არგენტინის ფედერალურმა სასამართლომ ნიკოლას მადუროს დაკავების ორდერი გასცა

არგენტინის ფედერალურმა სასამართლომ ნიკოლას მადუროს დაკავების ორდერი გასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.
კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის არგენტინის ფედერალურმა სასამართლომ ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროსა და შინაგან საქმეთა მინისტრის დიოსდადო კაბელიოს დაუყოვნებლივ დაკავების ორდერები გასცა.
„ნიკოლას მადუროსა და დიოსდადო კაბელიოს დაკავების ორდერების ბრძანება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს და არგენტინაში ექსტრადიციის მიზნით მათი საერთაშორისო დაკავების ბრძანების გაცემა ინტერპოლის მეშვეობით უნდა მოხდეს“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
მანამდე, რამდენიმე საათით ადრე, ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ არგენტინის პრეზიდენტის ხავიერ მილეის დაკავების ორდერი გასცა იმ მიზეზით, რომ სახელმწიფო ორგანოებმა ბუენოს-აირესში ვენესუელის სატვირთო თვითმფრინავის კონფისკაცია და მისი აშშ-ისთვის გადაცემა მოახდინეს. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ თვითმფრინავი ვენესუელის სახელმწიფო კომპანიამ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიიდან შეისყიდა.
ხავიერ მილეისთან ერთად კარაკასის სასამართლომ არგენტინის უშიშროების მინისტრის, პატრისია ბულრიხისა და პრეზიდენტის დის, კარინა მილეის დაკავების ორდერები გასცა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია