შინაგან საქმეთა მინისტრმა და ცესკო-ს თავმჯდომარემ არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. შსს-ს ინფორმაციით, მემორანდუმის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცესკოს შორის კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციის კოორდინირებული გაცვლა მოხდება. დოკუმენტით განისაზღვრა საარჩევნო პერიოდში მხარეთა შორის თანამშრომლობის ფორმები და შესაბამისი […]

მუსიკალურმა ფესტივალმა „ღამის სერენადებმა“ ჩეხური მუსიკის საღამო გამართა

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ ფარგლებში 18 სექტემბერს კონსერვატორიის მცირე დარბაზში ჩეხური მუსიკის საღამო გაიმართა. პიანისტმა და კომპოზიტორმა გიორგი შავერზაშვილმა მევიოლინე გიორგი ხაინდრავასთან ერთად ბედრჟის სმეტანას, ანტონინ დვორჟაკისა და ლეო იანაჩეკის მუსიკა შეასრულა. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს მოწვეულმა სტუმრებმაც. გიორგი ისაკაძე, „ღამის სერენადების“ სამხატვრო ხელმძღვანელი: „ძალზედ ატმოსფერული საღამო იყო. შესრულდა შესანიშნავი, ემოციური, სენტიმენტალური დვორჟაკის […]

ნინო ლაცაბიძე – საქართველოს ხელისუფლების დახმარებით და ჩვენი გუნდის ერთიანობით, რუსთაველებისთვის მიცემული კიდევ ერთი პირობა შევასრულეთ

საქართველოს მთავრობის დახმარებით, რუსთავის მერიამ, 20 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი განახორციელა და 70 ერთეული ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი ავტობუსი შეიძინა,-ამის შესახებ რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მისივე თქმით, რუსთავის ახალი ბრენდინგით გაფორმებული, 25 ავტობუსი, უკვე რუსთავშია და მოსახლეობას ხვალიდან მოემსახურება. „რუსთავში მიმდინარე მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი დასრულდა და თბილისის მიმართულებით, მგზავრთა გადაყვანის […]

აჩიკო ბერიძე – მჯერა, 26 ოქტომბერს, ბათუმი და ბათუმელები იტყვიან ღირსეულ სიტყვას

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატი აჩიკო ბერიძე, ქალაქ ბათუმში, შინდისის სკვერსა და ლერმონტოვის ქუჩაზე მოსახლეობას შეხვდა. პარტიის ინფორმაციით, დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. შეაჯამა განხორციელებული პროექტები, რომლებმაც ბათუმი აქცია კიდევ უფრო მიმზიდველ, წამყვან ტურისტულ და საინვესტიციო ქალაქად. „სწორედ იმისათვის, რომ განვითარება არ შეფერხდეს და საფრთხე არ დაემუქროს ამ წარმატებებს, მნიშვნელოვანია […]

ერთგულად მიჰყევი ჩანაფიქრს – „მეტროპოლის“ სივრცე კრეატივის საერთაშორისო ფესტივალზე

Devoted – Devoted to ideas, to craft, to creativity – ეს არის კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის, Ad Black Sea 2024-ის, მთავარი მესიჯი. ზღვისპირა ქალაქში, შემოდგომის კრეატივის ყველაზე მასშტაბურ ფესტივალზე სწორედ ამ გზავნილის ადრესატები შეიკრიბნენ, ადამიანები, რომლებიც იდეასა და შემოქმედებითობას ერთგულად მიჰყვებიან. ამ კონცეფციას მოარგო საკუთარი სივრცე დეველოპერულმა კომპანია „მეტროპოლმა“ და ფესტივალზე ფერადი და მრავალფეროვანი კუთხე შექმნა. […]

ოთარ ზურაბიშვილი ამბობს, რომ არ მიიწვიეს ლევილში, 1924 წლის აჯანყების ასი წლისთავის ღონისძიებაზე

საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომოს ხელმძღვანელი, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძმა ოთარ ზურაბიშვილი ამბობს, რომ არ მიიწვიეს ლევილში 23 სექტემბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე. საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, აღინიშნება 1924 წლის აჯანყების ასი წლისთავი. ფეისბუკის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ოთარ ზურაბიშვილი ამბობს, რომ ღონისძიებაზე მიწვეული არ არის ქართველთა ისტორიული სათვისტომო. „საფრანგეთში, ლევილის ტერიტორიაზე, პირველად ამ [„ქართული ოცნების“] მთავრობის […]

ისრაელის თავდაცვის ძალები – ლიბანში „ჰეზბოლას“ 300 ობიექტს დავარტყით

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დღეს დილიდან ლიბანში „ჰეზბოლას“ 300 ობიექტს დაარტყა. ლიბანური მედიის ცნობით, საჰაერო თავდასხმები რამდენიმე ლოკაციაზე მოხდა, დაჭრილები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ცნობილია სულ მცირე ერთი ადამიანის დაღუპვის შესახებ. დაგეგმილი იერიშის შესახებ ისრაელმა განცხადება წინასწარ გაავრცელა. არაბულენოვან განცხადებაში მოსახლეობას, ავიაიერიშის წინ, თავიანთი სახლების დატოვებისკენ მოუწოდებდა. ამასთან, 60 000-მდე ავტომატური სატელეფონო ზარი განხორციელდა ლიბანის მცხოვრებლებთან და […]

მიხეილ სააკაშვილი – გვაბრუნებენ ეპოქაში, როცა ჩინოვნიკებს საზოგადოებასთან არანაირი ანგარიშვალდებულება არ ჰქონდათ – თითქოს გვეხვეწებიან, მოდით, 26 ოქტომბერს და დაგვასრულეთო!

ჩვენ გვაბრუნებენ იმ ეპოქაში, როდესაც ჩინოვნიკებს საზოგადოებასთან არანაირი ანგარიშვალდებულება არ ჰქონდათ – თითქოს გვეხვეწებიან, მოდით 26 ოქტომბერს და დაგვასრულეთო! – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მისივე თქმით, მმართველი გუნდის წევრები ყოველდღე ახალ უბედურებას იგონებენ და ხალხს სრულიად ღიად დასცინიან. „ჩემს მიერ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობის დროს, ჯერ კიდევ 1998 წელს […]

ლევან მაჭავარიანი აშშ-ის სენატში საქართველოსთან დაკავშირებით დანიშნულ განხილვაზე – ჩვენი მოსახლეობის თვალში ამ ინსტიტუტების რეპუტაცია კნინდება, რადგან ხედავენ, რომ განხილვებში კონკრეტულ მხარეებს იწვევენ

ჩვენი მოსახლეობის თვალში ამ ინსტიტუტების რეპუტაცია კნინდება, რადგან ხედავენ, რომ განხილვებში კონკრეტულ მხარეებს იწვევენ, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოსთან დაკავშირებით დანიშნულ განხილვაზე დასმულ კითხვას. როგორც მაჭავარიანმა ამ კონტექსტში აღნიშნა, “მოლოდინები გამომდინარეობს იქიდან, თუ რით დაიწყო ყველაფერი”. „ყველაფერი იმით დაიწყო, რომ პირველ სხდომაზე მომხსენებლად კაპიტანი გიგაური მიიწვიეს, […]

ალეკო ელისაშვილი – წერას ისეა აყოლილი „ქართული ოცნება, არც იმ სიგიჟეს გამოვრიცხავ, რომ აშშ-დან ელჩი გამოიწვიონ

უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს თუ არ შეჩერდეს, „ქართულ ოცნებაზე“ იყო დამოკიდებული, რომელიც დგას და 2 წელია ევროპელებს უშვერი სიტყვებით ლანძღავს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი შეფასებით, თუ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეწყდება, ეს „ქართული ოცნების“ უღირსი საქციელის „დამსახურება“ იქნება. „ის ხალხი კორექტული და მომთმენია. ამდენი ხანი ძალიან წყნარად, მშვიდად, დაშაქრულად […]