საქართველოში სამუშაო ვიზიტით ტაჯიკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სატყეო სააგენტოს დელეგაცია იმყოფება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე ტაჯიკეთის სახელმწიფო სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელს აბდუჯაბარ იუსუფზოდას შეხვდა. შეხვედრას ეროვნული სატყეო სააგენტოს და ტაჯიკეთის შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მხარეებმა ტყის მართვის სფეროში საქართველოს გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზე ისაუბრეს; ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ქართველმა სპეციალისტებმა ტაჯიკელ […]

გარდაიცვალა პოეტი და მთარგმნელი გივი შაჰნაზარი

91 წლის ასაკში გარდაიცვალა პოეტი და მთარგმნელი, გივი შაჰნაზარი. ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს. პროფესიით აღმოსავლეთმცოდნე შაჰნაზარი 1950-იანი წლებიდან აქვეყნებს თარგმანებს სომხური, აფხაზი და ოსური ენებიდან. მიღებული აქვს სომეხი პოეტის, ეღიშე ჩარენცისა და ივანე მაჩაბლის სახელობის პრემიები. 2015 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე. არის ღირსების ორდენისა და თბილისის ერთგულების ორდენის მფლობელი.

“წამლების სუბსიდირება, საპენსიო სესხის ჩამოწერა” – ერთიანობა – ენმ-ის პროგრამა

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა თინა ბოკუჩავამ და გიორგი ვაშაძემ პენსიონერებთან დაკავშირებით მოძრაობის წინასაარჩევნო პროგრამაზე ისაუბრეს. თინა ბოკუჩავას თქმით, არჩევნებში გამარჯვებისთანავე 1-ელ დეკემბრამდე ჩამოწერენ საპენსიო სესხებს, პენსია გაიზრდება 1 000-ლარამდე და მოხდება მედიკამენტების სუბსიდირება. “დღეს პენსიონერები ჩვენი მშობლების თაობა, საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი არის ყველაზე დაუცველი. 400 ათასამდე პენსიონერს აქვს კაბალური პირობებით გამოტანილი საპენსიო სესხი. […]

26 ოქტომბერი არის დღე, როდესაც ჩვენ გავათავისუფლებთ პრეზიდენტ სააკაშვილს – ბოკუჩავა

მერაბ კოსტავას, გიგა ოთხოზორიას სამშობლოდან, სამეგრელოს გულიდან, ზუგდიდიდან კიდევ ერთხელ მინდა, გავაგონო აკვარიუმით მოძრავ ივანიშვილს ჩვენი ხმა – სამეგრელო ბოდიშს არ იხდის, ქართველი ხალხი, ქართული სახელმწიფო მტრის წინაშე ბოდიშს არ იხდის! 26 ოქტომბერი არის დღე, როდესაც ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს ეროვნულ ღირსებას. 26 ოქტომბერი არის დღე, როდესაც ჩვენ გავათავისუფლებთ პრეზიდენტ სააკაშვილს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ […]

როგორ შევარჩიოთ მაცივარი

მაცივარი ის თანამედროვე მოწყობილობაა, რომელიც ყველა ოჯახში აუცილებლად უნდა იყოს. საუკეთესო მაცივრის შერჩევის პროცესი მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებას. იმისთვის, რომ მაცივარმა ყველა შენი მოთხოვნილება დააკმაყოფილოს და შენი ცხოვრების წესსაც იდეალურად შეესაბამებოდეს, სტატიაში მოგიმზადე რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა. · რა ზომის მაცივარი გჭირდება? მაცივრის ყიდვამდე გაზომე სივრცე სამზარეულოში, სადაც მის განთავსებას გეგმავ. გაითვალისწინე მაცივრის სიმაღლე, სიგანე […]

საქართველოს ფოსტამ დოდო აბაშიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მარკა გამოსცა

