თსსუ-ში 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა

2024 წლის 23 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. პირველსემესტრელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, კანცლერმა, ფაკულტეტების დეკანებმა და პროფესორებმა. ასევე, სტუდენტებს წარმატებები უსურვეს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბატონმა არჩილ თალაკვაძემ; საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა […]
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შეხვდნენ

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შეხვდნენ. „ძლიერი საქართველოს“ ინფორმაციით, ლიდერებმა აშშ-ს სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე მიმდინარე პოლიტიკური და საინვესტიციო გარემო განიხილეს და პალატის წევრებს “ძლიერი საქართველოს” საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნეს. მათივე ცნობით, კოალიცია “ძლიერი საქართველო” პირველი პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელიც AmCham-მა განხილვაზე მიიწვია.
„ტურიზმი და მშვიდობა“ – საქართველო პირველად მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს

2024 წლის 27 სექტემბერს, საქართველო გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, პირველად უმასპინძლებს მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მსოფლიო ტურიზმის დღის წლევანდელი თემაა „ტურიზმი და მშვიდობა.“ „მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ეწვევიან. მსოფლიო […]
ისრაელის თავდაცვის ძალები – დღეს დილით, „ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 65-ზე მეტი რაკეტა გაუშვა

დღეს დილით, „ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 65-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰეზბოლას“ მიერ ჰაიფას მიმართულებით გაშვებული 10 რაკეტიდან რამდენიმე საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა. რაკეტის ფრაგმენტების ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ასევე, „ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშის შედეგად კირიათ-შმონაში შენობები დაზიანდა და ქალაქის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. „ჰეზბოლამ“ […]
საუდის არაბეთის სამეფომ წელს 94-ე ეროვნული დღე აღნიშნა

საუდის არაბეთის სამეფომ წელს 94-ე ეროვნული დღე აღნიშნა, რომელიც უკავშირდება 1932 წლის 23 სექტემბერს, მეფე აბდულ აზიზ ბინ აბდულ რაჰმან ალ-საუდის მიერ სამეფოს გაერთიანების დღეს. წლევანდელი ეროვნული დღის სლოგანი იყო: „ვოცნებობთ და ვაღწევთ“. სამეფოს 94-ე ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, საქართველოში საუდის არაბეთის საელჩოს ორგანიზებით, 23 სექტემბერს გაიმართა მიღება, რომელსაც მისასალმებელი სიტყვით გახსნა მისმა აღმატებულება ელჩმა, სალმან […]
ანა წითლიძე სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურას მოუწოდებს, გადააკვალიფიცირონ მუხლები და კანონის შესაბამისად ყველამ აგოს პასუხი მათ წევრებზე მომხდარი თავდასხმის გამო

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ანა წითლიძე სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურას მოუწოდებს, გადააკვალიფიცირონ მუხლები და კანონის შესაბამისად ყველამ აგოს პასუხი მათ წევრებზე მომხდარი თავდასხმის გამო. როგორც წითლიძე აღნიშნავს, ყველა ამ ადამიანის იდენტიფიცირება შესაძლებელია. „ხუთი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ზუგდიდში, ორგანიზებულმა დაჯგუფებამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა „ქართული ოცნება“ და რომელსაც ადგილზე უშუალოდ ხელმძღვანელობდა სუს-ის „ოდეერი“ – შოთა […]
გიორგი ვაშაძე – კობახიძის გამოსვლა იყო სიტყვების რახა-რუხი – ასე იქცევიან ადამიანები, რომლებსაც იმის ღირსებაც კი არ შერჩენიათ, რომ ქვეყნის ინტერესები დაიცვან – ის გაკოტრებული პოლიტიკური ძალის პრემიერ-მინისტრია

გუშინ რომ მოვისმინე ირაკლი კობახიძის გამოსვლა, სამჯერ დავფიქრდი, რათა შინაარსი გამომეტანა – ეს იყო სიტყვების უშინაარსო რახა-რუხი – ასე იქცევიან ადამიანები, რომლებსაც სათქმელი არაფერი აქვთ და იმის ღირსებაც კი არ შერჩენიათ, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესები დაიცვან, – ასე შეაფასა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა „მომავლის სამიტზე“, რომელიც გუშინ გაეროს […]
ნათია მეზვრიშვილი – არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო მარტივად იქნება საქმე, ჩვენსა და „ძლიერ საქართველოს“ შორის მოლაპარაკებებმა, მყარი საფუძველი შექმნა, რომ მომავალში ბევრ საკითხთან დაკავშირებით ვითანამშრომლოთ

ჩვენ კოალიციური მმართველობის გამოცდილება ისტორიულადაც არ გვქონია, ვფიქრობ თუ ვინმეს ყველაზე ნაკლებად აქვს ამის პრობლემა – ჩვენი პარტიაა, რომლისთვისაც კომპრომისები უცხო არ არის და „ქართულ ქარტიაზე“ ხელის მოწერაც ამ კომპრომისის გამოვლინებაა, რომ ჩვენ შეგვიძლია კომპრომისები, როცა საქმე ქვეყნის ევროპულ მომავალს ეხება,- ასე გამოეხმაურა „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ტექნიკურ […]
გიორგი ვაშაძე პრემიერზე – „პერსონა ნონ გრატადაა“ გამოცხადებული, რადგან გააფუჭა საქართველოს ურთიერთობები დასავლეთთან – დავინახავ, პარლამენტში უმცირესობაში რომ დაჯდება ივანიშვილთან ერთად, როგორ იჭიკჭიკებს

ეს ადამიანი [ირაკლი კობახიძე], ფაქტობრივად, არის „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადებული, რადგან მან თვითონ გაიფუჭა და გააფუჭა საქართველოს ურთიერთობები დასავლეთთან – დავინახავ, პარლამენტში უმცირესობაში რომ დაჯდება ბიძინა ივანიშვილთან ერთად, როგორ იჭიკჭიკებს მერე ეს არაფრისმაქნისი ადამიანი,- ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ვაშაძის თქმითვე, ირაკლი კობახიძეს „ვაშინგტონში არ ჩაესვლება და მას […]
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი – „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან მიმართებით მონიტორინგი 100%-ზე ხორციელდება – ყველა შემომწირველის შემოსავლები მოწმდება და ჯამდება

„ქართული ოცნების“ შემომწირველებთან მიმართებით მონიტორინგი 100%-ზე ხორციელდება – ყველა შემომწირველის შემოსავლები მოწმდება და ჯამდება, – ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ჟურნალისტებთან პოლიტიკური პარტიების შემოწირულებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ყველა იმ ანგარიშთან დაკავშირებით, რაც პოლიტიკურ პარტიებს დეკლარაციაში აქვთ მითითებული, როგორც შემოსავლები, ისე გასავლები, ამავდროულად, ის აქტივობები, რომელიც შესაძლოა, რომ ანგარიშში მოცემული არ იყოს, მოწმდება. […]