სტრასბურგის სასამართლომ 20 ივნისის საქმეები განსახილველად დიდ პალატას გადასცა

სტრასბურგის სასამართლომ დააკმაყოფილა მომჩივანთა ადვოკატების მოთხოვნა და 2019 წლის 20 ივნისის საქმეები განსახილველად დიდ პალატას გადასცა – ინფორმაციას “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, 2024 წლის 23 სექტემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის კოლეგიამ, ხუთი მოსამართლის შემადგენლობით დააკმაყოფილა მომჩივნების ადვოკატთა მოთხოვნა და საქმე განსახილველად დიდ პალატას გადასცა. ევროპული სასამართლოს დიდ პალატას საქმეები საგამონაკლისო შემთხვევებში […]
დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკი საუკეთესო ვაჭარია

აშშ-ის “რესპუბლიკური პარტიის” პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საუკეთესო ვაჭარია ისტორიაში. „ვხედავ, ზელენსკი აქ არის. ვფიქრობ, რომ ზელენსკი არის უდიდესი ვაჭარი ისტორიაში – ყოველ ჯერზე, როდესაც შემოდის ქვეყანაში, 60 მილიარდი დოლარით გადის,”- განაცხადა ტრამპმა პენსილვანიაში, ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრაზე. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, სჯერა, უკრაინის ლიდერს ძალიან სურს, არჩევნებში მისმა „დემოკრატმა“ ოპონენტმა, კამალა […]
სტომატოლოგიური კლინიკები მომსახურებაზე ფასების ზრდას აანონსებენ, რასაც იანვრიდან დაგეგმილ ახალ რეგულაციებს უკავშირებენ

სტომატოლოგიური კლინიკები მომსახურებაზე ფასების ზრდას აანონსებენ. 700-ზე მეტი სტომატოლოგი ფასის სავარაუდო მატებას იმ რეგულაციებს უკავშირებს, რომლის ამოქმედებაც 1-ელი იანვრიდანაა დაგეგმილი და რომელიც სტომატოლოგების უწყვეტ სამედიცინო განათლების სისტემაში ჩართვას და ტრენინგებზე დასწრებას გულისხმობს. ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგაში, რომელსაც 700-ზე მეტმა სტომატოლოგმა მიმართა, განმარტავენ, რომ მედიკოსების ტრენინგებში მონაწილეობა წელიწადში დაახლოებით 10 000 ლარის ფარგლებში მერყეობს, […]
„დიდი შვიდეული“ – ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შემდგომი ესკალაციისგან სარგებელს ვერცერთი ქვეყანა ვერ მიიღებს

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ქმედებები და კონტრმოქმედებები რეგიონის უფრო ფართო კონფლიქტში ჩათრევის რისკს ქმნის, რომლისგანაც სარგებელს ვერცერთი ქვეყანა ვერ მიიღებს. „მოქმედებები და კონტრრეაქციები ძალადობის ამ სახიფათო სპირალის გადიდების და მთელი ახლო აღმოსავლეთის უფრო ფართო რეგიონულ კონფლიქტში ჩათრევის საფრთხეს ქმნის, რასაც წარმოუდგენელი შედეგები ექნება“, – აღნიშნულია „დიდი შვიდეულის“ განცხადებაში. „დიდი შვიდეულის“ […]
საარჩევნო პარტიებმა, ბოლო 2 თვეში, 9 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულება მიიღეს, საიდანაც 8 მილიონ ლარზე მეტი „ქართულ ოცნებაზე“ მოდის

