ლიბანის მთავრობის ცნობით, 600-მდე ადამიანია დაღუპული ისრაელის ავიადარტყმების შედეგად

ლიბანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 23 სექტემბრიდან სულ მცირე 558 ადამიანია დაღუპული ისრაელის ავიადარტყმების შედეგად. მანამდე ბეირუთი 492 დაღუპულის შესახებ იუწყებოდა. ლიბანის მთავრობის მიერ დღეს, 24 სექტემბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, დაღუპულთა შორისაა 50 ბავშვი და 94 ქალი. დაჭრილია 1835 ადამიანი. ისრაელი ირწმუნება, რომ ლიბანის სამხრეთში და ზოგიერთ აღმოსავლეთ რაიონში მისი სამიზნეა ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ისლამისტური ორგანიზაცია […]

„ქართულ ქარტიაზე“ ცოტას ლაპარაკობენ – ამ ოთხი კვირის მანძილზე არავის მივცემ უფლებას, არ ილაპარაკოს ქარტიაზე დღე და ღამე – პრეზიდენტი

ამ ოთხი კვირის მანძილზე არავის მივცემ უფლებას, რომ არ ილაპარაკოს დღე და ღამე “ქართულ ქარტიაზე”, რადგან რეალურად, ქარტია არის ერთობის ინსტრუმენტი – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ქარტიით გათვალისწინებული რეფორმების გარეშე, რომელიც მოიცავს სასამართლოს, ანტიკორუფციულ ქმედებებს და საარჩევნო გარემოს, ქვეყანა წინ ვერ წავა. “რატომ ქარტია? – რომელზედაც ცოტას ლაპარაკობენ და […]

უძრავ ქონებას ოფიციალურად 36 000 ადამიანი აქირავებს

2024 წლის რვა თვეში უძრავი ქონების იჯარიდან მოქალაქეთა მიერ მიღებულმა მთლიანმა შემოსავალმა 349 მილიონი ლარი შეადგინა, – ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის სტატისტიკიდან ირკვევა. უწყების თანახმად, ეს საიჯარო შემოსავალი წინა წელთან შედარებით 22%-ით, ანუ 64 მილიონი ლარით მეტია. სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში განმავლობაში ერთი თვის საიჯარო შემოსავალი მაინც სულ 36 ათას ადამიანს დაუფიქსირდა, ხოლო საშუალოდ […]

Ridetech Georgia LLC (Yandex ტაქსი) საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

Ridetech Georgia LLC (Yandex ტაქსი) საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, – შესაბამის განცხადებას კომპანია ავრცელებს. „ჩვენ საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით ვმუშაობთ. ჩვენი სერვისების მომხმარებლების უფლებები წარმოადგენს ჩვენს პრიორიტეტს. პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს ვეყრდნობით. მონაცემების შესანახად ვიყენებთ ევროკავშირში მდებარე სანდო სერვერებს – იმ იურისდიქციაში, რომელიც, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიხედვით, Yandex Go-ს […]

ნინო ლომჯარია – პრემიერ-მინისტრის მიერ მართულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ რეალურად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და გასცდა კანონმდებლობას, შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მართული ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელი გადაწყვეტილება მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლებაში არსებობს განგაში და შიში კოალიციური სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა ევროკავშირს“, რომელიც 30-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, – ამის შესახებ „საქართველოს ევროპული ორბიტის“ ხელმძღვანელმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა. როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, ანტიკორუფციულმა ბიურომ თავისი გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. „დღეს, პრემიერ-მინისტრის მიერ მართულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ […]

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე – შევხედოთ ამ ხალხს, რა უნარი აქვთ, რომ ქვეყანა მართონ?! – მოკლე პოლიტიკური მიზნები აქვთ დასახული იმისთვის, რომ ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება, შემდეგ რას გააკეთებენ, კაციშვილმა არ იცის

შევხედოთ ამ ხალხს, რა უნარი აქვთ, რომ ქვეყანა მართონ?! ხელოვნური პლატფორმების ჩამოყალიბებით არიან დაკავებულები- მოკლე პოლიტიკური მიზნები აქვთ დასახული იმისთვის, რომ ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება. შემდეგ რას გააკეთებენ კაციშვილმა არ იცის,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციაში სინამდვილეში ლიდერებიც კი არ ჰყავთ. „თუ გვერდზე გადავდებთ დიდ […]

პარლამენტში, საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის წევრებს ხვდებიან

პარლამენტში, საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის წევრებს ხვდებიან. ევროსაბჭოს დელეგაციასთან შეხვედრაზე იმყოფებიან დეპუტატები: ანა ნაცვლიშვილი, ხატია დეკანოიძე, ჰერმან საბო, თეონა აქუბარდია, თამარ კორძაია, ხათუნა სამნიძე. საპარლამენტო ოპოზიციის ინფორმაციით, საუბარი შეეხება საარჩევნოდ გამოვლენილ დარღვევებს, ფიზიკურ ძალადობას, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მხრივ არსებულ პრობლემებს და ქვეყანაში არსებულ საარჩევნო კლიმატს. როგორც „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ისაუბრებენ„პარლამენტის […]

შალვა პაპუაშვილი – „ჩაურევლობის პრინციპი“ გათვალისწინებულია გაეროს წესდებით – ის ხაზს უსვამს ყველა სახელმწიფოს სუვერენულ თანასწორობას და უფლებას – წარმართონ თავიანთი საქმეები გარე ჩარევის გარეშე

„ჩაურევლობის პრინციპი“ არის წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ქვაკუთხედი, რომელიც ნათლად არის გათვალისწინებული გაეროს წესდებით. აღნიშნული პრინციპი ხაზს უსვამს ყველა სახელმწიფოს სუვერენულ თანასწორობას და მათ უფლებას, წარმართონ თავიანთი საქმეები გარე ჩარევის გარეშე,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფიში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პაპუაშვილმა უცხოეთიდან საქართველოს საარჩევნო პროცესში ჩარევაზე ისაუბრა და აღნიშნა, […]

შალვა პაპუაშვილი – იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც დღეს წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს აქვს, მნიშვნელოვანია, დასავლეთის წარმომადგენლებმა ამ ღირებულებების მიმართ ერთგულება არა მხოლოდ სიტყვით, საქმითაც დაადასტურონ

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც დღეს წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს აქვს, მნიშვნელოვანია, რომ, განსაკუთრებით დასავლეთის წარმომადგენლებმა, ამ ღირებულებების მიმართ ერთგულება არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც დაადასტურონ. როგორც პაპუაშვილმა მმართველი პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხელისუფლების არჩევა ხალხის პრივილეგიაა და უცხოეთიდან ჩარევა „გავლენას ახდენს არჩევნების სამართლიან და თანაბარ […]

შალვა პაპუაშვილი პარტნიორებს საარჩევნო კამპანიაში ჩარევისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ უცხოური პროპაგანდა არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფალი საარჩევნო გარემოს წინაპირობად

შალვა პაპუაშვილი პარტნიორებს საარჩევნო კამპანიაში ჩარევისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ უცხოური პროპაგანდა არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფალი საარჩევნო გარემოს წინაპირობად ოპოზიციის უუნარობა რაც უფრო ნათელი ხდება, მით უფრო იმატებს ქვეყნის გარედან საარჩევნო პროცესში ჩარევის სიხშირე და სიმწვავე. უცხოელების განცხადებების ინტენსივობა და შერჩეული დრო ქმნის მყარ განცდას, რომ ქვეყნის გარედან მომდინარე პროპაგანდის მიზანი ოპოზიციისთვის დღის წესრიგის […]