ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ექვსკაციან დელეგაციასა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ (DRI) ხელმძღვანელმა, უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ დელეგაციის მხრიდან კითხვები იყო, რომელიც უშუალოდ გაზაფხულს და იმ საპროტესტო აქციებს შეეხებოდა, რომელიც ქვეყანაში მოხდა. „საუბარი იყო ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა. მათ შორის, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე, […]

ლევან მგალობლიშვილი – ჩვენ მთავარ ამოცანად რჩება აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად ევროკავშირში შესვლა ჩვენი ღირსებით, ადათ-წესებით და ტრადიციებით, რათა ევროკავშირის ღირსეული წევრი გავხდეთ

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განახლებული შემადგენლობით დღეს პირველი სხდომა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს. მათი ცნობით, სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და დეპუტატებს გამოცხადებული ნდობისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა. “დღეს პირველი მთავრობის სხდომა არის და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს, უმაღლესი საბჭოს […]

ექსპერტები- ივანიშვილის ბოდიშის მოხდის ინიციატივა უადგილოა

2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში, ბოდიშის მოხდა კი სრულიად უადგილოა- ასე აფასებენ ამერიკელი ექსპერტები ვაშინგტონში ბიძინა ივანიშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების მერე საქართველო „ ძალას გამონახავს საკუთარ თავში ბოდიშის მოსახდელად“ 2008 წლის ომის გამო. Facebook Forum

დავით უსუფაშვილი პრემიერის აშშ-ში ვიზიტზე – გაეროს ასამბლეაზე 208-210 ქვეყნის წარმომადგენელი იყრის თავს და იქ ვიღაცებს ხელს ჩამოართმევენ და გვეტყვიან – „აი, ჩვენ გვყავს მეგობრები!“

ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი, შეუქცევადად ქვეყნის დაზიანების გზაზე დგას. ბევრმა მოახერხა თავის დასანქცირება და ბევრსაც ელის. ეს ქვეყნისთვისაც ცუდი ამბავია იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება სერიოზული ძალისხმევა, რომ ქვეყნისა და ერის ავტორიტეტი გავზარდოთ, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა საქართველოს პრემიერ – მინისტრის ირაკლი კობახიძის აშშ-ში ვიზიტსა და ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობასთან […]

დავით უსუფაშვილი – მე ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს არ ვიცნობ, რომლებიც უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მოითხოვენ

მე ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს არ ვიცნობ, რომლებიც უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მოითხოვენ, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა. აღნიშნულით მან ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა: „ეთანხმება, ან ითხოვს თუ არა ისიც არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად, სავიზო რეჟიმის შეჩერებას, სანქცირებას“. უსუფაშვილის განმარტებით, პოლიტიკოსები და ექსპერტები ხელისუფლებას რეალურ საფრთხესთან დაკავშირებით აფრთხილებენ. „მე ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს არ […]

ვარლამ ლიპარტელიანი სოფელ ნასაგურში ორი სპორტული მოედნის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი სოფელ ნასაგურს ესტუმრა და ორი სპორტული მოედნის მშენებლობა დაათვალიერა. დელეგატი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო სოფელში სპორტული მოედნების და მათ გარშემო რეკრეაციული სივრცის მოწყობის პროცესს, რაც ნასაგურის მოსახლეობის დიდი ხნის სურვილი იყო. დელეგატმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მსგავსი არაერთი პროექტი განხორციელდება სამგორში, თუმცა ამას სჭირდება […]

საბერძნეთის რკინიგზის თანამშრომლები, უსაფრთხოების სფეროში რეფორმების მოთხოვნით გაიფიცებიან

საბერძნეთის რკინიგზის მუშაკებმა ხუთშაბათს გაფიცვა გამოაცხადეს, რათა გააპროტესტონ მთავრობის მიერ უსაფრთხოების გაუმჯობესების უკმარისობა 2023 წლის თებერვლის მატარებლის კატასტროფის შემდეგ. როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, ამის შესახებ „Ekathimerini“ იუწყება. „ტემპეში ტრაგიკულმა ავარიამ, რომელსაც 57 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 11 ჩვენი კოლეგა, გამოაჩინა რკინიგზის მუშაკთა მრავალწლიანი პრობლემები, რომლებსაც რკინიგზელები აწყდებიან და მთავრობის მიერ სარკინიგზო სისტემის უგულებელყოფა“ […]

საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაეცნენ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო დუბაიში, ტურისტულ გამოფენაში EPEX 2024 მონაწილეობდა. საქმიანი ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გამოფენაზე საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ საქმიანი შეხვედრები გამართა წამყვან კომპანიებთან, დამკვეთებთან და მსხვილი ღონისძიებების ორგანიზატორებთან. B2B ფორმატის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრებზე საქართველოს საქმიან ტურისტულ მიმართულებას და ინფრასტრუქტურას გაეცნენ. EPEX 2024-ზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 100-ზე მეტი საგამოფენო ორგანიზაცია […]

ნანა ძაგნიძემ საჭადრაკო ოლიმპიადაზე მესამე ადგილი დაიკავა

ბუდაპეშტში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა დასრულდა. ქალთა შორის პირველ ადგილზე ინდოეთი გავიდა – 19 ქულით, მეორე კი ყაზახეთი 18 ქულით. საქართველოს ქალთა ნაკრებმა 17 ქულა დააგროვა და III-VI ადგილები გაინაწილა შემდეგი ქვეყნის გუნდებთან ერთად: აშშ, ესპანეთი,სომხეთი და საქართველო. სამწუხაროდ, დამატებითი მაჩვენებლებით ჩვენები მეექვსე ადგილს დასჯერდნენ. ვაჟთა ოლიმპიადაც ინდოელი მოჭადრაკეების სრული ჰეგემონიით დასრულდა. ინდოეთის ნაკრებმა 21 ქულა […]

„ამ ერთობის მომხრე არა იმიტომ, რომ გახარია მიყვარს ან შემიყვარდა“ – ალეკო ელისაშვილი

ჩვენ საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას პატივს ვცემთ. გულახდილად ვიტყვი, გულწრფელად ვიყავი ამ ერთობის მომხრე არა იმიტომ, რომ გახარია მიყვარს ან შემიყვარდა, უბრალოდ, ქვეყანას ასე სჭირდებოდა, რომ გავერთიანებულიყავით, – ასე შეაფასა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ გაერთიანების შესახებ მოლაპარაკების ჩაშლა. როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამწუხაროა, რომ გიორგი გახარიამ შეთანხმების გაფორმება […]