ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ბლინკენი შეხვდა პალესტინელთა ლიდერს, აბასს

-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 10 იანვარს ს მიერ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე შეხვედრა გამართა პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტთან, მაჰმუდ აბასთან.
ბლინკენმა ისრაელის საკონტროლო-გამშვები პუნქტები გაიარა პალესტინელთა დე ფაქტო დედაქალაქ რამალაში ჩასასვლელად, იუწყებიან ჟურნალისტები, რომლებიც ტურნეში მასთან ერთად იმყოფებიან.
ერთი დღით ადრე ენტონი ბლინკენმა მოლაპარაკება გამართა ისრაელის პრემიერ-მინისტრ სთან და ომის საკითხებში მის კაბინეტთან. მოლაპარაკების საგანი იყო ისრაელის მიერ წარმოებული ომი აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასის წინააღმდეგ, რეგიონში არსებული დაძაბულობა და ისრაელისა და პალესტინელების კონფლიქტის სამომავლო პერსპექტივები.
პალესტინელთა ავტონომია, რომელიც ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს ზოგიერთ არეალში შეზღუდულად ახორციელებს თვითმმართველობას, მთავარ იმედად რჩება გაერთიანებული პალესტინური ხელისუფლებისთვის როგორც ღაზაში, ისე დასავლეთ სანაპიროზე.
ბლინკენი ისრაელში ჩავიდა ვაშინგტონის მოკავშირე არაბულ ქვეყნებში გამართული ტურნეს შემდეგ. მისი თქმით, ამ ქვეყნებს ისრაელთან უფრო ახლო კავშირები სურთ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იარსებებს “პრაქტიკული გზა” პალესტინის სახელმწიფოს შექმნისკენ.
ისრაელის მიერ ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზე პალესტინელთა სახელმწიფოს დაარსებაზე აშშ-ის შუამავლობით წარმოებული მოლაპარაკება თითქმის ათი წლის წინ ჩაიშალა. ისრაელის ამჟამინდელ მმართველ კოალიციაში მემარჯვენე ლიდერები ეწინააღმდეგებიან პალესტინელთა სახელმწიფოებრიობას.
პრესკონფერენციაზე ბლინკენმა უარი თქვა აღეწერა, როგორ უპასუხეს ნეთანიაჰუმ და მისმა კაბინეტმა მის მოწოდებას პალესტინელთა სახელმწიფოს დაარსებისკენ. მისი თქმით, ისრაელს მოუწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება, რათა ისარგებლოს რეგიონული ინტეგრაციით გაჩენილი შესაძლებლობებით.
“ახალმოსახლეების ექსტრემისტული ძალადობა, რომელიც დაუსჯელია, დასახლებების ექსპანსია, ნგრევა, [ხალხის] გამოგდება – ეს ყველაფერი ისრაელისთვის ართულებს და არ აიოლებს მოქმედი მშვიდობის და უსაფრთხოების მიღწევას”, – თქვა ბლინკენმა დასავლეთ სანაპიროზე არსებულ კონფლიქტზე მინიშნებით.

ასევე დაგაინტერესებთ