8 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ

8 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. დღის წესრიგის თანახმად, სესიაზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი მოხსენებით წარდგება სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოა. ბორელი წარადგენს მოხსენებას, სახელწოდებით “დემოკრატიული უკუსვლა და საფრთხეები პოლიტიკური პლურალიზმისთვის საქართველოში”. ევროპარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იგეგმება ამავე სახელწოდების რეზოლუციის მიღებაც.
ისტორიული წყალდიდობის შემდეგ, პოლონელები დასუფთავებას შეუდგნენ

ცენტრალურ ევროპაში ბოლო დროის ყველაზე დიდი წყალდიდობა განსაკუთრებით მძიმედ პოლონეთს დაეტყო. ქვეყანაში ახლა დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მიყენებული ზარალი 1997 წლის დამანგრეველი წყალდიდობის ზარალსაც კი გადააჭარბებს.
ექსპერტები-სანქციები ნათელი მესიჯია იმისა, რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები უარესდება და მწვავდება

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ხაზინის მიერ ქართველი მაღალჩინოსნებისთვის დაწესებული მორიგი სანქციების ტალღას და ბიძინა ივანიშვილის ბოდიშის მოხდის ინიციატივას აფასებენ ექსპერტები ვაშინგტონში. საქართველოს მეგობრები სანქციების შეჩერებას არ ელოდებიან, ივანიშვილის ინიციატივას კი უადგილოს უწოდებენ
ლიბანის განცხადებით, ისრაელის საჰაერო დარტყმებს ემსხვერპლა სულ მცირე 100 ადამიანი

23 სექტემბერს ისრაელმა ჰესბოლას ასობით სამიზნის წინააღმდეგ განახორციელა საჰაერო დარტყმების მასშტაბური ტალღა, რასაც, ლიბანის მონაცემებით, ემსხვერპლა სულ მცირე 100 ადამიანი. მოქალაქეები გააფრთხილეს დატოვონ არეალები, სადაც, ისრაელის თქმით, ჰესბოლა იარაღს ინახავს. ისრაელმა გააძლიერა თავისი შეტევები, თითქმის ერთწლიანი კონფლიქტის განმავლობაში შედგა ცეცხლის ერთ-ერთ ყველაზე ინტენსიური გაცვლა-გამოცვლა საზღვრის ორივე მხრიდან. ამჟამად ისრაელს ყურადღება გადააქვს ჩრდილოეთის საზღვარზე, საიდანაც ჰესბოლა […]
ანექსირებულ ყირიმში უკრაინელს 14 წლით მიუსაჯეს პატიმრობა

ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სასამართლომ უკრაინელს 14 წლით მიუსაჯა პატიმრობა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით. ამის შესახებ რუსეთის მედია იტყობინება, ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით. გამოცემა “მედიაზონა” წერს, რომ უწყების მიერ გავრცელებული ინიციალები – მ.ა. სუხაჩოვი – ემთხვევა მიხაილ სუხაჩოვს, რომლის წინააღმდეგაც მსგავსი შინაარსის საქმე განიხილებოდა ჯერ სვერდლოვსკის საოლქო სასამართლოში, შემდეგ კი საქმე ანექსირებულ ყირიმში გაიგზავნა. […]
25 სექტემბერს, აშშ-ის სენატში „ქართველი ხალხის აქტზე“ იმსჯელებენ

25 სექტემბერს, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი „ქართველი ხალხის აქტს“ განიხილავს. „ქართველი ხალხის აქტი“, რომელიც ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება, სენატორებმა, ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა, სენატში 23 მაისს წარადგინეს. ის მათ შორის, საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის და ფიზიკური პირებისთვის სანქციების დაკისრებას ითვალისწინებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და რუსული კანონის მიღების ხელშეწყობაზე ან […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7249 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7249 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7249 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7277 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0028 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0290ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს […]
ვახტანგ სალია კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს

“ლელო”-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, თბილისის “დინამოს” ახალგაზრდა ფეხბურთელი ვახტანგ სალია კარიერას პრემიერლიგის კლუბ “ნიუკასლში” გააგრძელებს. წყაროს ცნობით, კონტრაქტი ხანგრძლივ თანამშრომლობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, მისი ოფიციალურად გაფორმების შემდეგ, სალია ერთი სეზონის განმავლობაში ისევ “დინამოში” დარჩება და ამის შემდეგ შეუერთდება “ნიუკასლს”. სალია თბილისის “დინამოს” საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. შეგახსენებთ, წარსულში “ნიუკასლის” ღირსებას თემურ ქეცბაია და ზურაბ ხიზანიშვილი იცავდნენ.
აშშ-ის კონგრესში საბიუჯეტო საკითხებზე დროებით შეთანხმებას მიაღწიეს

შეერთებული შტატების კონგრესის ლიდერებმა 22 სექტემბერს განაცხადეს, რომ მთავრობის მოკლევადიანი ხარჯების კანონპროექტთან დაკავშირებით, საბიუჯეტო შეთანხმებას მიაღწიეს. კანონპროექტი ფედერალურ სააგენტოებს დაახლოებით სამი თვის განმავლობაში, დეკემბრის შუა რიცხვებამდე დააფინანსებს. ამით კონგრესმა თავიდან აიცილა მთავრობის მოსალოდნელი ნაწილობრივი დახურვა, რომელიც ახალი საბიუჯეტო წლის დასაწყისში, 1 ოქტომბერს უნდა მომხდარიყო. 2025 წლის ბიუჯეტზე საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება 5 ნოემბრის საყოველთაო არჩევნების ჩატარების […]
აჭარის მთავრობა – პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ქალაქ ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად, „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და გამაგრების სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. როგორც აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, 1300 ოჯახი, წელსვე, ცხოვრებას უსაფრთხო გარემოში გააგრძელებს. […]