„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ზაურ დარგალი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულისა და გარდაბნის დელეგატი ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მოსახლეობას შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს დასახლებების საჭიროებები და მათი გადაჭრის გზები. დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე და მიმდინარე მოვლენებზე. ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე.

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. მათი ცნობით, 25 სექტემბერს 05:00-დან 05:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში გველეთი, დარიალი, ლარსი და მიმდებარე სოფლებში; 05:30-დან 07:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში კაიშაურები, მთა ვარცლა, სიონი, ფასანაური, გუდაური, ქუმლისციხე და მიმდებარე სოფლებში; 06:00-დან […]

საია და „სამართლიანი არჩევნები” მოუწოდებენ ანტიკორუფციულ ბიუროს, შეწყვიტოს კანონის თვითნებური გამოყენება და იმოქმედოს საკუთარი მანდატის ფარგლებში

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევენ, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება უკანონოა. როგორც ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, საია და „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევენ, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ეს გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან იგი არ შეესაბამება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ცნების განმარტებას, გარდა ამისა, კანონის ამგვარი ინტერპრეტაცია ქმნის სახიფათო პრეცედენტს იმისთვის, […]

პარტია „ქართული ოცნება“ – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში აგრძელებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფელი ქსნის მოსახლეობას შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების” ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ასევე, ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. დელეგატმა მოისმინა აღნიშნულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემები და ისაუბრა მათი გადაჭრის გზებზე. შეაჯამეს სოფელში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, […]

ანტიკორუფციული ბიურო “გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად” მიიჩნევს ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციებს

ანტიკორუფციული ბიურო “გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად” მიიჩნევს ორ არასამთავრობო ორგანიზაციას: “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” და “აირჩიე ევროპას”. ბიურო ამ ორგანიზაციების დირექტორებს ავალდებულებს, ხუთი დღის ვადაში წარადგინონ ფინანსური ანგარიშები, ასევე “გახსნან და წარმოადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტების შესახებ, რომლებიც გამოიყენება მათ საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯებისთვის.” ამ გადაწყვეტილების შესახებ ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა 24 […]

„ოცნება“ და „ალტ ინფო“ აცხადებენ, რომ აშშ-ის სანქციების არ ეშინიათ

„ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ნიუ-იორკში კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ქვეყნის არაფორმალურ მმართველს ბიძინა ივანიშვილს, აშშ-ის მხრიდან სანქციების შესაძლო დაწესება არ აშინებს. ახლა შანტაჟი გრძელდება უკვე სხვა ფორმით, ვისმენთ მუქარას ფორმალური სანქციების დაწესებაზე ირაკლი კობახიძე “გრძელდება შანტაჟი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. იცით, რომ ის ისედაც არის დე-ფაქტო სანქციების ქვეშ, მას აქვს გაყინული ევროპაში 2 მლრდ აშშ დოლარი“ […]

მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავად საქართველოს ძალიან მაღალი რანგის დელეგაციები, ტურიზმისა და ტრანსპორტის სექტორის წამყვანი ლიდერები ეწვევიან – მარიამ ქვრივიშვილი

მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავად საქართველოს ძალიან მაღალი რანგის დელეგაციები, ტურიზმისა და ტრანსპორტის სექტორის წამყვანი ლიდერები ეწვევიან – მარიამ ქვრივიშვილი საქართველო პირველად მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანაა – 27 სექტემბერს თბილისში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის […]

“ლუკა პოლარემ” ბაქოში მე-6 ფილიალი გახსნა – ინვესტიცია $50 000-ია

ლუკა პოლარემ გასულ კვირას ბაქოში ახალი ფილიალი გახსნა და ამ დროისთვის აზერბაიჯანში 6 ფილიალით არის წარმოდგენილი. ახალი ფილიალის გახსნისთვის კომპანიამ 50 000 დოლარის ინვესტიცია ჩადო. „მიმდინარე წელს ბაქოში რამდენიმე სხვადასხვა ფორმატის ფილიალი გავხსენით, მათ შორის სავაჭრო მოლში, ცენტრალურ ქუჩებზე და სანაპირო კურორტ „Seabreeze”. მე-6 ფილიალი კი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სავაჭრო ცენტრ Ganjlik Mall-ში მდებარეობს. მიმდინარე […]

30 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ჰონგ კონგში უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

2024 წლის 30 სექტემბრიდან, საქართველოს მოქალაქეები ჩინეთის ჰონგ კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ უვიზოდ იმოგზაურონ ჰონგ კონგში და ქვეყანაში ზედიზედ 30 დღე დაყონ. „უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა საქართველოსა და ჰონგ კონგის მხარეებს შორის […]

ზურაბ პოლოლიკაშვილი – ჩვენი სექტორი ყველაზე ჰუმანურია, თითოეული მოგზაურობა დაკავშირებულია ტურიზმთან, რომელიც აერთიანებს მსოფლიოსა და აახლოებს ტურიზმს

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ვებ-გვერდზე მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის ვიდეო მიმართვა ვრცელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, 27 სექტემბერს, პირველად მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველო უმასპინძლებს. „გილოცავთ მსოფლიო ტურიზმის დღეს. წელს, ამ დღეს, ჩვენი პლანეტა ომებსა და საფრთხეებშია გახვეული. მსოფლიო მოსახლეობიდან ყოველი მეოთხე კონფლიქტურ ზონებში ცხოვრობს, უამრავმა […]