Sky News-ის გამოძიება: სანქცირებული ავტომობილები რუსეთში საქართველოს გავლითაც შეჰყავთ

ბრიტანულმა ტელევიზია Sky News-მა მოამზადა საგამოძიებო სიუჟეტი, რომლის თანახმადაც, დასავლეთის სანქციების მიუხედავად, ძვირადღირებული ავტომობილები რუსეთში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს საშუალებით მაინც შედის. საგამოძიებო სიუჟეტის ავტორი თავად იმყოფებოდა ლარსის გამშვებ პუნქტზე და ნახა, თუ როგორ გადაჰყავთ ძვირადღირებული დასავლური წარმოების ავტომობილები რუსეთში საქართველოდან. ჟურნალისტი ამბობს, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების შემდეგ დასავლეთიდან ექსპორტი რუსეთში განულდა, […]

ირანის პრეზიდენტი: ლიბანსა და ისრაელს შორის სამხედრო დაპირისპირება შეიძლება რეგიონულ ომში გადაიზარდოს

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ ისრაელის საჰაერო კამპანია აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხილი ჰეზბოლას თავდასხმების საპასუხოდ მის ტერიტორიაზე, სამხრეთ ლიბანის მხრიდან, “შეიძლება რეგიონულ ომში გადაიზარდოს”. ფეზეშქიანმა, რომელიც ივლისის არჩევნების შემდეგ გახდა ირანის პრეზიდენტი, CNN-ისკორესპონდენტს, ფარიდ ზაქარიას, ინტერვიუში, რომელიც 23 სექტემბერს გავიდა ეთერში, განუცხადა, რომ ირანი მხარს უჭერს ჰეზბოლას, რადგან დაჯგუფება “მარტო ვერ გაუძლებს” […]

ისრაელის არმიის ცნობით, ჰეზბოლას სარაკეტო ნაწილის მაღალი რანგის მეთაური მოკლა

ისრაელმა განაცხადა, რომ 24 სექტემბერს, ბეირუთზე თავდასხმისას მოკლეს ჰეზბოლას სარაკეტო ქვედანაყოფის ერთ-ერთი მეთაური. ისრაელის არმიას და ჰეზბოლას შორის დაპირისპირება გრძელდება. ისრაელის მასიური დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი თითქმის 560-მდე გაიზარდა. მოკლული სამხედრო მეთაური, იბრაჰიმ ყობეისი ჰეზბოლას შეუერთდა 1980-იან წლებში. მისი დაგეგმილი იყო 2000 წელს იერიში, რომლის დროსაც სამი ისრაელელი ჯარისკაცი გაიტაცეს და მოკლეს. ყობეისი ბეირუთზე თავდასხმის […]

ევროპაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა მცირდება

ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 51.7%-ით შემცირდა. თუ 2023 წლის 6 თვეში ევროპის 27 ქვეყანაში თავშესაფარი 12 240-მა ქართველმა მოითხოვა, წელს ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 5 915-მდე შემცირდა. ამასთან, წელს, EU-ს თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებზე მომუშავე სააგენტოს ბოლო, 2024 წლის ივნისის მონაცემებით, თავშესაფარს საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად საფრანგეთში, იტალიასა და გერმანიაში ითხოვდნენ. 6-თვიან პეროდშიც […]

ნათია მეზვრიშვილი – “ქართული ოცნება” ცდილობს, დასავლეთს გადააბრალოს არჩევნებში ჩარევა, რომ პოტენციური რუსული ჩარევის საფრთხეები გადაფაროს – მისი მიზანია, არ აღიაროს სადამკვირვებლო მისიების შეფასებები

“ქართულ ოცნებას” გადაწყვეტილი აქვს, რომ სტრატეგიული პარტნიორები, საერთაშორისო დამკვირვებლები გამოაცხადონ არჩევნებში ჩამრევებად , – ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ნათია მეზვრიშვილმა ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, არჩევნებში რუსული ჩარევების საფრთხეები რეალურად არსებობს, “ქართული ოცნება” კი ცდილობს, ეს დასავლეთს გადააბრალოს. “ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მე მოსული […]

პრემიერი – ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ვისაუბრეთ თანამშრომლობის გაფართოებაზე, ასევე, ერთობლივ ძალისხმევაზე, რომელიც აუცილებელია რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად

გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში მქონდა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ალან ბერსესთან შეხვედრის შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს. მთავრობის მეთაური ევროპის საბჭოს მადლობას უხდის საქართველოში რეფორმების პროცესისა და ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. “ვისაუბრეთ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე, ასევე ერთობლივ ძალისხმევაზე, რომელიც აუცილებელია მნიშვნელოვან რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებთან […]

გიგა ლემონჯავა – საქართველოს ყველა მეგობარი ხედავს, რომ 26 ოქტომბერს არის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის არჩევნები

საქართველოს ყველა მეგობარი ხედავს, რომ 26 ოქტომბერს არის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის არჩევნები, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა წევრმა გიგა ლემონჯავამ ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, სასიხარულოა, რომ საერთაშორისო პარტნიორებს კარგად ესმით 26 ოქტომბრის არჩევნების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. “ყველა წინა შემთხვევისგან განსხვავებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ძალიან კარგად ესმით […]

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის თანახმად, გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მთავრობის მეთაურმა ალან ბერსეს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნად არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა. საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს ნაყოფიერ თანამშრომლობას და ორგანიზაციის მნიშვნელოვან წვლილს რეფორმების განხორციელებისა […]

ირაკლი ნადარეიშვილი – გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველო პოზიციონირებს რეგიონში, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მზარდი და მიმზიდველი ცენტრი

რამდენიმე წლის წინ ჩვენ ადგილობრივი ინოვაციური სტარტაპ – ეკოსისტემის განვითარება პრიორიტეტულ მიმართულად განვსაზღვრეთ და ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის სხვადასხვა ხელშეწყობის ინსტრუმენტები დავნერგეთ. შედეგად, მთავრობის მიერ ჩადებულმა დაახლოებით 40 მილიონი ლარის ინვესტიციამ, მხარდაჭერილ სტარტაპებს მისცა საშუალება დაეგენერირებინათ დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარის ეკონომიკური სარგებელი. გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველო პოზიციონირებს რეგიონში, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მზარდი და მიმზიდველი ცენტრი, – […]

საერთაშორისო ტურიზმი შვიდ თვეში, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 96%-ით აღდგა – UN Tourism

საერთაშორისო ტურიზმი 2024 წლის პირველ შვიდ თვეში 2019 წელთან შედარებით 96%-ით აღდგა, იანვრიდან ივლისის ჩათვლით განხორციელდა 790 მილიონი ტურისტული მოგზაურობა, იუწყება გაეროს ტურიზმის ორგანიზაცია (UN Tourism). „2024 წლის შვიდ თვეში საერთაშორისო ტურიზმი აღდგა პანდემიამდელი დონის 96%-მდე, რაც გამოწვეულია ევროპაში მოგზაურობის ძლიერი მოთხოვნით და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ბაზრების გახსნით. დაახლოებით 790 მილიონმა ტურისტმა იმოგზაურა საერთაშორისო დონეზე […]