FIDE-მ შეინარჩუნა რუსეთისა და ბელარუსის მოჭადრაკეთა წინააღმდეგ მოქმედი სანქციები

რუსეთისა და ბელარუსის მოჭადრაკეები კვლავ ვერ შეძლებენ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას. ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის(FIDE) გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით უარყო ყირგიზეთის წინადადება, რომელიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო 2022 წლიდან ამოქმედებული სანქციების მოხსნას ეხებოდა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ბუდაპეტში, გენერალური ასამბლეის სხდომაზე 22 სექტემბერს ჩატარებული კენჭისყრისას რუსი და ბელარუსი მოჭადრაკეებისთვის აკრძალვის გაუქმებას მხარი დაუჭირა 21-მა დელეგატმა. 41 წინააღმდეგი […]

სწრაფვა უწყვეტი განვითარებისკენ – როგორ ინერგება საერთაშორისო გამოცდილება საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდში

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, მით უფრო – ბიზნესებისთვის, რომელთა მისია ინოვაციების დანერგვა და მომხმარებლების ყოველდღიურობის გაუმჯობესებაა. ამ კუთხით საქართველოს ბანკი რეგიონში გამორჩეული ორგანიზაციაა, რადგან არაერთი წელია, აქტიურად ავითარებს მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებას, იყენებს ხელოვნურ ინტელექტს პროცესების ავტომატიზაციისთვის და შემუშავებული ანალიტიკით, პრაქტიკულად ყველა დეპარტამენტს სტრატეგიული მიზნების მიღწევაში ეხმარება. თავის მხრივ, გუნდი […]

თინა ბოკუჩავა – ივანიშვილმა საკუთარი მთავრობა თავად მოაქცია საერთაშორისო იზოლაციაში, ახლა არ უნდა უკვირდეს, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები შეხვედრებსაც ვერ ნიშნავენ მათ შორის, აშშ-ის ადმინისტრაციაში

[ბიძინა] ივანიშვილმა საკუთარი მთავრობა თავად მოაქცია საერთაშორისო იზოლაციაში და ახლა არ უნდა უკვირდეს, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები შეხვედრებსაც ვერ ნიშნავენ მათ შორის, აშშ-ის ადმინისტრაციაში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის აშშ-ში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო იზოლაციას ისინი 26 ოქტომბერს დაასრულებენ. “[ბიძინა] ივანიშვილის ანტიდასავლურმა და ღიად პრორუსულმა პოლიტიკამ […]

საერთაშორისო ფესტივალზე „ოქროს თვალი“ დავით გუჯაბიძეს და გიორგი ხარებავას გრან-პრი გადაეცათ

ოპერატორების საერთაშორისო ფესტივალზე „ოქროს თვალი“ (Golden Eye) მერაბ კოკოჩაშვილის ბოლო ნამუშევრის „ტერცო მონდოს“ ოპერატორებს – დავით გუჯაბიძესა და გიორგი ხარებავას გრან-პრი გადაეცათ საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისთვის. ქართველი რეჟისორის ფილმი „ტერცო მონდო“ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა. ფილმი, რომელიც მერაბ კოკოჩაშვილმა აკა მორჩილაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით გადაიღო, მისი ტრილოგიის ბოლო ნაწილია.

მამუკა კორძაია ქვიშის ჭიდაობის მსოფლიო სერიების კატერინის ეტაპის გამარჯვებულია

დასრულდა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის წევრ სახეობაში – ქვიშის ჭიდაობაში, მსოფლიო სერიების მორიგი ეტაპი, რომელსაც საბერძნეთის ქალაქმა კატერინმა უმასპინძლა. +90კგ წონით კატეგორიაში, ტრადიციულად ლიდერობა არავის დაუთმო მამუკა კორძაიამ – ქართველი მოჭიდავე ოქროს დაეუფლა.

“მილანის” 6-მატჩიანი მოუგებელი სერია დასრულდა – “როსონერიმ” “ინტერი” დაამარცხა [VIDEO]

გუშინ, 22 სექტემბერს, სერია A-ს მე-5 ტურის ცენტრალურ მატჩში, “დერბი დელა მადონინაში” “მილანმა” “ინტერი” 2:1 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში მე-10 წუთზე კრისტიან პულიშიჩმა გახსნა. 27-ე წუთზე ფედერიკო დიმარკომ სხვაობა აღადგინა. მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. 89-ე წუთზე მატეო გაბიამ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა და “როსონერის” 6-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. ამრიგად, “მილანი” სერია A-ს სატურნირო ცხრილში 8 […]

როდ ლეივერის სახელობის ტურნირი ევროპის გუნდის გამარჯვებით დასრულდა

როდ ლეივერის სახელობის ტურნირი ევროპის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. გუნდს გამარჯვება ესპანელმა კარლოს ალკარასმა ამერიკელ ტეილორ ფრიცთან მოგებით მოუტანა (6-2, 7-5). ერთეულთა თანრიგში კარლოსმა ორივე თავისი მატჩი გამარჯვებით დაასრულა. ევროპელების შესრულებით ლეივერის თასზე ეს მე-5 გამარჯვებაა. მსოფლიოს გუნდმა მხოლოდ ორჯერ შეძლო გამარჯვება. ტურნირს ლეგენდარული როჯერ ფედერერი ესწრებოდა. შეგახსენებთ, როჯერ ფედერერს, ლეივერის თასზე ევროპის გუნდთად ერთად, გამარჯვება […]

ბელგიის რკინიგზა დაგვიანებების გამო მგზავრების წინაშე ანგარიშვალდებული ხდება

ბელგიაში მატარებლის მგზავრები უკვე შეძლებენ იმის გარკვევას, თუ რატომ იგვიანებს მათი ტრანსპორტი. ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს. კერძოდ, თუ მატარებელს 90 წამი ან მეტი დროით დააგვიანდება, მგზავრებისთვის ეს ინფორმაცია საჯარო გახდება. მანამდე დაგვიანების მიზეზების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ქვეყნდებოდა, თუ ის სერიოზულ ინციდენტთან იყო დაკავშირებული. ამიერიდან ბელგიელ მგზავრებს მცირე შეფერხების შესახებაც კი აცნობებენ. ამასთან, ასეთ ინფორმაციებს […]

იაპონიაში წყალდიდობას და მეწყერს, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა

იაპონიაში, ისიკავას პრეფექტურაში ძლიერი წვიმებისგან გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, 10 ადამიანი დაკარგულად ითვლება. სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების გამო, 100-ზე მეტი დასახლება გარესამყაროსაა მოწყვეტილი. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ, დაავალა ოფიციალურ პირებს, მიყენებული ზარალის მონიტორინგი განახორციელონ და ითანამშრომლონ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რადგან რეგიონი ჯერ კიდევ […]

ილია დარჩიაშვილმა გაეროს გენერალური მდივნის ინიციატივით მიმდინარე „მომავლის სამიტში“ მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის სახელით მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის ინიციატივით მიმდინარე „მომავლის სამიტში”. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილი სამიტის გახსნის ცერემონიას დაესწრო, რის შემდეგაც სიტყვით გამოვიდა ინტერაქტიულ დიალოგში გლობალური მმართველობითი ინსტიტუტების გაუმჯობესების და მდგრადი განვითარების საკითხებზე. „საკუთარ გამოსვლაში ილია დარჩიაშვილმა ხაზი […]