„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს სადამკვირვებლო ორგანიზაციის დევნას

ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს სადამკვირვებლო ორგანიზაციის დევნას, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ხელისუფლების ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება მოკლებულია, როგორც ფაქტობრივ, ისე იურიდიულ საფუძველს. როგორც ისინი განცხადებაში განმარტავენ, ისინი დაელოდებიან ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების მათთვის ჩაბარებას და სათანადო სამართლებრივ ნაბიჯებს ამის შემდეგ გადადგამენ. „როგორც ჩვენთვის […]

“სტალინი დიქტატორი იყო და ჩვენ გვძულს ის… გავ***ი მას და იმ ადამიანებს, რომლებსაც ის მოსწონთ” – მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქარ­თვე­ლი ჩემ­პი­ო­ნი, მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი ჯეიკ შილდსის YouTube არ­ხის სტუ­მა­რი იყო. სხვა­დას­ხვა თე­მებ­ზე სა­უბ­რის შემ­დეგ, მე­რაბ­მა გულ­შე­მატ­კივ­რის კი­თხვებ­საც უპა­სუ­ხა. ერთ-ერთი კი­თხვა სტა­ლინს შე­ე­ხე­ბო­და. ქარ­თველ ჩემ­პი­ონს ჰკი­თხეს, თუ რას ფიქ­რო­ბენ ქარ­თვე­ლე­ბი სტა­ლი­ნის შე­სა­ხებ.”ის ცუდი ადა­მი­ა­ნი იყო, ჩვენ არ გვიყ­ვარს ის. სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­ბა­და, მაგ­რამ რო­დე­საც ბავ­შვი იყო, სხვა­გან წა­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. მან გა­ა­ნად­გუ­რა სა­ქარ­თვე­ლო, სა­ში­ნე­ლი კაცი იყო. როცა […]

“რამდენი გოლიც არ უნდა გაიტანოს, ამ ბიჭმა ფეხბურთის თამაში არ იცის” – კასანო რონალდოზე

ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Bobo TV-სთან ინტერვიუში მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის კრიშტიანო რონალდოს შესახებ ისაუბრა. იტალიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი გააკრიტიკა. “არ მაინტერესებს, სულ რომ 3000 გოლი გაიტანოს, მაინც ყოველთვის ვიტყვი, რომ ამ ბიჭმა ფეხბურთის თამაში არ იცის. 90 წუთის განმავლობაში მხოლოდ იმაზე ფიქრობს გოლი როგორ გაიტანოს. იგუაიანს, აგუეროს, ბენზემას ლევანდოვსკის, იბრაჰიმოვიჩსა […]

“კაკაოს შესასყიდმა ფასმა 30%-ით მოიმატა” – გაძვირდება თუ არა Mouth Melters-ის შოკოლადები?

შოკოლადის ადგილობრივი მწარმოებელი, კომპანია Mouth Melters-ის დამფუძნებელი ერეკლე ლოლაძე BM.GE-სთან აცხადებს, რომ ბაზარზე შექმნილი დეფიციტის გამო, კომპანიას კაკაოს შესასყიდი ღირებულება წინა წელთან შედარებით, 30%-ით გაუძვირდა. მისივე ინფორმაციით, კაკაოს იმპორტს კომპანია ბელგიიდან ახდენს. “კაკაოს შესყიდვის მიმართულებით გარკვეული გამოწვევები იყო, რადგან შესასყიდი ფასი წინა წელთან შედარებით 30%-ით გაგვიძვირდა, ხოლო 2019 წელთან შედარებით ფასები 100%-ითაა გაზრდილი. ამ ეტაპზე, […]

