პრეზიდენტი: „ოცნებამ იცის, რომ ხმებით ვერ იგებს არჩევნებს“

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს და ხელისუფლების შესანარჩუნებლად კონფრონტაცია ესაჭიროება. მისივე თქმით, მმართველი პარტია უკვე არათუ პრო-რუსული, უბრალოდ რუსულია. ზურაბიშვილმა ეს დღეს, 23 სექტემბერს, ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ ვართ მართლა გარდამტეხ მომენტში. ეს უნდა დავინახოთ… ამაში ძალიან გვეხმარება თვითონ “ოცნების” და ივანიშვილის პოლიტიკა. პრაქტიკულად, დღითი დღე უფრო […]
ახლა ყველაზე მეტად შენ აღარ მომწონხარ, იცოდი, რასაც ეუბნებოდი იმ ყაჩაღ ხაზარაძეს, გალანძღე და მალევე შერიგდით – კახეთის მაცხოვრებელი ალეკო ელისაშვილს

კახეთში, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, ადგილობრივმა მაცხოვრებელმა მამუკა ხაზარაძესთან ალიანსის გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ახლო წარსულში, ელისაშვილი ხაზარაძეს ყაჩაღს უწოდებდა, ახლა კი შერიგდნენ და ერთ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ. „ახლა ყველაზე მეტად შენ აღარ მომწონხარ. ძალიან ცუდი ჩაიდინე, პატარა ბიჭი არ ხარ, იცოდი, რასაც ეუბნებოდი იმ ყაჩაღს, მართლა ყაჩაღია.“ – მიმართა მოქალაქემ […]
ეს არის სირცხვილი და უპასუხისმგებლობის მაგალითი – რატი იონათამიშვილი სალომე ზურაბიშვილზე
ნახევარი საათი ისაუბრა, უაზროდ და უშინაარსოდ. ვერც თავი გავიგეთ, რა უნდოდა და ვერც ბოლო, – ასე ეხმიანება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ერთი კვირაა ხელს არ აწერს ამნისტიის კანონს, რომელსაც ათასობით პატიმარი და პრობაციონერი ელოდება და მის საქციელს უპასუხისმგებლობის მაგალითს უწოდებს. […]
პრეზიდენტი – მტერს რომ ყველაფერს უთმობ, მადას უღვივებ – როცა შენს მეგობრად აღარავინაა, ხარ სრულ იზოლაციაში, ეს თუ არ არის ომის გამოწვევა, მაშინ არ ვიცი, რა არის მშვიდობის პოლიტიკა

მტერს რომ ყველაფერს უთმობ, მადას უღვივებ – როცა შენს მეგობრად აღარავინაა, ხარ სრულ იზოლაციაში, ეს თუ არ არის ომის გამოწვევა, მაშინ არ ვიცი, რა არის მშვიდობის პოლიტიკა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. „შენ შენს მტერს ყველაფერს რომ უთმობ, რომ მიდიხარ წარმოუდგენელ დათმობებზე ყოველმხრივ, შენ რას შვრები, როცა ეს ქვეყანა [რუსეთი] არის […]
რატი იონათამიშვილი პრეზიდენტზე – ამნისტიის კანონს, რომელსაც ათასობით პატიმარი და პრობაციონერი ელოდება ხელს არ აწერს, ეს არის სირცხვილი და უპასუხისმგებლობის მაგალითი

ნახევარი საათი ისაუბრა, უაზროდ და უშინაარსოდ. ვერც თავი გავიგეთ, რა უნდოდა და ვერც ბოლო, – ასე ეხმიანება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ ბრიფინგს. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ერთი კვირაა ხელს არ აწერს ამნისტიის კანონს, რომელსაც ათასობით პატიმარი და პრობაციონერი ელოდება და მის საქციელს უპასუხისმგებლობის მაგალითს […]
ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები გაიაფდა

ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები გაიაფდა გალტ & თაგარტის 16–20 სექტემბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასები შემცირდა. წინა კვირასთან შედარებით თუ ვარდნა 2–4 პროცენტს შეადგენს, წინა თვესთან შედარებით, ზოგ შემთხვევაში, ვარდნა 9,5%–საც აღწერვს. საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 39.05 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -4.41% წინა კვირასთან შედარებით […]
„ღამის სერენადები 2024“ დასრულდა

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 20 სექტემბერს დასკვნითი საღამო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა. ბაროკოს მუსიკის წამყვანმა შემსრულებლებმა მევიოლინემ ანდრეს გაბეტამ და ბლოკ-ფლეიტისტმა მორის შტიგერმა, ფესტივალის საბაზო ორკესტრთან, „საქართველოს ვირტუოზებთან“ ერთად წარმოადგინეს პროგრამა „ვივალდი და მეგობრები“. დამსწრე საზოგადოებამ უწყევტი აპლოდისმენტებითა და მქუხარე ოვაციებით დააჯილდოვა მუსიკოსები. გიორგი ისაკაძე, “ღამის სერენადების” სამხატვრო ხელმძღვანელი: “ფესტივალმა […]
ვოლოდიმირ ზელენსკი ოლაფ შოლცს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს შორის გამართული მოლაპარაკებების დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მოგვიანებით, ვოლოდიმირ ზელენსკი სხვადასხვა სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების ლიდერებსა და ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდება. შეგახსენებთ, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის გამარჯვების გეგმას აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, აშშ-ის პრეზიდენტობის […]
სალომე ზურაბიშვილი – ძალიან გვეხმარება „ოცნების“ და ივანიშვილის პოლიტიკა, ეს უკვე „პრო“ აღარ არის, ეს არის რუსულობა – რას ნიშნავს, როცა ხელისუფლება წინასაარჩევნოდ დაპირისპირებას აღვივებს? – იცის, ხმებით ვეღარ იგებს არჩევნებს

ძალიან გვეხმარება თვითონ „ოცნების“ და ივანიშვილის პოლიტიკა. პრაქტიკულად, დღითი დღე უფრო და უფრო ცხადი ხდება მათი პრორუსულობა. ეს უკვე „პრო“ აღარ არის, ეს არის რუსულობა, დათმობა მათი მხრიდან ყველაფრის, რაც მთავარია ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაზე საუბრისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია პოზიტიური […]
ირაკლი კობახიძე – არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ რადიკალური ოპოზიციის მფარველებს უნდათ ქართველი ხალხის დასჯა ერთადერთი მიზეზის გამო – ხალხი მყარად უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას” და უარს ეუბნება კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას”

არავისთვის არ არის გასაკვირი, რომ რადიკალური ოპოზიციის მფარველებს უნდათ ქართველი ხალხის დასჯა ერთადერთი მიზეზის გამო – ქართველი ხალხი მყარად უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას” და უარს ეუბნება რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ნიუ-იორკში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშთან დაკავშირებით, დასმული კითხვის საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თავის დროზე ცალკეული […]