კოალიციას ცვლილებებისთვის ნანა მალაშხია და ივა ჭყონია შეუერთდნენ

კოალიციას ცვლილებებისთვის საჯარო მოხელე, ქალი ევროკავშირის დროშით ნანა მალაშხია და ბიზნესმენი ივა ჭყონია შეუერთდნენ. გუნდის ახალი წევრები კოალიციის ლიდერებმა ზურა ჯაფარიძემ და ელენე ხოშტარიამ ღონისძიებაზე წარადგინეს. “ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, თუმცა მე ამაში დავინახე შესაძლებლობა, რომ თქვენთან ერთად, ამ გუნდთან ერთად ვიბრძოლო ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ცვლილებებისათვის, ცვლილებებისათვის, რომელიც ამ ქვეყანაში დაასრულებს უიმედობას, სიღარიბეს, კორუფციას, ირაციონალურ […]

,, კრეტინებო! თქვენ რასაც მშვიდობას გაძახებინებენ მაგას ქოცების ენაზე კაპიტულაცია – ქვეყნის ჩაბარება – ჰქვია!” – გოჩა მირცხულავა

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა: ,,ოკუპირებული ქვეყანა, რომელსაც ყოველ დღე “მშვიდობიანად” გლეჯენ ტერიტორიებს – ომის მდგომარეობაში იმყოფება, კრეტინებო! თქვენ რასაც მშვიდობას გაძახებინებენ მაგას ქოცების ენაზე კაპიტულაცია – ქვეყნის ჩაბარება – ჰქვია! ჰო, ოკუპირებული ტერიტორიების “დაბრუნებას” კიდევ, ასევ ქოცის ენაზე – აღიარება ეწოდება. მერე არ გავიგო, არ ვიცოდით ეგ და დავბოლდითო. ან როგორი ახვრები ხართ, ხდებით? საკუთარი ეზოს […]

,, ეგ იანდექსი აქ ვინ შემოუშვა, როცა ვამბობდით, რუსეთის უშიშროების საცეციაო?” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის განცხადებას ეხმაურება: ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დაადასტურა, რომ ტაქსების კომპანია Yandex-ი “კანონდარღვევით გადასცემს მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს სხვა სახელმწიფოს.” – ნეტავ, რომელ სახელმწიფოს? ალბათ ამერიკას ან გერმანიას, არა? აბა, რუსეთი მაგას არ იკადრებდა. და ისა კიდევ… ეგ იანდექსი აქ ვინ შემოუშვა, როცა ვამბობდით, რუსეთის უშიშროების საცეციაო? ალბათ, მიშამ, […]

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს, ნუკრი დაგნაძეს ეძებენ. ოჯახის ცნობით, იგი წერეთლის გამზირზე მდებარე სახლიდან გუშინ, 22 სექტემბერს, 21 საათზე გავიდა და გაუჩინარდა. მასზე ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში შეგიძლიათ 112-ს დაუკავშირდეთ.

ადამიანს, რომელიც არის საქართველოს ისტორიაში უდიდესი ქველმოქმედი, ვფიქრობ, რომ სანქციებით ვერ დააშინებენ და დააშანტაჟებენ

„ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები ფაქტობრივად უკვე დაწესებულია. ასე, რომ მუქარა, მისთვის სანქციების დაწესების შესახებ ვითარებას ვერ შეცვლის,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თემა გათვლილია საქართველოს მოსახლეობაზე, რადგან სანქციების ავტორებს მიაჩნიათ, რომ მოსახლეობის პოლიტიკური გათვითცნობიერების დონე ძალიან დაბალია და ივანიშვილის დასანქცირების შემდეგ […]

პრეზიდენტი – „ქართულ ქარტიაზე“ ცოტას ლაპარაკობენ – ამ ოთხი კვირის მანძილზე არავის მივცემ უფლებას, არ ილაპარაკოს ქარტიაზე დღე და ღამე

ამ ოთხი კვირის მანძილზე არავის მივცემ უფლებას, რომ არ ილაპარაკოს დღე და ღამე “ქართულ ქარტიაზე”, რადგან რეალურად, ქარტია არის ერთობის ინსტრუმენტი – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ქარტიით გათვალისწინებული რეფორმების გარეშე, რომელიც მოიცავს სასამართლოს, ანტიკორუფციულ ქმედებებს და საარჩევნო გარემოს, ქვეყანა წინ ვერ წავა. “რატომ ქარტია? – რომელზედაც ცოტას ლაპარაკობენ და […]

პრეზიდენტი – ტექნიკური მთავრობა უნდა შეიქმნას პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებით, მაგრამ არა მათ მიერ დანიშნული პოლიტიკოსებისგან – თუ არა, მერე იქნება: „ჩემი პრემიერი, შენი პრემიერი“, „ჩემი წონა დიდია, შენი ნაკლები“

მე გთავაზობთ, რომ ქარტიის ირგვლივ გაერთიანებული სხვადასხვა მოსაზრებების პარტიები, საზოგადოება, ყველანი ერთად დავდგეთ და ვემსახუროთ საქართველოს – ყველაფერმა გვაჩვენა, რომ თუ ეს არა, მერე იქნება „ჩემი პრემიერი, შენი პრემიერი“, „ჩემი მინისტრი“, „ჩემი წონა უფრო დიდია, შენი წონა ნაკლები“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროპული გამოცდილება […]

პრემიერი – გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საუბარი გვექნება ყველა თემაზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, პრიორიტეტებს

გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე საუბარი გვექნება ყველა თემაზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და პრიორიტეტებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნიუ-იორკში, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სიტყვით გამოსვლისას ყურადღებას ასევე გაამახვილებს ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობაზე. „რა თქმა უნდა, ყველა თემას შევეხებით, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობასთან, მის განვითარებასთან, ამისთვის იქნება ეს […]

კობახიძე: ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შანტაჟი გრძელდება, რაც წარუმატებლობისთვისაა განწირული

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შანტაჟი გრძელდება, რაც მისი აზრით, “წარუმატებელი” იქნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიუ-იორკში, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე მტკიცებით, მსგავსი ნაბიჯების მიზანია, ბიძინა ივანიშვილი აიძულონ, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. “გრძელდება შანტაჟი ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. იცით, რომ ის ისედაც არის დე-ფაქტო სანქციების […]

პრეზიდენტი: რა გახსოვს არაა საინტერესო, საინტერესოა შენი შვილები რას დაიმახსოვრებენ

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ 26 ოქტომბერს მოქალაქეებმა უნდა აირჩიონ “დამოუკიდებლობა”, “წინსვლა და ევროპა”. “დღეს საქართველო დგას გამოწვევის წინაშე. ვიცი, რომ ეს პარტიები, რომლებიც დგანან თქვენს წინაშე, უკვე არიან მზად იმისთვის, რომ დადგნენ ერთად – რომ გადავარჩინოთ ქვეყანა. ეს გადარჩენა თქვენგან მოითხოვს სრულ მობილიზაციას, რომ ყველა წავიდეს არჩევნებზე. აქ იმის […]