ლევან ხაბეიშვილი – ჩვენმა პენსიონერებმა ნამდვილად დაიმსახურეს, რომ სიბერეში უზრუნველყოფილი ცხოვრება და კეთილდღეობა ჰქონდეთ

ჩვენმა პენსიონერებმა ნამდვილად დაიმსახურეს, რომ სიბერეში უზრუნველყოფილი ცხოვრება და კეთილდღეობა ჰქონდეთ – მათ ვპირდებით, რომ არჩევნებში გამარჯვებისთანავე ექნებათ 1000-ლარიანი პენსია, უზრუნველყოფილი იქნებიან მედიკამენტებით და კაბალურ პირობებში აღებული საპენსიო სესხი გაუნულდებათ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. პარტიის ცნობით, ლევან ხაბეიშვილი პენსიონერ ცოლ-ქმარს შეხვდა, მათ პრობლემებს გაეცნო და პენსიონერებისთვის „ერთიანობა […]

მევენახეებმა ყურძნის გაყიდვით ₾287 მლნ-ის შემოსავალი მიიღეს – ღვინის ეროვნული სააგენტო

23 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 205 ათასი ტონა ყურძენი, მათ შორის 81,2 ათას ტონამდე რქაწითელი, 97,2 ათას ტონამდე საფერავია. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, მოსავალი ამ ეტაპისთვის 15 ათასზე მეტმა მევენახემ დააბინავა, ყურძნის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი 287 მლნ ლარს აღწევს. „ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელი 10 ათას ტონას აჭარბებს, რაც ნიშნავს რომ რთველი აქტიურ […]

ბენზინის და დიზელის აქციზიდან წელს ბიუჯეტში 421 მილიონი ლარი შევიდა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს მთავრობამ საწვავის აქციზიდან 421 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო – ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული შემოსავალი წინა წელთან შედარებით 38.9 მილიონი ლარით, ანუ 10%-ით არის გაზრდილი. საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ქვეყანაში რეალიზებული თითოეული ლიტრი საწვავი 38 თეთრის სააქციზო განაკვეთით იბეგრება, შესაბამისად, თუკი 1 ლიტრი რეგულარის მარკის […]

უკრაინელმა დამცველებმა რუსეთის საზღვრის მორიგი მონაკვეთი გაარღვიეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების სადესანტო-თავდასხმის ძალების 95-ე ცალკეული საჰაერო სადესანტო-თავდასხმის ბრიგადის დამცველებმა რუსეთის საზღვრის ერთ-ერთი მონაკვეთი გაარღვიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების სადესანტო-თავდასხმის ძალების სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს. „95-ე ცალკეული სადესანტო-თავდასხმის ბრიგადის ნაწილებმა რუსეთის საზღვრის ერთ-ერთი მონაკვეთი გაარღვიეს. რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის ტერიტორიაზე ოპერაციის დაწყების შემდეგ ეს უკვე მეორე წარმატებული ოპერაციაა რუსეთის საზღვრის გასარღვევად“, – […]

საქართველოში რეგისტრირებული ავტომანქანებიდან ყველაზე მეტი სედანია, შემდეგ ადგილებზე კი ჰეტჩბეკი და ჯიპი მოდის

საქართველოში, მიმდინარე წლის მონაცემებით, ჯამში, 1 729 081 ავტომანქანაა რეგისტრირებული, რაც გასულ წელთან შედარებით, 48 645-ით მეტია. ამის შესახებ ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებშია აღნიშნული. საქსტატის ინფორმაციით, ქვეყანაში მოძრავი ავტომობილების ტიპები ასე ნაწილდება: სედანი 572 602; ჰეტჩბეკი 326 471; მაღალი გამავლობის 274 974; სატვირთო 135 468; უნივერსალი 104 973; სპეციალიზებული 101 446; ფურგონი 73 260; […]

ვასო ურუშაძე – ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს თავისი კორუფციული ინტერესებით ძარცვავს

ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს თავისი კორუფციული ინტერესებით ძარცვავს, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციულმა მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ხალხს კომუნალური გადასახადების განახევრებას ჰპირდებოდა, თუმცა მისი მმართველობის პირობებში ფასები გაიზარდა. „ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს კომუნალური გადასახადების განახევრებას ჰპირდებოდა ელექტროენერგიაზე, გაზზე, წყალზე და დასუფთავებაზე, თუმცა, მისი მმართველობის პირობებში 54 თეთრით გაძვირდა გადასახადი ბუნებრივ აირზე, […]

სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზას ახალგაზრდული პარლამენტის წევრები ესტუმრნენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და სპეციალური ოპერაციების სარდლობის მეთაურის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ოთარ ბერიანიძემ სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზაზე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, თენგიზ შარმანაშვილსა და სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს უმასპინძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, სპეციალური ოპერაციების სარდლობის წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს ქვედანაყოფის ამოცანებისა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. […]

საერთაშორისო ორგანიზაცია “V-DEM”აქვეყნებს კვლევას, სადაც მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ინდექსით საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა და 11-წლიანი პროგრესით ევრაზიის კონტინენტზე ერთპიროვნულად ლიდერობს

საერთაშორისო ორგანიზაცია “V-DEM”აქვეყნებს კვლევას, სადაც მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ინდექსით საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა და 11-წლიანი პროგრესით ევრაზიის კონტინენტზე ერთპიროვნულად ლიდერობს საერთაშორისო ორგანიზაცია “V-DEM”აქვეყნებს კვლევას,სადაც მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ინდექსით საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა და 11-წლიანი პროგრესით ევრაზიის კონტინენტზე ერთპიროვნულად ლიდერობს, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე. როგორც ზურაბ ქადაგიძე აღნიშნავს, არჩევნებამდე ცალკე ეს კვლევები გააგიჟებს ადგილობრივ და […]

ასეთი კამპანიით და სიძულვილის ენით ჩვენივე თანამოქალაქეების მიმართ, მართლა ძალიან ძნელი იქნება, აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა

„ომი რომ დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის, ეს ყველა ქართველს გასიგრძეგანებული აქვს, აგენტურის გარდა“ – განაცხადა მედიასთან საუბარში დეპუტატმა სოზარ სუბარმა. მისივე თქმით, აფხაზებსა და ოსებს მტრად თუ შევრაცხავთ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ძალიან ძნელი იქნება. „ბოლო ორწელიწადნახევარში საქართველოს მიმართ ყველა განცხადება, ანგარიში, ქმედება და მოწოდება ჩვენი დაუძინებელი მეგობრებისგან [ეს ტერმინი უფრო სწორი იქნება, ამ კონტექსტში ვიდრე […]

„მირჩევნია ჩემი შვილი იყოს მკვდარი, კესარია ცოცხალი“- კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ბექა ჯაიანის დედა

„ჩემი შვილი მკვდარი იყოს მირჩევნია, კესარია ცოცხალი და ბექა მკვდარი“, – ამ კომენტარით უპასუხა მედიას 37 წლის წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის დედამ, ნინო ლომაიამ. მოკლე კომენტარით, ნინო ლომიძემ ტვ „რუსთავი 2“-ს უპასუხა, თავად ბრალდებულმა კი აღიარებითი ჩვენების შემდეგ, სასამართლო სხდომაზე დუმილი უფლება გამოიყენა. წინასასამართლო სხდომა მიმდინარე წლის, 7 ნოემბერს, 12:00 […]