ანა წითლიძე – ზუგდიდი და სამეგრელო ბოდიშს არასდროს მოუხდის მტერს და ოკუპანტს

საქართველომ და განსაკუთრებით, სამეგრელომ კარგად იცის 90-იანი წლები. ზუგდიდი და სამეგრელო ბოდიშს არასდროს მოუხდის მტერს და ოკუპანტს. 26 ოქტომბერს ზუგდიდი და მთელი სამეგრელო ძალიან ამაყად იტყვის თავის სათქმელს, იტყვის, რომ ზუგდიდი და სამეგრელო არ ღალატობს ციხეში მჯდომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ბოლომდე უერთგულებს მას. ამიტომ, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ იქნება გამარჯვებული ზუგდიდში, სამეგრელოში და სრულიად საქართველოში, […]
პოლიცია 1957 ბავშვს დაკარგულად მიიჩნევს – უკრაინული მხარე

2024 წლის 19 სექტემბრის მდგომარეობით, უკრაინაში1957 ბავშვი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან დღემდე 575 ბავშვი დაიღუპა და 1609 დაშავდა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიციის კომუნიკაციების დეპარტამენტი იტყობინება. გარდა ამისა, ეროვნული პოლიცია აცხადებს, რომ რუსეთში 19 546 ბავშვის დეპორტირება მოხდა. მათგან უკრაინაში მხოლოდ 388 დაბრუნდა. უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ბავშვთა უფლებების საკითხებში, დარია გერასიმჩუკმა ადრე აღნიშნა, […]
რუსული კოლონიიდან საომრად გადაბირებული კანიბალი უკრაინიდან თავის სახლში დაბრუნდა

უკრაინაში საომრად გადაბირებული ყოფილი პატიმარი, მკვლელობისა და კანიბალიზმისთვის მსჯავრდადებული დიმიტრი მალიშევი, ფრონტიდან ვოლგოგრადის რაიონის მშობლიურ სოფელ რახინკაში დაბრუნდა. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ამის შესახებ დასახლების ხელმძღვანელმა ფედორ კადოვბამ გამოცემა 1.ru-ს განუცხადა. მოხელის სიტყვით, მალიშევი ჭრილობის გამო წლის დასაწყისში ერთხელ უკვე დაბრუნდა, მაგრამ შემდეგ კვლავ წავიდა ომში. როგორც დასახლების თავკაცი ამტკიცებს, პირად საუბარში მალიშევმა მას […]
დედაქალაქმა უკვე მეოთხედ „ევროპული მობილობის კვირეულს“ უმასპინძლა

„საერთო საჯარო სივრცე“ – აღნიშული თემის ირგვლივ, 16-22 სექტემბერს, ევროპის 3 000-ზე მეტი ქალაქი გაერთიანდა და მათ წელს თბილისი უკვე მეოთხედ შეუერთდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, „მობილობის ევროპული კვირეულის“ ფარგლებში, ტრადიციულად, შეირჩა რამდენიმე ლოკაცია, სადაც თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, სხვადასხვა აქტივობა გაიმართა. მიცკევიჩისა და კანკავას ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა და გამოიყო სპეციალური სივრცე […]
ქალების ხელფასი კაცების ხელფასს 34%-ით ჩამორჩება

“საქსტატის” სოციალური სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსის ვასილ წაქაძის განცხადებით, დღესდღეობით საქართველოში ქალების ხელფასი კაცების ხელფასს 34%-ით ჩამორჩება. მისი თქმით, ამის მიზეზი რამდენიმე ფაქტორია, მათ შორის, განათლების მიღწეული დონე, გამოცდილება და სხვა. “გენდერული სტატისტიკის წარმოება ქვეყანაში “საქსტატისთვის” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით საკმაოდ აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან. გასული წლების განმავლობაში ამ მიმართულებით […]
ეროვნული ლიგა. XXV ტური. “გაგრა” – “ტორპედო” [LIVE]

ეროვნული ლიგის 25-ე ტურში “გაგრა” “ტორპედოს” მასპინძლობს.
ვახტანგ ხმალაძე – ნებისმიერი მოლაპარაკების ჩაშლისას ორივეს “კისერზეა ცოდვა” – ოპოზიცია ჯობია შეეშვას დამნაშავეების ძიებას

როდესაც მგრძნობიარე გადაწყვეტილების მიღება იგეგმება, ორივე მხარემ წინასწარი მოსამზადებელი სამუშაო უნდა გამართოს იმისათვის, რომ დაწყებული განაცხადი, რომ ჩვენ ვაპირებთ ერთად ვიყოთ, ისე არ დამთავრდეს, როგორც ახლა დამთავრდა , – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა, ვახტანგ ხმალაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა, რითაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ გაერთიანების შესახებ მოლაპარაკების ჩაშლას გამოეხმაურა. ხმალაძის განმარტებით, მოსალოდნელი იყო, […]
ჩინეთი აგრძელებს „აგრესიულ ქცევას“ სამხრეთ ჩინეთის ზღვასა და ტაივანის სრუტეში – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ჩინეთი კვლავ „აგრესიულად იქცევა“ სამხრეთ ჩინეთის ზღვასა და ტაივანის სრუტეში, ხოლო ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი დიპლომატიას იყენებს საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინ წასაწევად. „ჩინეთი აგრძელებს აგრესიულ ქცევას, ამის მცდელობას ვხედავთ მთელ რეგიონში. ეს ეხება სამხრეთ ჩინეთის ზღვას, აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვას, სამხრეთ ჩინეთს, სამხრეთ აზიას და ტაივანის სრუტეს“, – აღნიშნა ბაიდენმა. ეს […]
ოსიმენი “გალათასარაის” ფანთა კერპი გახდა და იტალიური კლუბი ეპატიჟება

“ნაპოლიდან” იჯარით გადასულმა ვიქტორ ოსიმენმა ორჯერ ითამაშა “გალათასარაიში” “რიზესპორთან” (5:0) საგოლე გადაცემა გააკეთა, ჟოზე მოურინიოს “ფენერბაჰჩესთან” სტუმრად მოგებულ მატჩში (3:1) კი დრის მერტენსმა მისი პასით გაიტანა გოლი. “გალათასარაი” 6 ტურის შემდეგ 18 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ “ფენერბაჰჩეს” 5 ქულით უსწრებს და გულშემატკივრები ნიგერიელს ძალიან ემადლიერებიან. თავად ვიქტორიც ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს, ფანებს მადლობა გადაუხადა და […]
ისრაელის პრეზიდენტი: ჩვენ არ გვაქვს კავშირი ჰეზბოლას პეიჯერების აფეთქებასთან

ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ მონაწილეობდა ლიბანში პეიჯერებისა და სხვა საკომუნიკაციო მოწყობილობების აფეთქების ოპერაციაში. ლიბანური ჰეზბოლა, რომელიც აღიარებულია როგორც ტერორისტული ჯგუფი შეერთებულ შტატებსა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში, აფეთქებებში ისრაელს ადანაშაულებდა. ისრაელის კვალს ხედავდა აფეთქებებში რამდენიმე დასავლური მედიაც. “მე ამთავითვე უარვყოფ ნებისმიერ ოპერაციაში რაიმე მონაწილეობას”, – განაცხადა ჰერცოგმა Sky News-თან ინტერვიუში. მისი […]