35 წლის ჩილიჩი წარმატებით დაბრუნდა და ATP-ს ისტორიაში ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ჩემპიონი გახდა

ლეგენდარული ხორვატი ჩოგბურთელი მარინ ჩილიჩი, ATP ტურში წარმატებით დაბრუნდა და ATP-ს ისტორიაში ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ჩემპიონი გახდა (777 ნომერი). ხორვატმა ჩოგბურთელმა, ჰანგჟოუს ATP250-იან ტურნირზე 5 მატჩის მოგება შეძლო და პირველ ადგილს დაეუფლა. შეგახსენებთ, 35 წლის მარინ ჩილიჩმა 2024 წლის თებერვლის შემდეგ, ATP ტურნირზე პირველად ითამაშა. მარინის სტატისტიკა ამ წუთისთვის ასეთია: 21 ATP ტიტული, US […]

საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ორგანიზება მანიპულაციურად წარმოჩინდა, რამაც არაერთი მითის თუ დეზინფორმაციის ფორმირება გამოიწვია

საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ორგანიზება მანიპულაციურად იქნა წარმოჩენილი, რამაც გამოიწვია არაერთი მითის თუ დეზინფორმაციის ფორმირება, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ყველა შეკითხვა ცესკო-ს“ განაცხადა. „პირი საკონსულო აღრიცხვაზე თუ არ იმყოფება, მას შემდეგ, რაც კონკრეტულ ლოკაციებზე საარჩევნო უბნები შეიქმნება, უნდა გამოცხადდეს საარჩევნო უბანზე, დაწეროს განცხადება საარჩევნო რეგისტრაციაში გატარების მიზნით და კანონმდებლობით […]

გოგლიჩიზე დაასვენეს – “ემპოლი” 1/8-ფინალში გავიდა

იტალიის თასის 1/16-ფინალში „ემპოლიმ“ გასვლაზე „ტორინო“ 2:1 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა. სტუმართა გუნდის მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ მეორე შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე და მცველი საბა გოგლიჩიძეც დაასვენა. ქართველი სათადარიგო იყო. „ემპოლი“ 5 ტურის შემდეგ 9 ქულით სერია A-ში მეხუთე ადგილზეა და 29 სექტემბერს „ფიორენტინას“ მიიღებს. ტორინო – ემპოლი 1:2 გოლები: 0:1 ეკონგი (30), 1:1 ადამსი […]

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ “აქტიურად განიხილება” მისი ერთ-ერთ პოლიტიკურ გუნდთან შეერთება

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია აცხადებს, რომ პოლიტიკაში ბრუნდება და “აქტიურად განიხილება” მისი ერთ-ერთ პოლიტიკურ გუნდთან შეერთება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში ისაუბრა. “არ ვუერთდები [არსებულ პარტიას], ჯერჯერობით, პროცესშია და ხვალ გადაწყდება”, – თქვა ქობულიამ. გადაცემის წამყვანმა, მას ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდთან შესაძლო მიერთებაზე ჰკითხა, რაზეც ქობულია პასუხობს: “კომენტარს არ გავაკეთებ, სულ ერთი […]

ზელენსკი გაეროს უშიშროების საბჭოში: მხოლოდ იძულებით შეიძლება მშვიდობაზე რუსეთი დაითანხმო

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოში სკეპტიციზმი გამოთქვა თავისი ქვეყნის წინააღმდეგ ომის დასრულების მიზნით რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ. ზელენსკიმ ნიუ-იორკში განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა გაიტანოს თავისი უფლება, რომ შეუძლია თავდაცვა. მისი თქმით, უკრაინა საერთაშორისო დანაშაულს სჩადის. ამიტომ, ამ ომის დამთავრება, ზელენსკის აზრით, არ მოხერხდება მხოლოდ მოლაპარაკებით. ზელენსკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტნი, “თავისი ნებით […]

საჰაერო თავდასხმა ხარკოვზე: დანგრეულია მრავალსართულიანი შენობა, არის მსხვერპლი

სერიოზულად დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ამის შესახებ იტყობინება ქალაქის ხელისუფლება. ხარკოვის მერის, იჰორ ტერეხოვის მონაცემებით, რუსმა სამხედროებმა ქალაქის სამ რაიონში ჩამოაგდეს მართვადი საჰაერო ბომბები. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა სამი ადამიანი, დაშავდა – 20-ზე მეტი. გრძელდება ნანგრევების წმენდა. ქვეყნდება ხარკოვის კიევის რაიონში დაზიანებული საცხოვრებელი სახლის ფოტოები და ვიდეოები. სახლი მერვიდან მესამე სართულამდე ჩამონგრეულია. თავდასხმის შედეგად, საცხოვრებელი სახლი […]

ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა – “კრემონეზე” თასიდან “კალიარიმ” გამოაგდო

იტალიის თასზე „კრემონეზე“ გასვლაზე „კალიარისთან“ 0:1 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. სტუმართა რიგებში მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა. კრემონული გუნდი სერია B-ში 6 ტურის შემდეგ 10 ქულით მეოთხე ადგილზეა და 30 სექტემბერს გასვლაზე „ბრეშიას“ დაუპირისპირდება. კალიარი – კრემონეზე 1:0 გოლი: ლაპადულა (60)

ჩაკვეტაძემ “ეტიჰადზე” თამაში გაამწვავა და საგოლე პასი გააკეთა [VIDEO]

ინგლისის თასის 1/16-ფინალში „უოტფორდი“ გასვლაზე „მანჩესტერ სიტისთან“ 1:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ სტუმრების თავდამსხმელ ბას ნაღდი გოლი არ ჩაუთვალეს. „უოტფორდში“ გიორგი ჩაკვეტაძე 61-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და მაშინვე თამაში გაამწვავა – ორჯერ მისი გადაცემა პარტნიორებმა ვერ გამოიყენეს, ერთხელ კი დარტყმა უოკერმა დაუბლოკა. შემდეგ ჩაკვეტაძის პასით ინსმა ანგარიში […]

რასა იუკნევიჩიენე: სამომავლოდ შეიძლება იქნას მიღებული გადაწყვეტილება უვიზოს გაუქმებაზე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხზე დასმული კითხვის პასუხად ამბობს, რომ თუ ქვეყანაში არსებული სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება და “უფრო ანტიდემოკრატიულ კურსს აიღებს”, მაშინ ამ ზომასაც განიხილავენ. ის ამბობს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება შეიძლება სამომავლოდ იქნას მიღებული. ეს განცხადება ევროპარლამენტარმა ფორმულას ეთერში, გადაცემა მარტივ ფორმულაში გააკეთა. ევროპარლამენტარმა ქართული ოცნების დეზინფორმაციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ […]

“თუ [ადამიანს] დასაქმება სურს, შეუძლია პროფესიული განათლება უფასოდ მიიღოს და დასაქმდეს” – ელგუჯა მელაძე

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ელგუჯა მელაძე BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ბიზნესის გამოწვევებზე საუბრობს. მისი თქმით, მთავარი პრობლემა კვლავ კადრების დეფიციტია. მისი მოსაზრებით, პროფესიული განათლების მიღებით ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია. „როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდება არ არის, აქ უფრო სიღრმისეული საკითხებია განსახილველი და შესასწავლი, თუ რა იწვევს ამას. კვალიფიციური კადრი გაცილებით სერიოზული პრობლემაა. ხშირად […]