რუსეთს საჭადრაკო შეჯიბრებებში მონაწილეობა კვლავ აეკრძალება

ბუდაპეშტში, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (ფიდე) გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა რუსეთისა და მისი მოკავშირის, ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნებას. ფედერაციის ოფიციალური გადაწყვეტილებით, რუსეთის საჭადრაკო ნაკრებს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა კვლავ აეკრძალება. ამ გადაწყვეტილების მომხრეების თქმით, ჭადრაკს რუსეთში ვლადიმერ პუტინი, ასევე კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი, აკონტროლებს. ბუდაპეშტში, დელეგატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან შუამდგომლობას კონსულტაციების გამართვის შესახებ, რაც […]

ზელენსკი იმყოფებოდა ამერიკულ ქარხანაში, რომელიც უკრაინისთვის ჭურვებს აწარმოებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში ვიზიტი დაიწყო პენსილვანიის შტატში მდებარე ქარხანაში სტუმრობით. ქალაქ სკრენტონში მდებარე ქარხანა უკრაინის არმიისთვის 155-მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვებს აწარმოებს. ზელენსკიმ ქარხნის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა, რომ უკრაინას თავისუფლებისთვის ბრძოლაში ეხმარებიან. სკრენტონის ქარხანაში სტუმრობის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ში, ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ქარხანა წარმოებას გაზრდის. პენტაგონის ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის […]

შენგელიას 17 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა – “ვირტუსი” სუპერთასის ფინალში დამარცხდა

გუშინ ღამით, იტალიის სუპერთასის ფინალში, თორნიკე შენგელიას “ვირტუს ბოლონია” მილანის “ოლიმპიას” დაუპირისპირდა და ოვერტაიმში 96:98 დამარცხდა. თამაშის მიმდინარეობისას “ვირტუსი” 16 ქულასაც იგებდა. მიუხედავად ამისა, მატჩის მოგება ვერ მოახერხა. აღნიშნულ შეხვედრაში თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” შემადგენლობაში 34 წუთი გაატარა, რა დროშიც 17 ქულა, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა. შენგელიას “ვირტუს ბოლონია” შემდეგ მატჩს 28 სექტემბერს, […]

საქართველო იმყოფება ევროინტეგრაციის საკითხის პოლიტიკურ ტყვეობაში და ის მხოლოდ შანტაჟის იარაღად გამოიყენება, რათა ქვეყანა აიძულონ დათმოს საკუთარი სუვერენიტეტი

საქართველო იმყოფება ევროინტეგრაციის საკითხის პოლიტიკურ ტყვეობაში და ის მხოლოდ შანტაჟის იარაღად გამოიყენება, რათა ქვეყანა აიძულონ დათმოს საკუთარი სუვერენიტეტი კიდევ ერთხელ მკაფიოდ აღვნიშნავთ, რომ საქართველო იმყოფება ევროინტეგრაციის საკითხის პოლიტიკურ ტყვეობაში და ის მხოლოდ შანტაჟის იარაღად გამოიყენება, რათა ქვეყანა აიძულონ დათმოს საკუთარი სუვერენიტეტი. ასეთ ფონზე, მნიშვნელოვანია ვუპასუხოთ შეკითხვას − რამდენად გვიღირს, რომ კონსტიტუციაში, ქვეყნის მთავარ მიზნად გვეწეროს […]

ღვინის ეროვნული სააგენტო – 23 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 205 ათასი ტონა ყურძენი, მათ შორის 81,2 ათას ტონამდე რქაწითელი, 97,2 ათას ტონამდე საფერავია

23 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 205 ათასი ტონა ყურძენი, მათ შორის 81,2 ათას ტონამდე რქაწითელი, 97,2 ათას ტონამდე საფერავია. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, მოსავალი ამ ეტაპისთვის 15 ათასზე მეტმა მევენახემ დააბინავა, ყურძნის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი 287 მლნ ლარს აღწევს. „ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელი 10 ათას ტონას აჭარბებს, რაც ნიშნავს რომ რთველი აქტიურ […]

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი გლდანის მე-8 დაწესებულებაში მე-3 დღეა შიმშილობს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი გლდანის მე-8 დაწესებულებაში მე-3 დღეა, რაც შიმშილობს. როგორც დაკავებულის ადვოკატმა, დიმიტრი ნოზაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, ის სადიგოვს ციხეში ხვალ მოინახულებს. ადვოკატის თქმით, შიმშილობის დაწყების მიზეზი მიგრაციის დეპარტამენტისგან თავშესაფრის მიღებაზე უარია. „აფგან სადიგოვს პარასკევს მისი მეუღლე შეხვდა, შიმშილობა შაბათს – 21 სექტემბერს დაიწყო. ხვალ ვაპირებ საპატიმროში შესვლას და მეტ დეტალს გავარკვევ. აღნიშნული […]

აშშ-ის სენატში „ქართველი ხალხის აქტზე“ იმსჯელებენ

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 25 სექტემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე ორპარტიულ კანონპროექტს, „ქართველი ხალხის აქტს“ განიხილავს, – ინფორმაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ავრცელებს. შეგახსენებთ, „ქართველი ხალხის აქტი“, სხვა საკითხებთან ერთად, იმ პირებისთვის სავიზო შეზღუდვებს/სანქციებს ითვალისწინებს, რომლებიც ევროატლანტიკურ გზაზე საქართველოს წინსვლას ხელს უშლიან, ასევე ხაზს უსვამს აშშ-ის სენატის ვალდებულებას, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას […]

„2003 წელს მოვიდა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში და გაანათა ქვეყანა, მჯერა, ისინი ისევ შემოიტანენ სინათლეს“ – გიული ალასანია

„ძალიან ემოციური დღეა დღეს ჩემთვის. როდესაც დავინახე აქ ჩაბნელებული ზუგდიდი, გამახსენდა 90-იანი წლები, როცა ხალხი გამოდიოდა და საბურავებს წვავდა ქუჩაში სადილის მოსამზადებლად, ორ დღეში ერთხელ რომ გვაძლევდნენ ერთი საათით დენს და შემდეგ, 2003 წელს მოვიდა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში და გაანათა ქვეყანა. მჯერა, რომ ისინი ისევ შემოიტანენ სინათლეს და გაანათებენ ქვეყანას“, – ამის შესახებ საქართველოს მესამე […]

დავით ბაქრაძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ლიდერებს გააცნობს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის, ასევე ეკონომიკური განვითარების და სხვა მრავალი მიმართულებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებზე მსოფლიო ლიდერებს მიმართავს და გააცნობს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის, ასევე ეკონომიკური განვითარების და სხვა მრავალი მიმართულებით, – ამის შესახებ გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ელჩის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში პირველი გამოსვლა დღეს ექნება „მომავლის სამიტზე“, ასევე დღესვე გამართავს […]

თინა ბოკუჩავა – არჩევნებში გამარჯვებისთანავე, ჩამოვწერთ საპენსიო სესხებს, პენსია გაიზრდება 1000 ლარამდე და მოხდება მედიკამენტების სუბსიდირება – ამ ყველაფრისთვის გვაქვს ერთი შანსი და ეს არის 26 ოქტომბრის არჩევნები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პენსიონერებთან დაკავშირებით „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო პროგრამაზე ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. „დღეს ჩვენ გვინდა ვისაუბროთ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ საპროგრამო პრიორიტეტზე, რომელიც პენსიონერებს ეხება. დღეს პენსიონერები ჩვენი მშობლების თაობა, საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი ყველაზე დაუცველია. 400 ათასამდე პენსიონერს აქვს კაბალური […]