ორი თავური… “დინამოების” დაპირისპირება ფრედ დასრულდა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 25-ე ტურის ბოლო მატჩი გაიმართა. ბათუმის “დინამომ” თბილისის “დინამოს” უმასპინძლა და შეხვედრა 1:1 დასრულდა. დინამო ბთ 1:1 დინამო თბ მოქმედმა ჩემპიონებმა ბოლო 9 მატჩიდან ვერცერთი ვერ მოიგეს, “დინამო თბილისს” კი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო 5 შეხვედრაში არ გაუმარჯვია… 28-ე წუთზე ბათუმელები დაწინაურდნენ, ონორე გომისის ჩაწოდებულს მოჰყვა ანგოლელი მარიო ბალბურდიას თავური და 1:0. […]

რომელ უბნებს შეეზღუდება დღეს ელექტრომომარაგება?

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 24 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას კომპანია “თელასი” ავრცელებს. უფრო კონკრეტულად, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება შემდეგ რაიონებს: გლდანის რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, გლდანის მასივის I, III, IIIა, IV, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების, ავჭალა-1 სამხედრო დასახლების, მამკოდის, ქერჩის, გაგარინის, ტაბიძის, ჯანჯღავას, კაჭარავას, ხევძმარის, […]

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 სექტემბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. საქართველოში ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების დროგამოშვებით ძლიერი ქარი. სოხუმი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპ-რა: +23°. ბათუმი: ხანმოკლე […]

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – ახალი კურსი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 24 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7249 ლარი ეღირება, ევრო – 3.0290 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6249 ლარი. 23 სექტემბერს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7277 ლარი ღირდა, ევრო – 3.0441 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6243 ლარი.

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მშვიდობის მნიშვნელობას. აღინიშნა საქართველოს წვლილი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში. პრემიერ-მინისტრმა გენერალურ მდივანს საქართველოს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტიანად დაძლევის პროცესში. პრემიერ-მინისტრმა გაეროს საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა. […]

საფრანგეთი, ლიბანში მიმდინარე საჰაერო დარტყმებთან დაკავშირებით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას ითხოვს

საფრანგეთი, ლიბანში მიმდინარე საჰაერო დარტყმების განხილვის მიზნით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას ითხოვს, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა. მან მხარეებს დეესკალაციისა და რეგიონული კონფლიქტის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა. „საფრანგეთი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მხარეებს და მათ, ვინც მათ მხარს უჭერს, მოახდინონ დეესკალაცია და თავიდან აიცილონ რეგიონული კონფლიქტი, რომელიც დამღუპველი […]

ისრაელმა ჰეზბოლას წინააღმდეგ ოპერაციის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ისრაელის მთავრობამ ლიბანში მოქმედ გასამხედროებულ ისლამისტურ ორგანიზაცია ჰეზბოლასთან კონფლიქტის გამწვავების და მის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის გამო ისრაელის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ეს რეჟიმი ისრაელის მთავრობას და არმიას ანიჭებს ფართო უფლებამოსილებას, საჭიროების შემთხვევაში, სამოქალაქო უფლებების შესაზღუდად. დღეს, 24 სექტემბერს ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ჰეზბოლამ ისრაელის ჩრდილოეთს კვლავ შეუტია 20-მდე რაკეტით, რომელთა ნაწილი მოიგერიეს, ნაწილი კი […]

დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 24 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, გლდანი-მუხიანის გადასასვლელის, მუხიანის II, III მიკრორაიონების, გლდანის მასივის III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების, ავჭალა-1 სამხედრო დასახლების, მამკოდის, ქერჩის, გაგარინის, ტაბიძის, ჯანჯღავას, კაჭარავას, ხევძმარის, ახმეტელის, ომარ ხიზანიშვილის, იპოლიტოვ-ივანოვის, შეშელიძის, ილორის, […]

ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის წევრები საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდებიან

ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის წევრებთან საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება. პარლამენტის პრესსამსახურის თანახმად, ოპოზიციასთან შეხვედრა დღეს, 15:10 საათზე არის ჩანიშნული, ხოლო უმრავლესობის წევრებს სადამკვირვებლო დელეგაციის წარმომადგენლები 15:50 საათზე შეხვდებიან. ცნობისთვის, საქართველოს წინასაარჩევნო ვიზიტით საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური კლიმატის შესაფასებლად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ექვსკაციანი დელეგაცია სტუმრობს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გავრცელებული […]

გეგმური სამუშაოების გამო, 24 სექტემბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 სექტემბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 სექტემბერს, 09:00 საათიდან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ დიღომში: ზემოუბნის, დავით აღმაშენებლის, დიდგორის, გაბრიელ ათონელის, ძველი ვეძისის და მიმდებარე ტერიტორიაზე; 11:00 საათიდან 14:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: ომარაულები, ბოჭორმა და მიმდებარე […]