ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ს უკრაინის ომიდან გაიყვანს

შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკელებს ჰპირდება, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანას უკრაინის ომიდან გაიყვანს. სააგენტო Reuters-ის ცნობით, 24 სექტემბერს, ჯორჯიის შტატში გამართულ საარჩევნო შეხვედრაზე ტრამპმა დემოკრატი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პრეზიდენტობის კანდიდატი, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დაადანაშაულა, რომ მათ აშშ უკრაინის ომში შეიყვანეს და ვეღარ გამოჰყავთ. დონალდ ტრამპის განცხადებით, პრეზიდენტად არჩევის […]

„ჰეზბოლა“ ერთ-ერთი უფროსი მეთაურის დაღუპვას ადასტურებს

„ჰეზბოლამ“ მისი ერთ-ერთი უფროსი მეთაურის, იბრაჰიმ ქუბაისის დაღუპვა დაადასტურა. „ჰეზბოლას“ ინფორმაციით, ის ასევე ცნობილი იყო როგორც “აბუ მუსა” და დაიბადა ზებდინში, სამხრეთ ლიბანში, 1962 წელს. მანამდე ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ქუბაისი სამხრეთ ბეირუთში ორ სხვა მეთაურთან ერთად საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, კუბაისი „ჰეზბოლას“ სხვადასხვა სარაკეტო ქვედანაყოფებს მეთაურობდა.

დონალდ ტრამპი – ბაიდენმა და კამალამ შეგვიყვანეს უკრაინაში მიმდინარე ომში, ჩვენ იქიდან უნდა გამოვიდეთ – მე ამას გავაკეთებ

აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინა-რუსეთის ომიდან უნდა გამოვიდეს და რომ პრეზიდენტიჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ამის გაკეთებას არ გეგმავენ. “ბაიდენმა და კამალამ შეგვიყვანეს ამ ომში უკრაინაში, ახლა კი ვერ გამოვყავართ“, – აღნიშნა ტრამპმა ჯორჯიის შტატში ამომრჩეველთა შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, შეერთებულ შტატებს არ ჰყავს ჯარები უკრაინაში, მაგრამ […]

ენტონი ბლინკენი – თეირანისა და ფხენიანის მხარდაჭერა ვლადიმერ პუტინს ეხმარება უდანაშაულო უკრაინელი მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების ხოცვა-ჟლეტაში

თეირანისა და ფხენიანის მხარდაჭერა ვლადიმერ პუტინს ეხმარება უდანაშაულო უკრაინელი მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების ხოცვაში, ტანჯვასა და განადგურებაში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „დღეს ჩვენს წინაშე არ დგას კითხვა, რას გააკეთებს რუსეთი. ეს უკვე ვიცით : პუტინი გააგრძელებს თავის უსამართლო ომს. ჩვენს წინაშე დგას კითხვა, თუ […]

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შავ ზღვაში ნაოსნობის თავისუფლების საკითხი განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა და შეხვედრის დროს ლიდერებმა, სხვა საკითხებთან ერთად, შავ ზღვაში ნაოსნობის თავისუფლების უზრუნველყოფა განიხილეს, – ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამ“ არხზე ავრცელებს. ზელენსკის განცხადებით, ერდოღანთან შეხვედრაზე სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარება განიხილა. „ფოკუსირებული ვიყავით ორმხრივი ვაჭრობის, საინვესტიციო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაზრდის საკითხებზე, ასევე თურქული კომპანიების მონაწილეობაზე უკრაინის რეკონსტრუქციაში. […]

ექსკლუზივი: ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, 25 სექტემბერს, ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებს და გაეროს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს. როგორც „ამერიკის ხმისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად, ასევე იყო ირაკლი კობახიძე, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა. მიწვევის გაუქმების შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმას“ ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირი და კიდევ […]

გოგლიჩიძე დაასვენეს – “ემპოლი” 1/8-ფინალში გავიდა

იტალიის თასის 1/16-ფინალში „ემპოლიმ“ გასვლაზე „ტორინო“ 2:1 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა. სტუმართა გუნდის მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ მეორე შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე და მცველი საბა გოგლიჩიძეც დაასვენა. ქართველი სათადარიგო იყო. „ემპოლი“ 5 ტურის შემდეგ 9 ქულით სერია A-ში მეხუთე ადგილზეა და 29 სექტემბერს „ფიორენტინას“ მიიღებს. ტორინო – ემპოლი 1:2 გოლები: 0:1 ეკონგი (30), 1:1 ადამსი […]

უფლებების დაცვა, თუ ბრძოლა ადამიანების წინააღმდეგ?

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამჟამინდელი, მმართველი გუნდის ერთ-ერთი საკვანძო თემა „ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ ბრძოლაა. „ქართულ ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ ესაა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა. ხელისუფლება, როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ ჰომოფობიაზე აგებული წინასაარჩევნო კამპანია მეტ ხმას მოუტანს არჩევნებზე. მესამე მოსმენით კანონი პარლამენტში 17 სექტემბერს გავიდა, ერთი დღის შემდეგ კი სახელმწიფო ძალოვან სტრუქტურაში დასაქმებულმა მოქალაქემ ტრანსგენდერი ქალი, განსაკუთრებული სისასტიკით […]

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ამბობს, რომ პოლიტიკაში ბრუნდება

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ამბობს, რომ პოლიტიკაში ბრუნდება. ფორმულას ეთერში მან თქვა, რომ “აქტიურად განიხილება” მისი ერთ-ერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ გუნდთან შეერთება. წამყვანის კითხვაზე, განიხილება თუ არა მისი შეერთება ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას გუნდთან, გიორგი ქობულია პასუხობს: “კომენტარს არ გავაკეთებ, იმიტომ რომ სულ ერთი დღე დარჩა. ბევრი გუნდი არ არის ახლა, რომ დიდი გამოსაცნობი იყოს, […]

,, ფარცხალაძის და ივანიშვილის ინტერესი იყო – რეპრესიის ყველა ფორმა გამოიყენეს და სათამაშო ბიზნესის წილი წამართვეს” – ბიზნესმენი

“ფარცხალაძის და ივანიშვილის ინტერესი იყო – რეპრესიის ყველა ფორმა გამოიყენეს და სათამაშო ბიზნესის წილი წამართვეს…”, – ამის შესახებ ბიზნესმენი მამუკა ქუნთელია “მთავარი არხის” ეთერში საუბრობს: ,,ფარცხალაძის და ივანიშვილის ინტერესი იყო – რეპრესიის ყველა ფორმა გამოიყენეს და სათამაშო ბიზნესის წილი წამართვეს… ფარცხალაძე ხომ ბიძინა ივანიშვილთან ასოცირდება – ახლობელს წყალს ვერ მიაწვდიდა, რომ ბიძინასთვის არ ეკითხა. ფულის […]