“განსხვავება “არსენალსა” და “ლივერპულს” შორის?” – ბერნარდო სილვამ “მეთოფეებს” დასცინა

პრემიერლიგის მე-5 ტურის ცენტრალურ მატჩში “მანჩესტერ სიტიმ” “არსენალს” უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. შეხვედრა სანახაობრივი და ამაღელვებელი გამოდგა. პირველი ტაიმის ბოლოს “მეთოფეები” 10 კაცით დარჩა, მაიკლ ოლივერმა ლეანდრო ტროსარს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა. მიუხედავად ამისა, “არსენალი” მატჩის მოგებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა 90+8 წუთზე ჯონ სტოუნსმა სხვაობა აღადგინა. შეხვედრის შემდეგ ბერნარდო სილვამ […]

იაგო კაჭკაჭიშვილი – „ქართულ ოცნებას“ რამდენი მსუყე წინასაარჩევნო განზრახვა და პროექტი გაუწყალდა

სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილის განცხადებით „ქართულ ოცნებას“ რამდენიმე წინასაარჩევნო პროექტი „გაუწყალდა“. „გაწყალებულ“ პროექტებს შორის, ექსპერტი ლგბტ პროპაგანდისა და „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარალელურად, მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად ქცევის ინიციატივას ასახელებს. როგორც კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს, მმართველ ძალას აღნიშნული ინიციატივის განხორციელებაზე უარი თავად მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უთხრა. „რამდენი მსუყე წინასაარჩევნო განზრახვა და პროექტი გაუწყალდა ქართულ ოცნებას: მართლმადიდებლობა გვინდა […]

თინა ბოკუჩავა – საოკუპაციო რეჟიმების მხარეებად აღიარებას რუსეთი ცდილობს წლების განმავლობაში და ახლა გამოდის, თავად საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, უმაღლესი ტრიბუნიდან კეთდება განცხადება, რასაც კრემლი ითხოვდა

ოკუპირებული რეგიონების საოკუპაციო რეჟიმების მხარეებად აღიარება არის სწორედ ის, რასაც რუსეთი ცდილობს მთელი ამ წლების განმავლობაში და ახლა გამოდის, რომ თავად საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, უმაღლესი ტრიბუნიდან კეთდება განცხადება, რასაც კრემლი წლების მანძილზე ითხოვდა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა. აღნიშნულით იგი გამოეხმაურა „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს […]

მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ინდექსით საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა

მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ინდექსით საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა. სხვადასხვა ინდექსებით, სახეზეა ჩვენი საგრძნობი პროგრესი, თუმცა აგენტოკრატია “დაბრმავდა”, რადგან დესტრუქციული დღის წესრიგით აღგვიქვამენ, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც აბაშიძე აღნიშნავს, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ინდექსის 2023 წლის შედეგებით, საქართველო რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ და ნატოს და ევროკავშირის წევრ რიგ ქვეყნებს, შესაბამისად, საზოგადოების უმრავლესობა ხედავს თუ […]

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ ასრულებს ქვეყნისთვის საზიანო დავალებებს და სწორედ ამის შეცვლას ისახავს მიზნად მაკკეინის ინსტიტუტის მიერ მომზადებული რევოლუციური ინსტრუქციები

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ ასრულებს ქვეყნისთვის საზიანო დავალებებს და სწორედ ამის შეცვლას ისახავს მიზნად მაკკეინის ინსტიტუტის მიერ მომზადებული რევოლუციური ინსტრუქციები მაკკეინის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული რევოლუციური ინსტრუქციები ნათლად აჩვენებს Deep State-ის გავლენას ევროკავშირის პოლიტიკაზე. სხვაგვარად ვერ აიხსნება, თუ როგორ ხდება, რომ ერთ-ერთი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია ქმნის გარკვეულ დოკუმენტს, რომლის განხორციელება დაუყოვნებლივ იწყება ევროკავშირის ოფიციალური პირების მიერ, […]

მართლმსაჯულების ხელმისაწვდომლობის ინდექსით საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა და 11 წლიანი პროგრესით ევრაზიის კონტინენტზე ერთპიროვნულად ლიდერობს

მსოფლიო ბანკის „გლობალური კეთილდღეობის მონაცემთა ბაზა“ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომლობის ინდექსს აქვეყნებს, რომელიც ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მრავალწლიანი კვლევის შედეგებს ეფუძნება. კვლევა მსოფლიოს 175 ქვეყანაში ადამიანის უფლებების და დემოკრატიის მახასიათებლებს ეძღვნება. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომლობის შეფასების 100% იანი სისტემით საქართველომ 82% დაიმსახურა, რაც ისტორიული მაქსიმუმია. ინდექსი იკვლევს, თუ რამდენად სარგებლობენ მოქალაქეები მართლმსაჯულებაზე უსაფრთხო და ეფექტური ხელმისაწვდომლობით. 2012 წლის შემდეგ შეფასების […]

რუსულენოვანი კლასები გადავსებულია – აზერბაიჯანში რუსულ განათლებაზე ისევ მოთხოვნაა

რუსულენოვანი განათლება აზერბაიჯანში: რატომ არის ის კვლავ მოთხოვნადი? ბაქოში უკანასკნელი ოფიციალური ვიზიტის დროს, ვლადიმერ პუტინმა ერთობლივი, რუსულ-აზერბაიჯანული უნივერსიტეტის შექმნის შესახებ გეგმების შესახებ გამოაცხადა. თუ პროექტი განხორციელდება, რომლითაც სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ჩართვა იგეგმება, ეს იქნება ბაქოში რუსული უნივერსიტეტის მესამე ფილიალი, სადაც უკვე ფუნქციონირებენ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სეჩენოვის სამედიცინო უნივერსიტეტის ფილიალები. ამავე ვიზიტის დროს, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა […]

სეზონში კარგი სტარტის მიუხედავად, „ბაიერნის“ მოთამაშეები მწვრთნელით უკმაყოფილოები არიან

ახალ სეზონში წარმატებული სტარტის მიუხედავად, „ბაიერნის“ ფეხბურთელები უკმაყოფილონი არიან მთავარი მწვრთნელის, ვენსან კომპანის ზოგიერთი მოქმედებით, – წერს გაზეთი „კიკერი“. წყაროს ცნობით, მოთამაშეებს არ მოსწონთ ის, რომ კომპანი მომავალი მატჩისთვის შემადგენლობას ერთი დღით ადრე ასახელებს, როცა ფეხბურთელებს ტელეფონით უგზავნის შეტყობინებებს. ასევე, მოთამაშეებს ყოველთვის არ ესმით კომპანის მიდგომა შემადგენლობის როტაციის მიმართ, კერძოდ, რატომ იწყებენ გუნდის გამოცდილი წევრები […]

„გვირგვინი დავადგი და ამაზე მეუბნებოდა, ქართულ მედიაში ასეთი გამბედავი რამ არავის გაუკეთებია ჩემთვის ეთერშიო“ – გიორგი გასვიანი

თბილისში მოკლული ტრანსგენდერი ქალი, 37 წლის კესარია აბრამიძე გუშინ ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიამდე ჯიქიას სახელობის სასაფლაოსთან მდებარე სარიტუალო დარბაზში გაიმართა მოკლულის სამოქალაქო პანაშვიდი, სადაც საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც მივიდა. „ჩემ დას ყოველთვის უნდოდა, გადაცემაში წავეყვანე და ჩვენს დობაზე გვესაუბრა. მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი კესარია აბრამიძეს ემოციური პოსტით ემშვიდობება და ავრცელებს საარქივო ვიდეოს გადაცემიდან […]

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი გლდანის მე-8 დაწესებულებაში მე-3 დღეა შიმშილობს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი გლდანის მე-8 დაწესებულებაში მე-3 დღეა, რაც შიმშილობს. როგორც დაკავებულის ადვოკატმა, დიმიტრი ნოზაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, ის სადიგოვს ციხეში ხვალ მოინახულებს. ადვოკატის თქმით, შიმშილობის დაწყების მიზეზი მიგრაციის დეპარტამენტისგან თავშესაფრის მიღებაზე უარია. „აფგან სადიგოვს პარასკევს მისი მეუღლე შეხვდა, შიმშილობა შაბათს – 21 სექტემბერს დაიწყო. ხვალ ვაპირებ საპატიმროში შესვლას და მეტ დეტალს გავარკვევ. აღნიშნული […]