საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ირაკლი ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დღე აღინიშნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ირაკლი ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დღე აღინიშნა. ცენტრს დაარსებიდან 46 წელი შეუსრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, ღირსშესანიშნავი თარიღის აღსანიშნად ირაკლი ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრს უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები თამარ წერეთელი, თამარ ლომინაძე, სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის უფროსის ზაზა ბუაჩიძე […]
გეგმური სამუშაოების გამო, 24 სექტემბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 სექტემბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 სექტემბერს, 09:00 საათიდან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ დიღომში: ზემოუბნის, დავით აღმაშენებლის, დიდგორის, გაბრიელ ათონელის, ძველი ვეძისის და მიმდებარე ტერიტორიაზე; 11:00 საათიდან 14:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: ომარაულები, ბოჭორმა და მიმდებარე […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7249 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7249 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7249 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7277 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0028 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0290 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0441 ლარს შეადგენდა. […]
შალვა პაპუაშვილი ეუთოს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ოუენ მერფის შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოში წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს. მათივე ცნობით, ასევე, ოუენ მერფი წინასაარჩევნო პერიოდში საპარლამენტო საქმიანობით დაინტერესდა, რაზეც შალვა პაპუაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. „შეხვედრაზე აღინიშნა 2024 წლის არჩევნებზე ელექტრონული საშუალებების შემოღების მნიშვნელობა, რაც სადამკვირვებლო […]
მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

მიმდინარე წლის 5-22 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: ,,სარფი“, ,,ლაგოდეხი“ და ,,ვალე“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების, დეტალური დათვალიერების […]
სახალხო დამცველმა შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის შესწავლა დაიწყო

სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა სპორტულ კომპლექს „არენას“ მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის შესწავლა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. როგორც სახალხო დამცველის ოფისში განმარტავენ, ცნობილი გახდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უარი ეთქვა კომპლექსის „არენა 1“ აუზზე დაშვებაზე და მშობელს განემარტა, რომ მაშინ, როცა შეზღუდული შესაძლებლობის […]
კრემლი: გასაჯაროების შემთხვევაში, ზელენსკის “გამარჯვების გეგმას” შევისწავლით

კრემლის განცხადებით, მზად არიან შეისწავლონ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ე.წ “გამარჯვების გეგმა”, რომელიც რუსეთთან ომის დასასრულებლადაა გამიზნული. ზელენსკიმ თავისი გეგმა ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, მიმდინარე კვირაში უნდა წარუდგინოს. ის ასევე აპირებს, თავისი გეგმის შესახებ ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატებს, კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს ესაუბროს. ზელენსკი გაეროს გენერალურ ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში იმყოფება, მოგვიანებით კი ვაშიგტონს ეწვევა. თავის […]
TI: „აირჩიე ევროპის” მიმართ რეპრესიულმა ზომებმა მისი აქტივიზმი შეიძლება შეუძლებელი გახადონ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროსა და სასამართლოს რეპრესიულმა ზომებმა „აირჩიე ევროპის” სამოქალაქო აქტივიზმი შეიძლება შეუძლებელი გახადონ. ორგანიზაციის განცხადებით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო მეტად ინტენსიური ხდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის შევიწროება ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფი ე.წ. დამოუკიდებელი ინსტიტუტებისა და სასამართლოს მეშვეობით. TI-ის შეფასებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისია და ანტიკორუფციული ბიუროს მიერ […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – ბევრი დრო არ გვაქვს, მომდევნო რამდენიმე თვე გადამწყვეტი იქნება ომში

ბევრი დრო არ გვაქვს. მომდევნო რამდენიმე თვე გადამწყვეტი იქნება ამ ომში – რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ და ყველა თქვენგანის წინააღმდეგ, რადგან ეს არის რუსეთის ომი თავად თავისუფლების წინააღმდეგ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის მიღწევების აკადემიის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, უკრაინას აქვს გამარჯვების გეგმა, რომელსაც ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და […]
დავით შერაზადიშვილმა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა მერიის პროექტების მართვის განყოფილების უფროსთან, გაგა ცალუღელაშვილთან იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელთან, ჯუნჯი ვაკუისთან და ოფისის წარმომადგენელთან, კონსტანტინე წერეთელთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, დავით შერაზადიშვილმა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლებს, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის პოტენციალი გააცნო. ასევე, ისაუბრა განხორციელებული […]