა მიიღო გზავნილი, რომ აშშ კობახიძის მთავრობასთან კომუნიკაციას წყვეტს

დროების ინფორმაციით, ქართული ოცნების დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან პირადად მიიღო გზავნილი, რომლის თანახმადაც ვაშინგტონი პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესა და მის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციას წყვეტს. ეს კობახიძესთან შეერთებული შტატების ელჩის დაბარების და ვაშინგტონისადმი ღიად გაჟღერებული მუქარის შემდეგ მოხდა. გარდა ამისა, დროების ცნობით, ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს მთავრობას ამერიკიდან საქართველოს ელჩი გამოაწვევინოს. 20 სექტემბერს, ამერიკის […]

ანალენა ბერბოკი – ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბერბოკმა პირობა დადო, რომ მთავრობა გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას რუსეთის წინააღმდეგ ომში. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა და “მწვანეთა პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა მისი პარტიის წინასაარჩევნო ღონისძიებაზე ისაუბრა. “ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იქამდე, სანამ ტერორისტული ომი გაგრძელდება. რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება უკრაინის დასასრული”, – აღნიშნა ბაერბოკმა. ამასთან, ბერბოკის […]

მარია ზახაროვა – უკრაინის „სამშვიდობო სამიტში“ მონაწილეობას არ ვიღებთ – ჩვენ არ ველაპარაკებით ტერორისტებს

რუსეთი უკრაინის მეორე „სამშვიდობო სამიტში“ მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. ზახაროვას თქმით, პროცესს არანაირი კავშირი არ აქვს ნორმალიზაციასთან და „ეს ანგლო-საქსების და მათი უკრაინელი მარიონეტების თაღლითობის კიდევ ერთი გამოვლინებაა”. ზახაროვა აღნიშნავს, რომ „ზელენსკის ფორმულა“ აბსოლუტურად შეუსაბამოა კონფლიქტის მოგვარებასთან. „ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას მსგავს “სამიტებში”. მაგრამ ჩვენ არ […]

OSINT-ანალიტიკი “სარმატის” რაკეტის სავარაუდო წარუმატებელი გამოცდის შესახებ იტყობინება

რუსეთის პლესეცკის კოსმოდრომის ერთ-ერთ გასაშვებ მოედანზე სატელიტური სურათებით მიღებულ გამოსახულებაზე ჩანს უზარმაზარი ორმო და ცეცხლის კვალი. როგორც სოციალურ ქსელში წერს ერთ-ერთი რუსული ანალიტიკური გამოცემა (x OSINT аналитик@MeNMyRC1) საუბარი უნდა იყო რუსული საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის RS-28 Sarmat-ის წარუმატებელ გამოცდაზე. ანალიტიკის თანახმად, რაკეტა, სავარაუდოდ, აფეთქდა შახტში და ფაქტობრივად გაანადგურა სასტარტო მოედან „იუბილეინაიას“ ინფრასტრუქტურა. ექსპერტი მიიჩნევს, რომ აფეთქება […]

ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ისრაელმა ალ ჯაზირას ოფისი დახურა

ისრაელელი სამხედროები რამალაში, რომელიც ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, ალ ჯაზირას ოფისში შევიდნენ და მისი დახურვის ბრძანება გასცეს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ალ ჯაზირა და საერთაშორისო მედია ავრცელებს. ალ ჯაზირამ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ ისრაელელი სამხედროები მათ ოფისში შევიდნენ. ამავე ვიდეოში ისმის ხმა, რომელიც ბიუროს ხელმძღვანელისგან ოფისის დახურვას და მაუწყებლობის 45 დღით შეწყვეტას მოითხოვს. თანამშრომლებს […]

შემაძრწუნებელი ტრავმა – მალინოვსკის ოპერაცია გაუკეთეს

სერია A-ს მეხუთე ტურში, “ვენეციასთან” გასვლით მატჩში (0:2) “ჯენოას” 31 წლის ნახევარმცველმა რუსლან მალინოვსკიმ საზარელი ტრავმა მიიღო. უკრაინელი 50-ე წუთზე მოედანზე დაეცა, ტკივილისგან ყვიროდა და საავადმყოფოში წაიყვანეს. დღეს დილით ფეხბურთელს მარჯვენა კოჭ-წვივზე ოპერაცია გაუკეთეს და რეაბილიტაციას კლუბის ბაზაზე გაივლის. უკეთეს შემთხვევაში მას სამი თვე მოუწევს უქმობა.

აზერბაიჯანს და სომხეთს საქართველო ახალი მაგისტრალებით დაუკავშირდება – გათვალისწინებულია 750 მილიონი ლარი

საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა საერთაშორისო ტენდერები საქართველოს სომხეთთან და აზერბაიჯანთან დაკავშირებისთვის. ახალი მაგისტრალების მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკის 250 მილიონი ევროს სესხით (750 მილიონი ლარით) ფინანსდება. ახალი მაგისტრალები ქალაქ რუსთავში დაიწყება და ის წითელი ხიდისა და სადახლოს მიმართულებით აშენდება. პროექტთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერებში (ლოტი 1 და ლოტი 2; ლოტი 3 და ლოტი 4) “რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს […]

6 წელში გელათის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესში 4 589 724 ლარამდე დაიხარჯა – პროფკავშირი

მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის ინფორმაციით, 2017-2023 წლებში გელათის სამონასტრო კომპლექსის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესში დაახლოებით 4 589 724 ლარი დაიხარჯა – “სამუშაოების არაკვალიფიციურად ჩატარების გამო გელათის ტაძრები დაზიანდა და მათი მდგომარეობა კატასტროფულად გაუარესდა!” აცხადებს პროფკავშირი შეგახსენებთ საქართველოს მთავრობამ სექტემბრის დასაწყისში გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გელათის რეაბილიტაციაზე 11 მილიონ 500 ათასი ლარი დაიხარჯება. განკარგულებით, თანხა […]