დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკი საუკეთესო ვაჭარია

აშშ-ის “რესპუბლიკური პარტიის” პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საუკეთესო ვაჭარია ისტორიაში. „ვხედავ, ზელენსკი აქ არის. ვფიქრობ, რომ ზელენსკი არის უდიდესი ვაჭარი ისტორიაში – ყოველ ჯერზე, როდესაც შემოდის ქვეყანაში, 60 მილიარდი დოლარით გადის,”- განაცხადა ტრამპმა პენსილვანიაში, ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრაზე. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, სჯერა, უკრაინის ლიდერს ძალიან სურს, არჩევნებში მისმა „დემოკრატმა“ ოპონენტმა, კამალა […]
ევროკავშირმა დამატებით 1 მილიარდი ევრო გამოუყო 2023 წელს წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ხუთ წევრ სახელმწიფოს

ევროკავშირმა შეათანხმა დამატებითი ფინანსურ მხარდაჭერა 2023 წელს წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ხუთი წევრი ქვეყნისთვის. ამის შესახებ dpa იტყობინება, წერს „ევროპეისკაია პრავდა“. ორშაბათს, ევროკავშირი დათანხმდა დამატებით 1 მილიარდი ევროს დახმარებას იტალიისთვის, საფრანგეთის, ავსტრიის, საბერძნეთისა და სლოვენიისთვის 2023 წლის წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალის გამო. თანხების ყველაზე დიდ წილს – 450 მლნ და 430 მლნ – მიიღებენ, შესაბამისად, იტალია […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – უფრო ახლოს ვართ ომის დასრულებასთან, ვიდრე ვფიქრობთ

უფრო ახლოს ვართ მშვიდობასთან, უფრო ახლოს ვართ ომის დასრულებასთან, ვიდრე ვფიქრობთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, „გამარჯვების გეგმა“ უკრაინის გაძლიერებაა. „ამიტომ ვთხოვთ ჩვენს მეგობრებს, ჩვენს მოკავშირეებს, გაგვაძლიერონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს კურსკის ოპერაციის ეშინია. „ძალიან ეშინია. […]
გაერო – ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე საუბარი გვექნება ყველა თემაზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და პრიორიტეტებს – პრემიერი

გაერო – ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე საუბარი გვექნება ყველა თემაზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და პრიორიტეტებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნიუ-იორკში, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სიტყვით გამოსვლისას ყურადღებას ასევე გაამახვილებს ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობაზე. „რა თქმა უნდა, ყველა თემას შევეხებით, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობასთან, მის განვითარებასთან, ამისთვის […]
ახალი ზელანდია რუსეთსა და ბელარუსს სანქციებს უწესებს

ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, უინსტონ პიტერსმა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა. „სანქციების ეს რაუნდი მიმართულია რუსეთის მიერ უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკანონო ოკუპაციის მონაწილეების, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის და ბელარუსის იმ მოქალაქეებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის უკრაინაში შეჭრას. რუსეთის მიერ უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკანონო ოკუპაცია საფრთხეს უქმნის ბირთვულ […]
ვოლოდიმირ ზელენსკი გაერო-ში – პუტინმა უკვე ბევრი რამ მოიპარა, მაგრამ ის ვერასოდეს მოიპარავს მსოფლიოს მომავალს

მსოფლიოს სჭირდება მშვიდობიანი მომავალი და მდგრადი განვითარება. მე ამას ვამბობ, როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ქვეყნის, რომელიც რუსეთის სასტიკ კოლონიალურ აგრესიას ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ში, მომავლის სამიტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ ზუსტად ვიცით, რამდენს შეიძლება მიაღწიოს გლობალურმა ერთიანობამ – როგორც აქ გაეროში, ასევე უკრაინის სამშვიდობო სამიტების მეშვეობით, სადაც ჩვენს მიზანს […]
ლიბანის ჯანდაცვის უწყება – ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად 492 ადამიანი, მათ შორის 35 ბავშვი და 58 ქალი, დაიღუპა

ლიბანში ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 492-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაღუპულებს შორის 35 ბავშვი და 58 ქალია. დაშავებულთა რაოდენობა კი 1 645 -ს აღწევს. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის, ფირას აბიადმა განაცხადა, რომ ავიაიერიშების გამო ათასობით ოჯახმა საცხოვრებელი სახლები დატოვა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურის განადგურების მიზნით […]
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის კონგრესის წევრებს “გამარჯვების გეგმის” შესახებ ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, აშშ-ის კონგრესის ორპარტიულ დელეგაციას შეხვდა და „გამარჯვების გეგმის“ შესახებ ესაუბრა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის სენატის წევრები ბენ კარდინი, დენ სალივანი, კრისტოფერ მერფი და წარმომადგენელთა პალატის წევრი გრეგორი მიქსი. შეხვედრის მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს „გამარჯვების გეგმას“, რომელსაც ზელენსკი ამ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, აშშ-ის […]
ქართველები კურსკის ოლქში და პირველი დანაკარგი რუსეთში

47 წლის თბილისელი გიორგი როინიშვილი, პირველი ქართველი მოხალისეა, რომელიც უკრაინის არმიის მიერ დაკავებულ კურსკის ოლქში დაიღუპა. ეს რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის არმიის რიგებში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის, პირველი დადასტურებული შემთხვევაა. როინიშვილი, რომელიც უკრაინის არმიის სახმელეთო ჯარების 31-ე ცალკეული მექანიზირებული ბრიგადის, სპეციალური დანიშნულების რაზმის „თბილისის“ მეთაურის მოადგილე იყო, რუსების წინააღმდეგ, 2022 წლის მარტიდან იბრძოდა. იგი დაჯილდოვებული იყო […]
ორი თავური… დინამოების დაპირისპირება ფრედ დასრულდა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 25-ე ტურის ბოლო მატჩი გაიმართა. ბათუმის “დინამომ” თბილისის “დინამოს” უმასპინძლა და შეხვედრა 1:1 დასრულდა. დინამო ბთ 1:1 დინამო თბ მოქმედმა ჩემპიონებმა ბოლო 9 მატჩიდან ვერცერთი ვერ მოიგეს. “დინამო თბილისს” კი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო 5 შეხვედრაში არ გაუმარჯვია… 28-ე წუთზე ბათუმელები დაწინაურდნენ, ონორე გომისის ჩაწოდებულს მოჰყვა ანგოლელი მარიო ბალბურდიას თავური და 1:0. […]