საქართველოს ფოსტამ დოდო აბაშიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მარკა გამოსცა, რომლის პრეზენტაციაც საქართველოს ეროვნულ არქივში გაიმართა. ღონისძიებაზე, სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, საქართველოს ეროვნული არქივის ხელმძღვანელმა თეონა იაშვილმა და გენიალური ქართველი მსახიობის შვილმა ზაზა აბაშიძემ. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა, საქართველოს ეროვნულ არქივს, იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პირველი ეგზემპლარი […]

„სადილი“ ოქტომბრიდან საექსპორტო არეალის გაფართოებას გეგმავს

ქართული ტრადიციული კერძების კონსერვების კომპანია “სადილი” ოქტომბერში საექსორტო არეალის გაფართოებას განიხილავს. როგორც კომპანიის მარკეტინგის კონსულტანტი ამიკო კალანდია “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნავს, “სადილი” ამ ეტაპზე ექსპორტზე აზერბაიჯანში გადის, თუმცა მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს. “მოლაპარაკებები მიმდინარეობს მათ შორის: ამერიკასთან, ჩინეთთან, ბალტიის ქვეყნებთან და გალფის ქვეყნებთან. ამჟამად ექსპორტზე ჩვენი წარმოების ძალიან მცირე წილი იყიდება, თუმცა სამომავლოდ გვინდა, რომ ამ მხრივ […]

“გაათავისუფლე შენი შინაგანი ბავშვი” – ლიზა ყენია გამომწერებს ახალ კლიპს უზიარებს – Marao

ლიზა ყენია ყველასთვის საყვარელი მომღერლის, მაია ჯაბუას ქალიშვილია. ისევე, როგორც მაია, ლიზაც ბავშვობიდან მღერის და ხალხის სიყვარული და ყურადღება მანაც პატარა ასაკიდან დაიმსახურა. ცოტა ხნის წინ ლიზა ყენია საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. იქ მეუღლესთან, გიორგი რაზმაძესთან ერთად ცხოვრობს. ამჯერად ლიზა ყენია გულშემატკივრებს საკუთარ ახალ ნამუშევარს უზიარებს: · „არ ვიცი, ყოველთვის მერიდება ჩემს მიღწევებზე განსაკუთრებული ხაზგასმა” – […]

მედია – ისრაელის თავდაცვის ძალების ლიბანელებს მოუწოდებენ, „ჰეზბოლას“ შენობებს მოერიდონ

სამხრეთ ლიბანსა და ბექაას ხეობაში მოსახლეობას ტექსტურ შეტყობინებებს იღებს, რომელიც მათ აფრთხილებს მოერიდონ იმ შენობებს, რომელსაც „ჰეზბოლა“ იარაღის შესანახად იყენებს, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. „თუ იმყოფებით შენობაში, სადაც „ჰეზბოლას“ იარაღი ინახება, მოერიდეთ მას შემდგომ გაფრთხილებამდე“, – ნათქვამია შეტყობინებებში. „ჰეზბოლა“ და ისრაელი ღაზას სექტორში ომის დაწყების შემდეგ ერთმანეთის ტერიტორიის წინააღმდეგ ცეცხლს ხშირად ხსნიან, […]

“შესანიშნავი მებრძოლია, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს” – ცნობილი მწვრთნელი მერაბ დვალიშვილზე

ლეგენდარული ჯორჯ სემპიერის (26-2) მწვრთნელმა ფირაზ ზაჰაბიმ Tristar Gym-ის YouTube-არხზე, UFC 306-ზე მერაბ დვალიშვილის (18-4) პერფორმანსი შეაფასა. ზაჰაბის თქმით, მერაბმა ბრძოლა ზუსტად ისე წაიყვანა, როგორც შონ ომალის (18-2) წინააღმდეგ უნდა წარემართა, ომალისგან შორ დისტანციაზე უნდა ყოფილიყო და ასეც მოიქცა. ზაჰაბიმ მერაბი ყველა საბრძოლო კომპონენტში შეაქო, თუმცა მერაბის ნაკლზეც ისაუბრა. “მერაბის კარდიო გასაოცარია, თუმცა ის ადრე […]