ირაკლი კობახიძე გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე ქვეყნების ლიდერების პატივსაცემად გაეროს გენერალური მდივნის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე ქვეყნების ლიდერების პატივსაცემად გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობს ადმინისტრაცია ავრცელებს. გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის გენერალური დებატები დღეს გაიხსნა და 30 სექტემბრამდე გაგრძელდება. გენერალური დებატების ფარგლებში, გაეროს ტრიბუნიდან მსოფლიო ლიდერებს 25 სექტემბერს მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

ილია დარჩიაშვილი – სასიხარულო ამბავია, რომ ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები სავიზო შეზღუდვების გარეშე იმოგზაურებენ

სასიხარულო ამბავია, რომ ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები სავიზო შეზღუდვების გარეშე იმოგზაურებენ. ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია, ჩვენმა მოქალაქეებმა მაქსიმალურად შეძლონ სხვადასხვა მიმართულებით უვიზოდ გადაადგილება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა პასუხისმგებელ პირს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. “ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი არის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მაქსიმალურად […]

კახა ქემოკლიძე – გიორგი გახარია წინასაარჩევნო პერიოდში ხვდება ბევრ ადამიანს, ამაში გასაკვირი არაფერია – შალელაშვილის პარტიასთან ჩვენი გაერთიანების საკითხი არ მგონია, იდგეს

გიორგი გახარია ამ წინასაარჩევნო პერიოდში ხვდება ძალიან ბევრ ადამიანს, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ, შესაბამისად, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, რასაც აჟღერებენ, უბრალოდ აბსურდია – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას გიორგი გახარიასა და „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის შოთა შალელაშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, გახარიასა […]

ჩაკვეტაძე “მანჩესტერ სიტისთან” მატჩში სათადარიგოა

ინგლისის თასის 1/16-ფინალში “უოტფორდი” გასვლაზე “მანჩესტერ სიტის” დაუპირისპირდება. სტუმართა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე სათადარიგოთა შორისაა. “სიტი” პრემიერლიგის ლიდერია, “უოტფორდი” კი ჩემპიონშიფში მერვე ადგილზეა. მატჩი “ეტიჰადზე” თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ბორჯომის ხეობაში ნახანძრალი ტყის აღდგენითი სამუშაოები 636 ჰა ფართობზე განხორციელდა

ტაჯიკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სატყეო სააგენტოს დელეგაციის წევრები, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომის ხეობაში 2008 და 2017 წლებში ნახანძრალი ტყის მასივში იმყოფებოდნენ, სადაც საქართველოში ტყის აღდგენასთან დაკავშირებულ მიდგომებს, არსებულ პრაქტიკას და ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებებს ადგილზე გაეცნენ – ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. „აღსანიშნავია, რომ ბორჯომის ხეობაში ნახანძრალი ტყის აღდგენითი სამუშაოები 636 ჰა […]

შვედეთი ირანს ყურანის დაწვის შემთხვევების შემდეგ კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს

შვედეთის ხელისუფლებამ სამშაბათს, 24 სექტემბერს, განაცხადა, რომ ირანმა გასულ წელს, შეტყობინებების სისტემა გატეხა და ათასობით შვედს მისწერა, შური ეძიათ ყურანის დამწველებზე. 2023 წელს შვედეთში მყოფმა პირებმა რამდენჯერმე დაწვეს მუსლიმთა წმინდა წიგნი – ყურანი. ამან ისლამური სამყაროს პროტესტი და მუსლიმების მხრიდან ქვეყანაში შესაძლო საფრთხეების წარმოქნის შიში გააჩინა. „უსაფრთხოების პოლიციამ დაადგინა, რომ კიბერჯგუფი მოქმედებდა ირანის რევოლუციური გვარდიის […]

პენტაგონი: “ახლო აღმოსავლეთში ამერიკელი ჯარისკაცების დამატებით მცირე რაოდენობა იგზავნება”

ორშაბათს პენტაგონის პრესმდივანმა, გენერალ მაიორმა პატ რაიდერმა თქვა, რომ ისრაელისა და “ჰეზბოლას” ძალებს შორის ლიბანში ძალისმიერი დაპირისპირების მკვეთრი ზრდის შემდეგ, შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში დამატებით ჯარისკაცების მცირე რაოდენობას გზავნის. რაიდერმა ჯარისკაცების რაოდენობის ან მათი ამოცანების შემდგომი დეტალები არ დააკონკრეტა. თუმცა მაღალი რანგის ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ ჯარისკაცების რიცხვი ათობით განისაზღვრება და მათი […]

Sky News – სანქციების მიუხედავად ძვირადღირებული მანქანები რუსეთში საქართველოს გავლით შედის

სანქციების მიუხედავად ძვირადღირებული მანქანები რუსეთში საქართველოს გავლით შედის. ამის შესახებ გამოძიებას ბრიტანული ტელეარხი Sky News-ი ავრცელებს. Sky News-ის ინფორმაციით, მათ საქართველოში ბრიტანული და ევროკავშირის სანქციებით აკრძალული მანქანების რუსეთში საქართველოს გავლით შეყვანის „რთული, მაგრამ დახვეწილი სქემა“ აღმოაჩინეს. Sky News -ის გამოძიების თანახმად, ადამიანების ერთ ჯგუფს მანქანების თბილისის შოურუმებიდან, ფოთის ან ბათუმის პორტებიდან რუსეთის საზღვრამდე, კერძოდ, ლარსის […]

Spiegel – გერმანიაში უკრაინის დახმარების საკითხზე ჯო ბაიდენის, ოლაფ შოლცის, ემანუელ მაკრონისა და კირ სტარმერის შეხვედრას ამზადებენ

გერმანიაში უკრაინის დახმარების საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის, გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერის კირ სტარმერის შეხვედრას ამზადებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Spiegel სამთავრობო წრეებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 10-12 ოქტომბერს გეგმავს გერმანიაში სახელმწიფო ვიზიტს. გამოცემის ინფორმაციით, გერმანიის მთავრობა ასევე გეგმავს საფრანგეთის […]

ექსპერტებმა “ძლიერი საქართველოს” ეკონომიკური პროგრამა განიხილეს

200 000 სამუშაო ადგილი, 1000 ლარიანი პენსია, სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდა, კაპიტალის ბაზრის სწორი განვითარება, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, საბანკო რეგულირების პოლიტიკის გადასინჯვა და საფონდო ბირჟის ინტეგრაცია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, – ამ საკითხებზე დღეს “ძლიერი საქართველოს” ლიდერებთან, მამუკა ხაზარაძესთან და ლევან ცუცქირიძესთან ერთად, გაერთიანების ცენტრალურ შტაბში შეკრებული ეკონომიკის ექსპერტები მსჯელობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს. […]