28 სექტემბერს ბათუმში “მარცხის ისტორიების საღამო” გაიმართება

28 სექტემბერს, Rooms Hotel Batumi-ში Fuckup Nights Batumi-ის მესამე გამოშვება გაიმართება. მარცხის ისტორიები – ბიზნესი საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემისთვის გააერთიანებს ბიზნესლიდერებს, სტარტაპებს, ინვესტორებს და დამწყებ მეწარმეებს, რათა გაიცნონ წარმატების ხშირად შეუმჩნეველი მხარე: წარუმატებლობა. საერთაშორისო მოძრაობა “მარცხის ისტორიების” მიზანი წარმატებული ადამიანების წარუმატებელი გამოცდილებების გაზიარება და ახალგაზრდებისთვის შთაგონების წყაროსა და მოტივაციის მიცემაა. Fuckups Nights-ის ფარგლებში აუდიტორიას თავიანთ ისტორიას […]

სერგო ჩიხლაძე – დღეს პენსიონერს წამალსა და საკვებს შორის არჩევანის გაკეთება უწევს, ეს უსამართლობა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან დასრულდება – ექიმის მიერ დანიშნული წამლის საფასურს პენსიონერი არ გადაიხდის

ჩვენი ერთ-ერთი პირველი ინიციატივა, რომელიც განხორციელდება, იქნება წამლების სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან, ანუ სახელმწიფო გადაიხდის სრულად ექიმის მიერ დანიშნული წამლის საფასურს პენსიონერისთვის, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა. მისივე თქმით, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს პენსიონერებზე და მათ ღირსეული ცხოვრების პირობები უნდა შეუქმნას. „დღეს პენსიონერს, ასაკოვან ადამიანს, უწევს არჩევანის გაკეთება – წამალი იყიდოს თუ […]

ნიდერლანდები უკრაინას, კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად, 209 მილიონ ევროზე მეტს გამოუყოფს

ნიდერლანდებმა, უკრაინის მხარდაჭერის ახალი, 209,5 მილიონი ევროს ღირებულების პაკეტი გამოაცხადა, რომელიც ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება. ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის, კასპარ ველდკამპის განცხადებით, მხარდაჭერის ახალი პაკეტი მიმართული იქნება უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე, მათ შორის EBRD-ის მეშვეობით და ასევე, ჰუმანიტარული დახმარების გაწევაზე. გარდა ამისა, ნიდერლანდები უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში 45 მილიონ ევროს შეიტანს და საჭირო […]

„არმიჰოლში“ პროფესიული პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“, სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური მხარდაჭერის ფარგლებში, პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედროების ოჯახის წევრებს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი უჯმაჯურიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე პროფესიული უნარების სააგენტოსა და პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლები შეხვდნენ. „საუბარი შეეხო პროფესიული განათლების პროგრამას, […]

გიგი წერეთელი – მედიკამენტები ჩვენი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი პენსიონერებისთვის ყველაზე დიდი ტვირთია – ამიტომ, ჩვენი პროგრამა სწორედ პენსიონერების წამლებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს

წამლები არის ძალიან ძვირი და პენსიები საქართველოში არ არის იმგვარი, რაც არის ევროპულ ქვეყნებში, ხოლო ფასები გაცილებით უსწრებს ევროპულ და თურქულ მედიკამენტებს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა. მისივე თქმით, პენსიონერებისთვის უფასო წამლები, 1000 – ლარიანი პენსია და საპენსიო ვალების განულება, მათ ცხოვრებას გააუმჯობესებს. „დღესდღეობით მედიკამენტები ჩვენი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით […]

სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის საქმეზე მორიგების აქტი მეორედ გააფორმა

სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის საქმეზე მორიგების აქტი მეორედ გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, შეთანხმების მიხედვით, მოპასუხემ განმცხადებლისთვის ფულადი კომპენსაციის სახით 2 თვის სახელფასო სარგოს გადახდის ვალდებულება აიღო. „2024 წლის 30 აგვისტოს მხარეთა მორიგებით დასრულდა სახალხო დამცველის აპარატში მიმდინარე საქმე – სავარაუდო დისკრიმინაციული მოტივით შრომითი უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით. შეთანხმების […]