,, რა გჭირთ ხალხნო? კარგად ხომ ხართ მართლა?” – მარი საბიაშვილი

ადვოკატი მარი საბიაშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,გავატარებთქო ვიფიქრე, მაგრამ.. ვერ გავატარებ.. აი არ შემიძლია.. გუშინ კესო დაკრძალეს და.. ეს ადამიანი მართლა ყველას უყვარდა, ძალიან კეთილი იყო და ამიტომ. გულწრფელად, მეც ძალიან გული დამწყდა 😣 მაგრამ.. ატყდა ახლა ამბავი საპატრიარქოს ირგვლივ, რომ თურმე წესი არ აუგეს და მიდის ლანძღვა. ეს აჟიოტაჟი ჟორჟოლიანის პოსტმა გამოიწვია. კომენტარებმა გადამრია-რუსეთის […]
ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ბიუროკრატიულად საკმაოდ რთული პროცესია – კახა კალაძე

„ვიზალიბერალიზაციის შეჩერება საკმაოდ რთული პროცესია ბიუროკრატიულად და ყველანაირი თვალსაზრისით“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძე მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებები კიდევ უფრო გამძაფრდება. „რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, კიდევ უფრო გააქტიურდება განცხადებები, რომ „ვაუქმებთ ვიზალიბერალიზაციას, ვიწყებთ პროცესს, ვიწყებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას“. ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი, რაზეც ვსაუბრობდი. ზუსტად […]
კრასნოდარში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ყოფილ ბაზას ცეცხლი გაუჩნდა

კრასნოდარის მხარეში, გორიაჩი-კლიუჩის მახლობლად, მოლკინოს სამხედრო პოლიგონზე, ორსართულიან შენობას ცეცხლი გაუჩნდა. 2023 წლის ივლისამდე იქ მდებარეობდა კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” მთავარი ბაზა. “კავკაზ.რეალიის” ცნობით, ვიდეო ხანძრის ადგილიდან გავრცელდა “ვაგნერთან” დაკავშირებული არხებით. ამ კადრებში ჩანს, რომ ადგილზე მისული მაშველები თითქმის მთლიანად დამწვარ შენობას აქრობენ. დაქირავებულებთან დაახლოებული მედიის ცნობით, შენობაში ამჟამად განთავსებული იყო რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს […]
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა მთაწმინდის რაიონში, კიკეთის, კოჯრისა და ტაბახმელას მოსახლეობას შეხვდა

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა მთაწმინდის რაიონში, კიკეთის, კოჯრისა და ტაბახმელას მოსახლეობას შეხვდა “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა მთაწმინდის რაიონში, კიკეთის, კოჯრისა და ტაბახმელას მოსახლეობას შეხვდა. დელეგატის თქმით, მოსახლეობასთან ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე და მიმდინარე მოვლენებზე. ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო […]
კვიპროსმა იგორ კოლომოისკის მოქალაქეობა ჩამოართვა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კვიპროსის ხელისუფლებამ უკრაინელ მილიარდერს, იგორ კოლომოისკის მოქალაქეობა ჩამოართვა. როგორც ირკვევა, ევროპული სახელმწიფოს ეს გადაწყვეტილება მილიარდერის წინააღმდეგ უკრაინაში მიმდინარე სასამართლო დავებს უკავშირდება, რომელთა შესახებ, კოლომოისკიმ კვიპროსის საგამოძიებო უწყებებს ინფორმაცია დაუმალა. კოლომოისკის, რომელიც უკრაინაში შარშან დააკავეს, რამდენიმე ბრალდება აქვს წაყენებული, მათ შორის თაღლითობა, ქონების მიტაცება, ფულის გათეთრება და მკვლელობის მომზადება. კვიპროსის მოქალაქეობა იგორ კოლომოისკიმ […]
საფრანგეთის ქალაქი კანი ქარიშხლისგან დაზარალდა

ორშაბათს, 23 სექტემბერს, საფრანგეთის ქალაქ კანში, ლაჟვარდოვან სანაპიროს ქარიშხალი დაატყდა და მოსალოდნელია, რომ დღეისთვის ეს ბოლო არ არის. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს – იუწყება „ევროპეისკაია პრავდა“. ქალაქის მერიის წარმომადგენლის თქმით, მოსალოდნელია, რომ ვითარება ნორმალურ რეჟიმში დაბრუნდება დილის განმავლობაში, რადგან ქარიშხალი აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობს.
აშშ-ის სენატში „ქართველი ხალხის აქტს“ განიხილავენ

25 სექტემბერს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში „ქართველი ხალხის აქტს“ განიხილავენ. „ქართველი ხალხის აქტი“ ორპარტიული კანონპროექტია, რომელიც ქმნის ჩარჩოს, რათა ქართველმა ინდივიდებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და უცხოური აგენტების შესახებ კანონის დაწინაურებასა ან მისი მიღების ხელშეწყობაზე პასუხი აგონ. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს შეერთებული შტატების გრძელვადიან მხარდაჭერას ქართველი ხალხისადმი, რომლის აბსოლუტური უმრავლესობაც მხარს უჭერს […]
გახარიამ ხელი მოაწერა პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას“

პარტიამ „გახარია — საქართველოსთვის“ ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ „ქართულ ქარტიას“. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. ამ დრომდე, „გირჩთან“ ერთად, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ რჩებოდა იმ ოპოზიციურ ძალებს შორის, რომლებსაც პრეზიდენტის ქარტიაზე ხელი არ მოუწერიათ. სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს წარადგინა იმ ნაბიჯების გეგმა, რომლებიც დოკუმენტის ხელმომწერმა პარტიებმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უნდა გადადგან. […]
აშშ-დან ელჩის გამოწვევა – რას პასუხობს კახა კალაძე

გავრცელებულ ინფორმაციას აშშ-დან ელჩის გამოწვევის თაობაზე, კახა კალაძე ასე პასუხობს: ,,საარჩევნო კამპანიის პროცესში ვართ და დროის სერიოზული დეფიციტი მაქვს, იმიტომ, რომ უამრავ ადამიანს ვხვდები დღის განმავლობაში. რაღაც სისუელელს მოიგონებთ და უნდა დავდგე და გიპასუხოთ რაღაც სისულელეზე, რომელიც თქვენი მოგონილია”
BTU AI4Globe საქართველოდან მთელს მსოფლიოში, AI წიგნიერების გასაძლიერებლად

AI4Globe ახალი, საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების გლობალურ ზრდას ისახავს მიზნად. პროექტი მნიშვნელოვნად ცვლის საგანმანათლებლო გამოცდილებას და ხელოვნური ინტელექტის პოტენციალის რეალიზების ახალ შესაძლებლობებს ქმნის. პროექტის ფარგლებში ინოვაციური საგანმანათლებლო აქტივობები განხორციელდება. მასში ჩართული იქნებიან სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები. ინიციატივა სხვადასხვა დემოგრაფიულ ჯგუფს მოიცავს. მათ შორის არიან: ბავშვები, მოზარდები, ქალებ, აკადემიური პერსონალი, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები. […]