საარჩევნო პარტიებმა, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ჯამში, 9 571 423 ლარის შემოწირულება მიიღო. კერძოდ, საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მეტი შემოწირულება – 8 მილიონ ლარზე მეტი, უფრო კონკრეტულად კი 8 246 460 ლარი „ქართულ ოცნებას“ აქვს მიღებული. ამ პერიოდის განმავლობაში პარტიაზე 250-მდე შემოწირულება მოდის, მათგან 40-მდე პირმა „ქართულ […]
პრემიერ-მინისტრი პოეტ გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოჩენილი პოეტის, მთარგმნელისა და საზოგადო მოღვაწის გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო მწუხარებს გამოთქვამს. როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, გივი შაჰნაზარს მრავალი ათწლეულის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეჰქონდა ლიტერატურის განვითარებაში. „ვწუხვარ გამოჩენილი პოეტის, მთარგმნელისა და საზოგადო მოღვაწის გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო. მრავალი ათწლეულის განმავლობაში ბატონ გივის უმნიშვნელოვანესი წვლილი შეჰქონდა ჩვენი ლიტერატურის განვითარებაში, ჩვენს კულტურულ და საზოგადოებრივ […]
არგენტინის ფედერალურმა სასამართლომ ნიკოლას მადუროს დაკავების ორდერი გასცა

არგენტინის ფედერალურმა სასამართლომ ნიკოლას მადუროს დაკავების ორდერი გასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს. კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის არგენტინის ფედერალურმა სასამართლომ ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროსა და შინაგან საქმეთა მინისტრის დიოსდადო კაბელიოს დაუყოვნებლივ დაკავების ორდერები გასცა. „ნიკოლას მადუროსა და დიოსდადო კაბელიოს დაკავების ორდერების ბრძანება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს და არგენტინაში ექსტრადიციის მიზნით მათი საერთაშორისო დაკავების […]
სტრასბურგის სასამართლომ 20 ივნისის საქმეები განსახილველად დიდ პალატას გადასცა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის კოლეგიამ, ხუთი მოსამართლის შემადგენლობით დაკმაყოფილა მომჩივანების ადვოკატთა მოთხოვნა და 20 ივნისის საქმე განსახილველად დიდ პალატას გადასცა. ახალგაზრდა იურისტთან ასოციაციაში ამბობენ, რომ ევროპული სასამართლოს დიდ პალატას საქმეები საგამონაკლისო შემთხვევებში გადაეცემა. კონვენციის მიხედვით საქმე უნდა წამოჭრიდეს ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების განმარტების ან გამოყენებისათვის სერიოზულ საკითხს, ან საერთო მნიშვნელობის სხვა მნიშვნელოვან […]
ზაფხულის ტურისტულ სეზონზე საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი 23%-ით გაიზარდა

ზაფხულის ტურისტულ სეზონზე საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები, რეგულარული და არარეგულარული რეისებით, 2 413 760 მგზავრს მოემსახურნენ, რაც 23%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან. 2023 წლის ივნისში, ივლისსა და აგვისტოში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 1 967 824 მგზავრი შეადგინა. ზაფხულის ტურისტულ სეზონზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 499 186 მგზავრს მოემსახურა. 2023 წლის ზაფხულის თვეებში კი 1 […]
სანიოლის საფიქრალი უკრაინამდე – აზაროვი ახალგაზრდულ ნაკრებში და ეროვნულში ისევ შენგელია? – ვინც შანსს იმსახურებს…

შემოდგომაზე სანაკრებო მატჩებით განებივრებულები ვართ. ორი უქმეების შემდეგ ვილი სანიოლი “ჯვაროსნებს” კვლავ შეკრებს და ორი გამარჯვებით დაწყებულ “ერთა ლიგაზე” ამდენიმე მატჩს ჩაატარებს. 11 ოქტომბერს ჯერ უკრაინას პოლონეთში, პოზნანში ვეთამაშებით. სავარაუდოდ, საქართველოს ნაკრები თავდაპირველად სამშობლოში არ შეიკრიბება, მე-4 ტურში, 14 ოქტომბერს კი ისევ “მიხეილ მესხზე” ალბანელებს დავუხდებით. სანიოლის გუნდს 6 ქულა აქვს ეროვნულ გუნდში ახლა იდეალური […]