სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის საქმეზე მორიგების აქტი მეორედ გააფორმა

2024 წლის 30 აგვისტოს მხარეთა მორიგებით დასრულდა სახალხო დამცველის აპარატში მიმდინარე საქმე – სავარაუდო დისკრიმინაციული მოტივით შრომითი უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით – ინფორმაციას სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ღონისძიებების მართვის სამმართველო ავრცელებს. „შეთანხმების მიხედვით, მოპასუხემ განმცხადებლისთვის ფულადი კომპენსაციის სახით 2 თვის სახელფასო სარგოს გადახდის ვალდებულება აიღო. სახალხო დამცველი მოხარულია, რომ მხარეებმა შეძლეს კომპრომისული გადაწყვეტილების […]

“ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში” – TI ანტიკორუფციულის გადაწყვეტილებაზე

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს სადამკვირვებლო ორგანიზაციის დევნას. “ვაცხადებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება მოკლებულია, როგორც ფაქტობრივ, ისე იურიდიულ საფუძველს. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო და ეკა გიგაური დიახაც იყვნენ და კვლავაც რჩებიან საქართველოს ევროპული არჩევანის ერთგულნი და ამას აფიქსირებდნენ ყველა საჯარო განცხადებაში. ასეთი არჩევანი დაფიქსირებულია საქართველოს კონსტიტუციაში […]

რუსი გენერალი კურსკში ქართველ მეომრებს “საშინელ მოროდიორობაში” ადანაშაულებს

რუსი გენერალი, სპეცდანიშნულების რაზმ “ახმატის” დანაყოფის ხელმძღვანელი აპტი ალაუდინოვი უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართველებს მოროდიორებს უწოდებს. ამის შესახებ მან რუსი პროპაგანდისტის ვლადიმერ სოლოვიოვის ტელეგადაცემის ეთერში ისაუბრა. “კურსის ტერიტორიაზე არის ასეთი სოფელი პოგრეპკი, მარჯვენა ფლანგზე, ამ სოფლის მკვიდრთან ვსაუბრუბდი გუშინ. იქ შევიდნენ ქართველი დაქირავებული მებრძოლები. თავიდან, როდესაც კურსკის ტერიტორიაზე ვსუ-ს დანაყოფები შემოდიოდნენ, მაშინ ქართველი დაქირავებული მებრძოლებიც შემოვიდნენ. […]

მიზანია სადამკვირვებლო ორგანიზაციის დევნა – TI ანტიკორუფციულის გადაწყვეტილებაზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს სადამკვირვებლო ორგანიზაციის დევნას. ორგანიზაციის განცხადებით, მათთვის მედიის მეშვეობით გახდა ცნობილი ანტიკორუფციულმა ბიუროს გადაწყვეტილება, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ცნოს გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად და მათზე გავრცელდეს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის III თავით […]

დავით ნარმანიას განცხადებით, უახლოეს მომავალში არც ელექტროენერგიის და არც ბუნებრივი აირის ტარიფის გაზრდა მოსალოდნელი არაა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, უახლოეს მომავალში არც ელექტროენერგიის და არც ბუნებრივი აირის ტარიფის გაზრდა მოსალოდნელი არაა. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, უახლოეს პერიოდში არსებული ტარიფი შენარჩუნდება. „კომისიამ გასული წლის ბოლოს ელექტროენერგიის ტარიფი დაადგინა, 3 თეთრით შეამცირა. უახლოეს პერიოდში შემცირებული ტარიფის შენარჩუნება მოხდება. ამდენად, ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფის რაიმე ფორმით ზრდა მოსალოდნელი […]

ნათია თურნავა გაერთიანებული სამეფოს ახალდანიშნულ ელჩს გარეთ უორდს შეხვდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ახალ ელჩთან, გარეთ უორდთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და გაერთიანებული სამეფოს ცენტრალურ ბანკს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას. „ყურადღება ასევე გამახვილდა სამომავლო თანამშრომლობის გააქტიურებასა და ინფორმაციის გაცვლაზე ცენტრალური ბანკების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში, მათ შორის ფინანსური ტექნოლოგიების […]

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს წალკის მუნიციპალიტეტში მართავს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, წალკის რაიონის სოფლების: დარაკოვას, ოზნის, კიზილქილისასა და აიაზმას მოსახლეობას შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დავით შერაზადიშვილმა ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ასევე, მშვიდობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე. შეაჯამა სოფლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. „შეხვედრებმა საინტერესოდ ჩაიარა. ადგილობრივებთან ვისაუბრეთ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდზე, დასრულებულ, მიმდინარე და დაგეგმილ […]

ავტომფლობელებისათვის მესამე პირის დაზღვევის სავალდებულოობის კანონპროექტი სოციალური დაცვის ძლიერი მექანიზმია – დევი ხეჩინაშვილი

საქართველოს მთავრობის 2024 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სისტემის დანერგვა იგეგმება. კანონპროექტი პარლამენტს ექვსი წლის წინ წარედგინა, მიმდინარე წელს კი თავიდან დაინიცირდა. კანონის მიღების შემთხვევაში მთავრობას კვლავ იგივე მოლოდინები აქვს და თვლის, რომ ეს ეკონომიკის და სადაზღვევო სფეროს განვითარების ერთ-ერთი მასტიმულირებელი იქნება. განხორციელების აუცილებლობას კი, ხელისუფლება კვლავ საერთაშორისო ორგანიზაციებთან […]

ComCom-ის გადაწყვეტილებები წინასაარჩევნო რეკლამასთან დაკავშირებით ეფუძნება კანონს და სასამართლოს პრაქტიკას – კახა ბექაური

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, კახა ბექაური, საარჩევნო პერიოდში ქართული მედიასივრცის მონიტორინგის, საარჩევნო კამპანიების, უფასო პოლიტიკური რეკლამისა და ამ თვალსაზრისით, არსებული მდგომარეობის შეფასების თუ გამოწვევების განხილვის მიზნით, ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიას შეხვდა. შეხვედრის შემდგომ, კახა ბექაურმა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, მედიასთან კომენტარი გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც კომუნიკაციების კომისია იღებს, კანონს, სასამართლო გადაწყვეტილებას და ევროპულ […]

დავით კირკიტაძე – ხელისუფლებას არათუ მიხეილ სააკაშვილის, მისი წიგნისაც კი ეშინია და ამ პრეზენტაციის ჩაშლა სცადეს

ხელისუფლებას არათუ მიხეილ სააკაშვილის, მისი წიგნისაც კი ეშინია და ამ პრეზენტაციის ჩაშლა სცადეს, მაგრამ 26 ოქტომბერს გვაქვს უნიკალური შანსი, ჩვენს ხელშია ქვეყნის ბედი და იმ საკნის გასაღები, რომელიც მიხეილ სააკაშვილს გაათავისუფლებს, – განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელმა მდივანმა დავით კირკიტაძემ. როგორც კირკიტაძემ რუსთავში, მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციაზე განაცხადა, დღევანდელი შეხვედრა სასტუმრო „რუსთავში” მდებარე მოზრდილ დარბაზში […]