საქართველოს მოქალაქეებისთვის ჰონგ კონგში უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

2024 წლის 30 სექტემბრიდან, საქართველოს მოქალაქეები ჩინეთის ჰონგ კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, ჰონგ კონგში უვიზოდ ზედიზედ 30 დღე დაყონ. „უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა საქართველოსა და ჰონგ კონგის მხარეებს შორის აქტიური მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი. ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის 2024 წლის […]

ვახუშტი მენაბდე – ხომ გახსოვთ, 2012 წელს მაშინდელი ხელისუფლება სატელიტურ ანტენებს რომ აპატიმრებდა? ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელი გადაწყვეტილებით, „ქართულმა ოცნებამ“ სიტყვები დააპატიმრა

კონსტიტუციონალისტის, ვახუშტი მენაბდის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელი გადაწყვეტილებით, „ქართულმა ოცნებამ“ სიტყვები დააპატიმრა. როგორც მენაბდე სოციალურ ქსელში წერს, „ქართული ოცნება“ ასეთი წესებით ცდილობს გააჩუმოს ნებისმიერი პირი, ვისაც საჭიროდ ჩათვლის. „თუ ამ პოსტს გადააზიარებთ, შეიძლება თქვენზე საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდეს. აბსურდულად ჟღერს? ხელისუფლებამ ეს აბსურდი მოქმედ წესად აქცია. ხომ გახსოვთ, 2012 წელს მაშინდელი ხელისუფლება სატელიტურ ანტენებს […]

ხათუნა სამნიძე – ძალიან მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენი პარტნიორების ვიზიტები და ასეთი ტიპის შეხვედრები, ეს კიდევ ერთხელ უდასტურებს საქართველოს მოქალაქეებს, რომ ჩვენი პარტნიორები არიან ამ ქვეყნის გვერდით

ამ შეხვედრაზე საუბარი იყო წინასაარჩევნო გარემოზე და ჩვენ, ოპოზიციის წარმომადგენლები სხვადასხვა მიმართულებაზე ვსაუბრობდით, კერძოდ, რა პრობლემებიცაა ქვეყანაში, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, მსგავსი ტიპის ვიზიტები და შეხვედრები წინასაარჩევნო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია. „პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენი პარტნიორების ვიზიტები და ასეთი […]

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო შეხვედრების გამართვას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აგრძელებს

პარტია „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე, ლანჩხუთში, ნიგვზიანის და ნინოშვილის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატმა „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის მიერ განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „არჩევნებში გამარჯვებით, ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი რეგიონის და მუნიციპალიტეტების უფრო მეტი განვითარება და […]

რაჭაში ყურძნის საპროგნოზო მოსავალი წელს 2000 ტონაა – რა ღირს ალექსანდროული და მუჯურეთული?

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ყურძნის კრეფა-დაბინავება დაიწყო, ამ ეტაპზე გადამუშავებულია 140 ტონა ყურძენი. მიმდინარე წელს საპროგნოზო მოსავალი 2000 ტონის ფარგლებშია. მოსავლის დაბინავების პროცესში 50-ზე მეტი ღვინის კერძო კომპანია იქნება ჩართული. “კლიმატური პირობებიდან გამომდინარე წელს რაჭაში რთველი გასულ წლებთან შედარებით ადრე დაიწყო. რაჭა განსაკუთრებული რეგიონია საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგისთვის, სადაც მზადდება უნიკალური ადგილწარმოშობის ღვინო „ხვანჭკარა“, ასევე სხვა საინტერესო […]

პოლონეთის სამხრეთ-დასავლეთში, კიდევ ერთი სოფელი დაიტბორა

პოლონეთის სამხრეთ-დასავლეთში, მდინარე ოდრასთან მდებარე კიდევ ერთი სოფელი დაიტბორა. ამის შესახებ RMF24 იტყობინება, წერს „ევროპეისკაია პრავდა“. პოლონეთში, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ბევრ ადგილას ისინი უკვე იწყებენ წესრიგის აღდგენას წყალდიდობის შემდეგ, მაგრამ ზოგან ახალი დასახლებები იტბორება. 24 სექტემბერს წყალმა მატება დაიწყო ლუბუშის ვოევოდოს სოფელ ოსიეჩნიცაში, გერმანიასთან საზღვართან ახლოს. ოდრადან დიდი წყლები ჩაედინება ადგილობრივ მდინარე ბელაში და ის […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7266 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7266 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7266 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7249 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0017 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0347 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0290 ლარს შეადგენდა. […]

პაპუაშვილს არ ჰგონია, რომ პრემიერს აშშ-ის მთავრობასთან შეხვედრა ექნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს გააცნო პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით. შალვა პაპუაშვილს არ ჰგონია, რომ ნიუ იორკში მყოფ ირაკლი კობახიძეს ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრა ექნება და ამას ხსნის იმით, რომ პრემიერის ვიზიტი აქვს გაეროში და არა — შეერთებულ შტატებში. „ვერ გეტყვით, არ მგონია [შეხვედრა შედგეს]. დღის წესრიგი არ […]

თბილისში DataFest Tbilisi 2024, რეგიონში ყველაზე დიდი მონაცემთა ფესტივალი ჩატარდა

DataFest Tbilisi, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ყველაზე დიდი მონაცემთა ფესტივალი, თბილისში წელს უკვე მერვედ ჩატარდა. წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებულად მასშტაბური იყო და 19 სექტემბრიდან სამი დღის განმავლობაში 1200-ზე მეტ სტუმარს, 70-ზე მეტ სპიკერს, ათობით ვორკშოპსა და ინსპირაციულ გამოსვლას უმასპინძლა. ფესტივალის სცენებიდან მოვისმინეთ სფეროს წამყვანი სპიკერების გამოსვლები ისეთი კომპანიებიდან, როგორებიცაა Volvo, Microsoft, TikTok, Apple, IBM, The […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7266 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7266 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7266 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7249 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0017 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0347 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0290 ლარს შეადგენდა. […]