„დასკვნით ფაზაშია არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი“ – აბასთუმნის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციაზე ბიუჯეტიდან ₾5.3 მლნ დაიხარჯა

„დასკვნით ფაზაშია არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აბასთუმანში, რაც მსგავსი კურორტების ურბანული განახლების ძალიან კარგ მაგალითს წარმოადგენს. განახლდა აბასთუმნის ცენტრალური პარკი, სადაც მოეწყო სხვადასხვა ტიპის სივრცეები ყველა ასაკის დამსვენებლისთვის. პარკი, როგორც აბასთუმნის მკვიდრთათვის, ასევე სტუმრებისათვის ძალიან საინტერესო რეკრეაციულ სივრცედ იქცა,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ აბასთუმანში დასრულებული და მიმდინარე პროექტების მონახულების შემდეგ განაცხადა. რეგიონული […]

ფრანგულმა სააგენტომ 11 ლაბორატორია სტრატეგიული მედიკამენტების დაბალი მარაგისთვის დააჯარიმა

საფრანგეთის მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების უსაფრთხოების ეროვნულმა სააგენტომ 11 ფარმაცევტული კომპანია 8 მილიონი ევროთი დააჯარიმა სტრატეგიული მედიკამენტების მარაგის ძალიან დაბალი მარაგისთვის – იუწყება Franceinfo. ANSM–ი, რომელიც დაფუძნებულია პარიზში, უზრუნველყოფს სახელმწიფოს სახელით, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ წვდომა სამედიცინო აღჭურვილობაზე და მოქმედებს როგორც მათი უსაფრთხოების გარანტი მათი მოქმედების პერიოდში. euronews

სერგო ჩიხლაძე – ანტიკორუფციული ბიურო არის დავალებების შემსრულებელი კანტორა – მთავარი ამოცანაა, გააჩუმონ ყველა

მთავარი ამოცანაა, რომ გააჩუმონ ყველა: სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი მედია, პოლიტიკური სპექტრი, პარტიები, პოლიტიკოსები, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა. როგორც სერგო ჩიხალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილს ყველას გაჩუმება სურს, რადგან არჩევნებს აგებს. „ბიძინა ივანიშვილი აგებს არჩევნებს და უნდა, რომ გააჩუმოს თავისუფალი მედია, გააჩუმოს […]

“ლიტერას” ფინალისტები გამოვლინდა

ლიტერატურული პრემია “ლიტერას” ფინალისტები გამოვლინდა. გასული წლის საუკეთესო ავტორები ექვს სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდებიან: წლის საუკეთესო დებიუტი · ჯუდი ლი – “ერთჯერადობის ეპოქა” (კალმოსანი); · ლია ტოკლიკაშვილი – “ნიუტონის დღიური” (სულაკაურის გამომცემლობა); · ნატალი დარასელია – “სააღდგომო მოკვდინება” (კალმოსანი); · დალილა გოგია – “მამა” (SABA.COM.GE წლის საუკეთესო პოეტური კრებული · ბესიკ ხარანაული – “ეს საქართველოა” (ინტელექტი); […]

გვსურს გავაფართოოთ და შემოვიტანოთ ახალი ზომები ქალთა ხელმძღვანელობით მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად – ეკატერინე გალდავა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე გალდავამ ეკონომიკურ ფორუმში „ქალები ბიზნესში“ მიიღო მონაწილეობა. სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ სიტყვით გამოსვლისას, ეკატერინე გალდავამ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი მუდმივად მხარს უჭერს ქალების ეკონომიკურ აქტივობებში ჩართვას და თავად ეროვნულ ბანკში მაღალი მენეჯმენტის ყველა წევრი და საბჭოს უმრავლესობა ქალბატონია. „საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების […]

აშშ-ის პრეზიდენტი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე: “ღმერთმა უშველოს მათ, ვინც მშვიდობას ესწრაფვის”

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 24 სექტემბერს ამ ამპლუაში თავისი ბოლო, გამოსამშვიდობებელი, სიტყვა წარმოთქვა გაეროს ტრიბუნიდან. ჯო ბაიდენმა გაეროს 79-ე გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა, რომ ეს არის მისი მეოთხე გამოსვლა. მან ისტორიას გადაავლო თვალი და თქვა, რომ ომი, შიმშილი, ტერორიზმი და კლიმატის ცვლილება, ასევე დემოკრატიისთვის შექმნილი საფრთხე არის გამოწვევები, რომელთა წინაშე საერთაშორისო თანამეგობრობა დგას. თუმცა, ბაიდენის თანახმად, […]

ზურაბ ჭიაბერაშვილი – პარტნიორებს ერთადერთი ინტერესი აქვთ, რომ ქართველმა ხალხმა თავისუფალ და სამართლიან გარემოში გამოხატოს პოლიტიკური ნება და აირჩიოს მთავრობა, რომელიც სურს – ნათელია, რომ არჩევნებში “ქართული ოცნება” მარცხდება

ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოში ერთადერთი ინტერესი აქვთ, ეს არის ის, რომ ქართველმა ხალხმა თავისუფალ და სამართლიან გარემოში გამოხატოს თავისი პოლიტიკური ნება და აირჩიოს მთავრობა, რომელიც მათ სურთ , – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც ჭიაბერაშვილმა განაცხადა, დელეგაციასთან შეხვედრაზე საუბრის თემა შეეხებოდა წინა […]

წიტაიშვილს “გრანადაში” ახალი მწვრთნელი ჰყავს

სეგუნდა დივიზიონში გავარდნის შემდეგ “გრანადას” საქმეები ცუდად მიდის, 6 ტურის შემდეგ 6 ქულით მეთექვსმეტე ადგილზეა, მწვრთნელი გილერმო აბასკალი გადააყენეს და სწრაფად მოძებნეს მისი შემცვლელი. “გრანადას” თავკაცად 59 წლის ფრან ესკრიბა დანიშნეს, რომელსაც კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაუფორმეს და იმ შემთხვევაში გაუგრძელებენ, თუ გუნდს ლა ლიგაში დააბრუნებს, რაც კლუბის მიზანია. აქამდე ესკრიბა “ხეტაფეს”, “სელტას”, “ვილიარეალს”, “სარაგოსას” და […]

ისრაელის საჰაერო დარტყმები ლიბანზე – 550-ზე მეტი დაღუპული ორ დღეში

ლიბანის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა სამშაბათს განაცხადეს, რომ ისრაელის ორდღიანი საჰაერო თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 558 ადამიანი დაიღუპა. სამშაბათს, ისრაელმა სამხრეთ ლიბანზე, რამდენიმე საჰაერო თავდასხმა განახორციელა. ისრაელი განცხადებით, იერიშეი მიიტანეს „ჰეზბოლას“ ათობით სამიზნეზე, მათ შორის მებრძოლებზე, რომლებიც ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმებში მონაწილეობდნენ. „ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ ისრაელზე მისი სარაკეტო თავდასხმები, სამხედრო ბაზებს მოიცავდა. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს […]

ერდოღანი მოუწოდებს აშშ-ს გააუქმოს სანქციები, რომლებიც თავდაცვის შესყიდვებს აფერხებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი მოუწოდებს ამერიკას შეაჩეროს სანქციები, რომლებიც თურქეთისთვის თავდაცვით შესყიდვებს ბლოკავს. ნატოს წევრ თურქეთსა და ამერიკას შორის, ბოლო წლების განმავლობაში არაერთი უთანხმოება დაგროვდა, მათ შორისა განსახვავებული მიდგომა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის საკითხის, სირიისა და ღაზის მდგომარეობის გამო. გარდა ამისა, თურქეთის მიერ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის, S-400-ის შეძენამ, ამერიკული სანქციები და ქვეყნის F-35-ის პროგრამიდან გაძევება […]