აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს, ლევან მგალობლიშვილს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს, ლევან მგალობლიშვილს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. თორნიკე რიჟვაძემ ლევან მგალობლიშვილს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. თორნიკე რიჟვაძემ და ლევან მგალობლიშვილმა ერთმანეთს კოლეგა მინისტრები წარუდგინეს. შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. „აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აჭარის მთავრობის მხრიდან – […]
თეონა აქუბარდია – ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის მხრიდან გაკეთდა მნიშვნელოვანი განცხადება იმის თაობაზე, რომ მხარს საქართველოს დემოკრატიას უჭერენ

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია ადასტურებს, რომ ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის წევრებთან შეხვედრისას, დელეგაციის ერთ-ერთი წევრის მხრიდან შედარება ბელორუსთან გაკეთდა. აქვე აქუბარდიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ბელორუსი არასდროს გახდება, რადგან მოსახლეობა საკუთარი ცივილიზაციური არჩევანის წინააღმდეგ ხმას არასდროს მისცემს. “ეს შედარება იყო – ბუნებრივია, თუ არჩევნები არ იქნება თავისუფალი, სამართლიანი, პირველი რაც ყველას ახსენდება, ეს არის ბელარუსი. […]
ხატია დეკანოიძე – პარტნიორების შეფასებები ძალიან მძიმე იყო – ერთ-ერთი კოლეგისგან პირდაპირ ითქვა, რომ თუ “ქართული ოცნება“ ზეწოლასა და რუსული გავლენის გააქტიურებას გააგრძელებს, საქართველო ბელარუსი გახდება

პარტნიორების მხრიდან შეფასებები ძალიან მძიმე იყო – ერთ-ერთი ჩვენი კოლეგისგან პირდაპირ ითქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება“ ზეწოლასა და რუსული გავლენის გააქტიურებას გააგრძელებს, საქართველო ბელარუსი გახდება , – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტში, ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. დეკანოიძის ინფორმაციით, სადამკვირვებლო მისიას ძალადობასთან დაკავშირებული მასალა გადაეცა. […]
ტრამპზე თავდასხმაში ეჭვმიტანილმა თავისი განზრახვა წინასწარ მომზადებულ წერილში აღწერა

აშშ-ის მოქალაქე, 58 წლის რაიან რუტი, რომელიც ეჭვმიტანილია აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ, საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმის მცდელობაში, წინასწარ შექმნილ ჩანაწერში აღიარებს, რომ დაგეგმა თავდასხმა და იწინასწარმეტყველა კიდეც მისი წარუმატებლობა. ამის შესახებ ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც პროკურორებმა სასამართლოს გადასცეს. “ეს იყო დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა, მაგრამ იმედი გაგიცრუეთ. მთელი ძალა მოვახმარე და მთელი ჩემი ჭკუა გამოვიყენე, რაც […]
კონსტიტუციონალისტი ხსნის რა საფრთხეს შეიცავს ანტიკორუფციულის გადაწყვეტილება

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მოქალაქეებს ფაქტობრივად უკრძალავს წინასაარჩევნოდ პოზიციის დაფიქსირებას და „აპატიმრებს ჩვენს სიტყვებს“. კერძოდ, ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და მისი დირექტორი, ეკა გიგაური, საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად ცნო. ანტიკორუფციული ბიუროს თანახმად, გადაწყვეტილების მოტივი ისაა, რომ მათი ჩართულობა ამომრჩეველთა ინფორმირებისა და ქვეყნის პროდასავლური […]
დეკანოიძე PACE-ს დელეგაციასთან შეხვედრაზე: პარტნიორების მხრიდან იყო მძიმე შეფასებები

ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც საქართველოში წინასაარჩევნო ვიზიტით არიან ჩამოსულები. ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წევრის ხატია დეკანოიძის თქმით, შეხვედრაზე პარტნიორებმა მძიმე შეფასებები გააკეთეს. მისი თქმით, დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა თქვა, რომ თუ ქართული ოცნება გააგრძელებს ზეწოლას, რუსული გავლენის გააქტიურებას – “მაშინ საქართველო გახდება შემდგომი ბელარუსი”. “შეფასებები იყო ძალიან მძიმე ჩვენი […]
ზიდანის შვილმა 29 წლის ასაკში თამაშს თავი დაანება

ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელის, ზინედინ ზიდანის უფროსმა შვილმა, ნახევარმცველმა ენცომ 29 წლის ასაკში ფეხბურთელის კარიერა დაასრულა, – ამის შესახებ AS-ი იტყობინება. ენცო “რეალის” აკადემიის აღზრდილია, თუმცა ამ გუნდში მხოლოდ ერთხელ ითამაშა, აგრეთვე “ალავესში”, “ლოზანაში”, “რაიო მახადაონდაში”, “ავეშში”, “ალმერიასა” და “როდეზში” ასპარეზობდა, ბოლოს კი “ფუენლაბრადას” ღირსებას იცავდა. მას სამი ქალიშვილი ჰყავს და სამშენებლო ბიზნესი აქვს.
ბიძინა ივანიშვილი პოეტისა და მთარგმნელის, გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოეტისა და მთარგმნელის, თბილისის საპატიო მოქალაქის, გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც ბიძინა ივანიშვილის ოჯახის სამძიმრის წერილშია აღნიშნული, ქვეყანას დააკლდა არამხოლოდ გამორჩეული საზოგადო მოღვაწე, არამედ კეთილშობილი და ღირსეული ადამიანი. „ჩემი და ჩემი მეუღლის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პოეტისა და მთარგმნელის, თბილისის საპატიო მოქალაქის, გივი […]
შვეიცარიის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

შვეიცარიის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადას (პარლამენტის) თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი ავრცელებს. „ეს ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილებაა. ეს ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლის ხსოვნის შესანარჩუნებლად გადადგმული უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, – განაცხადა რუსლან სტეფანჩუკმა. შვეიცარიის პარლამენტის მიერ მიღებულ ტექსტში ნათქვამია, რომ 1932-1933 წლებში უკრაინაში შიმშილობას ოთხი მილიონი უკრაინელი, […]
გაეროს გენერალური მდივანი – მსოფლიო ტურიზმის დღის გზავნილია ტურიზმი და მშვიდობა

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ვებ-გვერდი მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. „ტურიზმი და მშვიდობა“ – 27 სექტემბერს, პირველად მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველო მასპინძლობს. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით დაგეგმილ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი და საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრი აჰმედ ალ ხათიბი გახსნიან. მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით […]