არჩილ გორდულაძე – დასანქცირებითა და მოგზაურობის აკრძალვით ვერავინ შეძლებს ივანიშვილს კურსი და ხალხის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღება შეაცვლევინოს – თანხების მიღების ხელშეშლით დაშანტაჟება წარმოუდგენელია

ამ ადამიანებმა ვერ გაიგეს, რომ ივანიშვილისთვის და ჩვენი გუნდისთვის თანხებს მნიშვნელობა არა აქვს და თანხების მიღების ხელშეშლით დაშანტაჟება წარმოუდგენელია – დასანქცირებითა და მოგზაურობის აკრძალვით ვერავინ შეძლებს ივანიშვილს კურსი და ქართველი ხალხის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღება შეაცვლევინოს, – ასე უპასუხა აშშ-სგან მოსალოდნელ დასანქცირებაზე დასმულ კითხვას უმრავლესობის დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ. გორდულაძის შეფასებით, „სანქციებზე და მოგზაურობის აკრძალვაზე ამდენი საუბარი, […]

რუსთავის მერია – რუსთავს კიდევ ერთი სრულად განახლებული ქუჩა შეემატება

რუსთავში, ტაშკენტის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი დასრულების ფაზაშია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა 570 მეტრი სიგრძის საგზაო მონაკვეთი, ამჟამად მიმდინარეობს ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება, მოეწყო ახალი ტროტუარები, საპარკინგე ადგილები, ახალი სანიაღვრე ქსელი, გარე განათება და სარწყავი სისტემა. ტაშკენტის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში […]

20 ივნისის საქმე სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატას გადაეცა

2019 წლის 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაზარალებული მოქალაქეების საჩივრები (26 პირის საქმე) განსახილველად სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატას გადაეცა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის კოლეგიამ, ხუთი მოსამართლის შემადგენლობით, დააკმაყოფილა მომჩივნების ადვოკატთა მოთხოვნა და საქმე განსახილველად დიდ პალატას გადასცა. ევროპული სასამართლოს დიდ პალატას საქმეები საგამონაკლისო შემთხვევებში გადაეცემა. კონვენციის მიხედვით, საქმე უნდა […]

“დასავლეთი ცდილობს, სომხეთი აზერბაიჯანის წინააღმდეგ განაწყოს” – ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი დასავლეთის ქვეყნებს ემუქრება იმ შემთხვევაში თუ “რეალურ საფრთხეს დაინახავს აზერბაიჯანი” მათი მხრიდან. “სომხეთის მხრიდან ნებისმიერ დროს უნდა ველოდეთ პროვოკაციას. ამიტომაც გვინდა პირობითი საზღვრის გამაგრება. სომხეთი მასობრივად იარაღედბა და ამავე დროს ის სამხედრო სწავლებებს გადის სხვა, დიდ ქვეყნებთან. დასავლეთის ქვეყნებიდან სომხეთში შეიარაღება შედის. ზოგ შემთხვევაში ეს ხდება ღიად, მაგალითად, როგორც სომხეთისა და […]

მომდევნო ორ წელიწადში SpaceX-ი მარსზე Starship-ის ხუთი ხომალდის გაშვებას გეგმავს

SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის განცხადებით, კომპანია მომდევნო ორი წლის განმავლობაში მარსზე Starship-ის ხუთი უეკიპაჟო ხომალდის გაშვებას გეგმავს. სექტემბრის დასაწყისში მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა თქვა, რომ SpaceX-ი მარსზე Starship-ის პირველ ხომალდს ორ წელიწადში გაუშვებდა, როგორც კი დედამიწა-მარსის სატრანსფერო ფანჯარა (კოსმოსური აპარატის გასაშვებად ხელსაყრელი პერიოდი) გაიხსნებოდა. მასკის განმარტებით, მარსზე ეკიპაჟის გაგზავნა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად წარმატებულად განხორციელდება […]

პრემიერ-მინისტრი პოეტ გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოჩენილი პოეტის, მთარგმნელისა და საზოგადო მოღვაწის გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, გივი შაჰნაზარს მრავალი ათწლეულის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეჰქონდა ლიტერატურის განვითარებაში. „ვწუხვარ გამოჩენილი პოეტის, მთარგმნელისა და საზოგადო მოღვაწის გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო. მრავალი ათწლეულის განმავლობაში ბატონ გივის უმნიშვნელოვანესი წვლილი შეჰქონდა ჩვენი ლიტერატურის […]

ვინისიუსს აცნობეს, რომ ის „ოქროს ბურთს“ მიიღებს

მადრიდის „რეალის“ გარემარბი ვინისიუს ჟუნიორი 2024 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდება. ამის შესახებ წერს გაზეთი Marca. წყაროს ცნობით, 24 წლის ბრაზილიელმა უკვე იცის, რომ პარიზში დაგეგმილ ცერემონიაზე ის მიიღებს ჯილდოს ჟურნალ France Football-სგან. გასულ სეზონში ვინისიუსმა „რეალთან“ ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი.

ემიგრაციაში წასულ ოჯახს რაჭაში ერთი ტონა ყურძენი მოპარეს

რაჭაში, სოფელ ბუგეულში, ემიგრანტის ოჯახს ერთი ტონა ყურძენი მოპარეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს და წერს, რომ რაჭაში ყურძნის დაკრეფის მიზნით ჩასულ ოჯახს ვენახი უკვე დაკრეფილი დახვდა. გამოცემა წერს, რომ ველიაშვილების ოჯახი უკვე 10 წელია ემიგრაციაშია – თუმცა, 5 წლის წინ მათ მშობლიურ სოფელში მამაპაპისეული სახლის აღდგენა და იქ ვენახის გაშენება გადაწყვიტეს. „ნავენახარი იყო, […]

რუსულმა სადაზვერვო თვითმფრინავმა იაპონიის საჰაერო სივრცე ერთ დღეში სამჯერ დაარღვია

ორშაბათს რუსულმა სადაზვერვო თვითმფრინავმა იაპონიის საჰაერო სივრცე დაარღვია. The Wall Street Journal-ის ცნობით, რუსული სამხედრო თვითმფრინავი Ил-38 იაპონიის საჰაერო სივრცეში ერთ დღეში სამჯერ შეიჭრა ჩრდილოეთიდან, კუნძულ ჰოკაიდოსთან. იაპონიის საჰაერო ძალებმა რუსული თვითმფრინავი ჯერ გააფრთხილეს და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, მესამე შემთხვევის დროს კი გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს. აღსანიშნავია, რომ იაპონიას მსგავსი ზომები 60 წელზე მეტია არ მიუღია. […]

ეკა გიგაური – ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება არის ხელისუფლების პასუხი იმ კამპანიაზე, რომლის მთავარი მიზანია, დავარწმუნოთ მოქალაქეები, რომ ხმა მისცენ საქართველოს ევროპულ მომავალს – ჩვენ ვმოქმედებთ კონსტიტუციის შესაბამისად!

ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და არ გვგონია, რომ აქ რაიმე პრობლემაა. როგორც ჩანს, პირიქით, ეს არის პრობლემა ხელისუფლების, რადგანაც არ მოსწონთ, რომ ასეთი კამპანია მიმდინარეობს, – ასე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ […]