სანქციებმა რუსული Novatek-ის LNG ქარხნების მშენებლობა გაყინა

სანქციებმა რუსული Novatek-ის LNG ქარხნების მშენებლობა გაყინა თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) უმსხვილესმა რუსულმა მწარმოებელმა, რუსულმა კომპანია Novatek-მა, შეაჩერა მურმანსკსა და საბეტაში თხევადი ბუნებრივი აირის ახალი ქარხნების აშენების პროექტების განხორციელება. როგორც რუსული მედია განმარტავს, ეს გამოწვეულია დასავლეთის სანქციებით. საუბარია კონკრეტულად მურმანსკის LNG-ზე, რომელიც უნდა გახდეს ყველაზე დიდი ქარხანა რუსეთში და ობსკის LNG, პროექტი არქტიკულ პორტში საბეტა. […]
საია და ISFED ანტიკორუფციულის გადაწყვეტილებას “კანონის თვითნებურ განმარტებად” აფასებენ

“სამართლიანი არჩევნებისა” (ISFED) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) შეფასებით, ანტიკორუფციული ბიურო და სასამართლო თვითნებურად განმარტავენ კანონს. ასე ეხმაურებიან ისინი “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა” და “აირჩიე ევროპისთვის”, ასევე, ამ ორგანიზაციების ლიდერების საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნობას. “ანტიკორუფციულმა ბიურომ გაუმართლებლად ფართოდ და კანონთან შეუსაბამოდ განმარტა კანონმდებლობით დაწესებული სტანდარტი, გამოიყენა რა თბილისის სააპელაციო სასამართლო მიერ რამდენიმე დღის […]
კონსტანტინ ზატულინი: აფხაზეთი და “სამხრეთ ოსეთი” საქართველოს არ დაუბრუნდება

რუსეთის დუმის დეპუტატმა, კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად დამოუკიდებლობას არ გაწირავენ. მისი თქმით, მმართველი პარტია მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე სოხუმთან და ცხინვალთან არსებული სიტუაციის მოგვარებაზე კვლავ საუბრობს. “არჩევნების წინ მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ ახალი მიდგომის გამოცხადება გადაწყვიტა. კერძოდ, ბოდიშის მოხდა ოსებისთვის, სააკაშვილის აგრესიის გამო 2008 წელს. ეს გაკეთდა არა […]
ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა და საცურაო აუზი შენდება – აჭარის მთავრობა

ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა და საცურაო აუზი შენდება. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. „კომპლექსში ოლიმპიური სტანდარტების 1500 მაყურებელზე გათვლილი ყინულის მოედანი და 800 მაყურებელზე გათვლილი 10 ზოლიანი, 2,1 მეტრი სიმაღლის საცურაო აუზი განთავსდება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად დღეს სპორტული კომპლექსის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, […]
„აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს არ დაუბრუნდება“ – რუსეთის დუმის დეპუტატი

“აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს არ დაუბრუნდება”, – ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატმა, კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი მათი დამოუკიდებლობის აღიარებას უკან არ წაიღებს. “ამ მატარებელმა დიდი ხნის წინ ჩაიარა. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს არ დაუბრუნდება. რუსეთი არავითარ გავლენას არ იქონიებს რესპუბლიკების გადაწყვეტილებებზე, რისი იმედიც, შეიძლება, ვინმეს ჰქონდეს. ჩვენ სრულიად განსხვავებული მორალი და […]
შალვა პაპუაშვილი – ხელისუფლების არჩევა ხალხის პრივილეგიაა და არა უცხოეთის მოქალაქეების უფლება-მოვალეობა – რაც უფრო ნათელი ხდება ოპოზიციის უუნარობა, მით უფრო იმატებს ქვეყნის გარედან საარჩევნო პროცესში ჩარევის სიხშირე და სიმწვავე

რაც უფრო ნათელი ხდება ოპოზიციის უუნარობა, მით უფრო იმატებს ქვეყნის გარედან საარჩევნო პროცესში ჩარევის სიხშირე და სიმწვავე – უცხოური პროპაგანდა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფალი და თანასწორი საარჩევნო გარემოს წინაპირობად,- ამის შესახებ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, უცხოეთიდან „ამგვარი მასშტაბური ჩარევა საარჩევნო პროცესში აჩენს კითხვებს, ხომ არ არის ეს […]
რომან გოცირიძე – თუ დააკვირდით, ლექსიკა მეც შევცვალე – მადლობა სალომე ზურაბიშვილს! მან აბსოლუტურად ადეკვატური შეფასება გააკეთა, რომ საქართველოს პრორუსული ხელისუფლება პირდაპირ რუსულ ხელისუფლებად გადაგვარდა

თუ დააკვირდით, ლექსიკა მეც შევცვალე – მადლობა სალომე ზურაბიშვილს! მან აბსოლუტურად ადეკვატური შეფასება გააკეთა, რომ საქართველოს პრორუსული ხელისუფლება პირდაპირ რუსულ ხელისუფლებად გადაგვარდა, – ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა რომან გოცირიძემ გააკეთა. გოცირიძის აზრით, ქვეყანას რუსული ხელისუფლება მართავს, რომელიც ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესში რუსეთი ჩართოს. „საქართველოს ხელისუფლებას ამ არჩევნებში ერთადერთი დამხმარე ჰყავს […]
ანდრეი ერმაკი – უკრაინის ნატო-ში მიწვევა გამარჯვების გეგმის ნაწილია

უკრაინის „გამარჯვების გეგმა“, რომელიც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებულ შტატებში წარადგინა, შეიცავს მკაფიო ხედვას იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც უნდა გადაიდგას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა ნიუ-იორკში, საგარეო ურთიერთობათა საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, „გამარჯვების გეგმა“ მოიცავს როგორც სამხედრო, ასევე დიპლომატიურ კომპონენტებს. „ჩვენ უნდა გვქონდეს უპირატესობა ბრძოლის […]
,,ბიძინამ ამით ფაქტობრივად საკუთარ ჯამში ჩააფურთხა“ – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი: ,,ბიძინას მთელი ეს საარჩევნო კამპანია აგებული აქვს ქართულ-ჯიგრულ გაგებაზე, ურაპატრიოტიზმზე, ფსევდოღირსებაზე, ვითომ სიამაყეზე ე.წ. ქართველობის დაცვაზე და მოულოდნელად ამ ხალხს გორიდან უთხრა, ვინც ჩვენი გმირი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა დახოცა, ბოდიში უნდა მოვუხადოთო. არადა, ბოდიშის მოხდაზე და შერიგებაზე ადრე თუ ვინმეს უსაუბრია, ისევ ლიბერალები იყვნენ და არა ის ხალხი, ვისზეც ეს საარჩევნო […]
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო – ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 558-მდე გაიზარდა

ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 558-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაშავებულთა რაოდენობა 1835-ს აღწევს. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, დღეს, „ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა.