“ვინისიუსი პროვოკატორი და განავალია” – “ვალენსიას” ყოფილი პრეზიდენტი

“ვალენსიას” ყოფილმა პრეზიდენტმა პაკო როჩმა Relevo-სთან ინტერვიუში 2023 წელს “მესტალიაზე” 8 წუთით შეჩერებული მატჩი გაიხსენა და “რეალის” თავდამსხმელი ვინისიუსი გააკრიტიკა: “მისთვის ნაბიჭვარი არავის დაუძახია. იმ დღეს სტადიონზე შვილთან და შვილიშვილთან ერთად ვიყავი. შვილმა ალფონსომ მითხრა, რომ სულელს ეძახდნენ, შვილიშვილმა ალფონსიტომაც დამიდასტურა. ვინისიუსმა ტრიბუნების წინ ჟესტიკულირება დაიწყო და ყვიროდა, რომ მეორე დივიზიონში გავვარდებოდით. წითელი ბარათი გაუუქმეს. […]
„იძულებული ვართ პროდუქცია გავაძვიროთ“ – „ზარაფხანა“

ძვირფასი ლითონის ფასზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი მოქმედებს, ბოლო პერიოდში ოქროზე ფასის ზრდას ანალიტიკოსები პირდაპირ უკავშირებენ ამერიკის ფედერალური რეზერვის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის 5%-მდე შემცირებას. ბუნებრივია, გლობალურად ოქროს გაძვირება მოქმედებს ქართულ ბაზარზეც. როგორც „ზარაფხანაში“ ამბობენ, დღეს 1 გრამი ოქროს შესასყიდი ფასი 233 ლარამდეა გაზრდილი, მაშინ როცა პანდემიის დროს, როცა ოქროს ფასი ასევე ნახტომისებურად გაიზარდა, მისი ღირებულება 205 […]
ერთი-ორი მსგავსი განცხადება და 120 მანდატი „ქართულ ოცნებას“ გარანტირებული ექნება…
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას „გაუქმდება ამ პერიოდში მიღებული ყველა კანონი, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპის რეკომენდაციებს, ადამიანისა უფლებებსა და ჩვენს მომავალს“ სოციალური ქსელით ეხმიანება. „ნებადართული იქნა არასრულწლოვანთა უფლება ქირურგიულ ჩარევაზე სქესის შესაცვლელად. საბავშვო ბაღებში, სკოლებში, მედიასაშუალებებში ფართოდ შემოვიღებთ ლგბტ-პროპაგანდას. დაშვებული იქნება ერთნაირსქესიანთა ქორწინება. მიღებული იქნება პორნოგრაფიის ლეგალიზაციის კანონმდებლობა. […]
პრემიერი – გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში ნაყოფიერი დისკუსია მქონდა გაეროს გენერალურ მდივანთან

გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში ნაყოფიერი დისკუსია მქონდა გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლკ კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს. “მოუთმენლად ველი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობას გენერალური მდივნის წინადადებების ძირითად ასპექტებზე, რომელიც ასახულია ჩვენი საერთო დღის წესრიგის ანგარიშში და ხაზგასმულია მომავლის პაქტში”,- აღნიშნავს პრემიერი.
“უკვდავების გადაძახილი”- “აფხაზთა კრება” 26 სექტემბერს გმირთა მემორიალთან აქცია გამართავს

“უკვდავების გადაძახილი”- ამ სახელწოდებით 26 სექტემბერს 20:00 საათზე გმირთა მემორიალთან აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორი პლატფორმა აფხაზთა კრებაა. “პლატფორმა “აფხაზთა კრება” 26 სექტემბერს ვმართავთ აქციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად. უკვდავების გადაძახილი არის ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2014 წლის 26 სექტემბერს, იმ გმირების მოსახსენიებლად, რომლებმაც თავი გაწირეს რუსეთ-საქართველოს ომებში ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისათვის. 26 სექტემბერს გმირთა […]
აშშ-ის საელჩო: სანქციებს არ ვაანონსებთ, ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით

აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ისინი შესაძლო სანქციების დაწესებას არ აანონსებენ, თუმცა ამბობენ, რომ “ძალიან შეშფოთებულები” არიან საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით. ამის შესახებ საელჩომ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე რადიო თავისუფლების კითხვას უპასუხა. “ჩვენ არ ვაანონსებთ შესაძლო სანქციებს და ჩვენ არაფერი გვაქვს გამოსაცხადებელი. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ შეერთებული შტატები ძალიან შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული […]
საქართველოში ოქროს ბირჟაზე 1 გრამი ბაჯაღლოს ფასი 237 ლარამდე გაიზარდა

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. უნცია მეტალი ამ დროისთვის 2 629 დოლარად ივაჭრება, რაც ბოლო ერთ წელიწადში 35%-ით გაძვირებული მაჩვენებელია. ძვირფასი ლითონის ფასზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი მოქმედებს, ბოლო პერიოდში ოქროზე ფასის ზრდას ანალიტიკოსები პირდაპირ უკავშირებენ ამერიკის ფედერალური რეზერვის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის 5%-მდე შემცირებას. მანამდე ძვირფასს ლითონზე მაღალ ფასს ცენტრალური ბანკების მხრიდან ოქროზე გაზრდილი […]
“არ იქნება ჭკვიანური ნაბიჯი”- კრამერი აშშ-დან ელჩის გაწვევის ცნობაზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი ეხმაურება დროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს მთავრობას ამერიკიდან საქართველოს ელჩი გამოაწვევინოს და აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ეს “ჭკვიანური ნაბიჯი” არ იქნება. ამაზე კრამერმა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში ისაუბრა. “ელჩის გამოხმობა ვაშინგტონიდან, აუცილებლად გააუარესებს საქართველოს მთავრობასა და აშშ-ის შორის ურთიერთობას. ამასთან, ფაქტია, რომ […]
ამერიკული სანქციების მატარებელი დაძრულია. ივანიშვილს ორი არჩევანი აქვს – გიორგი რუხაძე

GSAC-ის დამფუძნებელი გიორგი რუხაძე მიიჩნევს, რომ „ამერიკული სანქციების მატარებელი დაძრულია“. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში“ სტუმრობისას, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით, შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ორი არჩევანი რჩება, ან უნდა დათმოს ხელისუფლება ან დაელოდოს სანქციებს. „შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ეს არის ბოლო გაფრთხილება. ე.წ ყვითელი ბარათი. ეს არ არის […]
„ფაქტიურად პატრული სახლში შემომივარდა..გვაშინებენ? არც მე მეშინია და არც ჩემს ქმარს“ – თამუნა ლეკვეიშვილი

მსახიობი თამუნა ლეკვეიშვილი წერს, რომ სახლში პატრული ლამის შეუვარდა: „ფაქტიურად პატრული სახლში შემომივარდა სამსახურიდან რომ მოვედი, სასწრაფო და პატრული დამხვდა სახლის აივანზე-კიბეებზე (კერძო სახლია) თქვენი მისამართიდან არის გამოძახებაო. რა თქმა უნდა ჩვენგან არავის დაურეკავს 112-ში. სასწრაფო მალე წავიდა, პატრული კი დაახლოებით 40 წუთი იდგა ჩემი სახლის წინ და არამარტო პატრული, შავმაისურიანი გაურკვეველი ტიპებიც გვაშინებენ? არც […]