დიდ დიღომში მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, დიდ დიღომში მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ერთი პირი დაიჭრა. მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია პოლიტიკაში ბრუნდება

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ამბობს, რომ პოლიტიკაში ბრუნდება. ფორმულას ეთერში მან თქვა, რომ “აქტიურად განიხილება” მისი ერთ-ერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ გუნდთან შეერთება. “ჯერჯერობით პროცესშია და ხვალ გადაწყდება”, – ამბობს გიორგი ქობულია. წამყვანის კითხვაზე, განიხილება თუ არა მისი შეერთება ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას გუნდთან, გიორგი ქობულია პასუხობს: “კომენტარს არ გავაკეთებ, იმიტომ რომ სულ ერთი დღე დარჩა. […]
ღამით უკრაინულმა ძალებმა 28 დრონი და 4 რაკეტა ჩამოაგდო

უკრაინული საჰაერო ძალების განცხადებით, გვიან ღამით რუსეთმა შაჰედის ტიპის 32 დრონი და სხვადასხვა ტიპის 8 რაკეტა უკრაინის მიმართულებით გაუშვა. 28 შაჰედის ტიპის უპილოტო თვითმფრინავი და 4 რაკეტა ჩამოგდებულია. უკრაინული მხარის ცნობით, დარჩენილი 4 დრონი “ლოკაციურად დაიკარგა რამდენიმე რეგიონში”. ასევე, რუსულმა ძალებმა ხარკივის ოლქს S-300 რაკეტითა და სამი უცნობი სახეობის რაკეტით შეუტია. ისინი ოდესის ოლქისაც მიადგნენ, […]
დღეს წმიდა მღვდელმთავარის გიორგი ჭყონდიდელი-მწიგნობართუხუცესის ხსენების დღეა

წმიდა მღვდელმთავარი გიორგი ჭყონდიდელი-მწიგნობართუხუცესი – „კაცი სრული ყოვლითა სიკეთითა სულისა და ხორცთასა, სავსე სიბრძნითა და გონიერებითა, განმჭრიახი, სვიანი და ფრთხილი“ დაიბადა მეთერთმეტე საუკუნის პირველ ნახევარში. როგორც ვარაუდობენ, გიორგი, სამეგრელოს მთავართა გვარიდან იყო. მეუფე გიორგი ჭყონდიდელი იყო დავით აღმაშენებლის „აღმზრდელი და თანაგამკაფველი ყოველთა გზათა, საქმეთა და ღვაწლთა მისთა“. გიორგი „ვითარცა მამა მეფისა, ეგრეთვე ყველა საურავი უმისოდ […]
25 სექტემბერი – წმიდა მღვდელმოწამე დოსითეოზ თბილელის ხსენების დღეა

წმიდა დოსითეოზ თბილელი მოწამებრივად აღესრულა 1795 წლის 12 (25) სექტემბერს. საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო მუდამ მტერთა აგრესიას განიცდიდა. 1795 წელს ირანელები ოცდათხუთმეტათასიანი ჯარით კვლავ საქართველოსკენ გამოემართნენ საბრძოლველად. მეფე ერეკლე „ფრიად მწუხარე სიმცირისათვის სპათასა“, თვითონ ჩაუდგა ლაშქარს სათავეში, მაგრამ უთანასწორო ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ. მეფემ ასორმოცდაათკაციანი ამალით, რომელშიც თითქმის ყველა დაჭრილი იყო, ძლივს დააღწია თავი ტყვეობას. […]
„ჰეზბოლას“ განცხადებით, ცენტრალური ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტის სამიზნე „მოსადის“ შტაბ-ბინა იყო

„ჰეზბოლას“ განცხადებით, ცენტრალური ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტის სამიზნე „მოსადის“ შტაბ-ბინა იყო. „ჰეზბოლამ“, დღეს დილით, ცენტრალურ ისრაელზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშზე პასუხისმგებლობა აიღო და განაცხადა, რომ Qader 1 ბალისტიკური რაკეტის სამიზნე თელ-ავივის მახლობლად მდებარე ისრაელის სადაზვერვო სააგენტოს „მოსადის“ შტაბ-ბინა იყო. „ჰეზბოლას“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სარაკეტო იერიში პეიჯერებისა და რაციების აფეთქებასა და უფროსი მეთაურების მკვლელობებზე პასუხს წარმოადგენდა. ცნობისთვის, […]
იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხონში, სოფელ გორდში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდამრღვევი სახელწმიფო ტყეში უკანონოდ მოპოვებული 7 კუბური მეტრი წითელი ნუსხით დაცული წაბლის სახეობის სამასალე მერქანს მაღალი გამავლობის ტრანსპორტით ახორციელებდა. მათივე ცნობით, ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი გადატანილია ხონის […]
აბასთუმნის ობსერვატორიაში ახალი გუმბათი და ტელესკოპი დამონტაჟდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, აბასთუმნის ობსერვატორიის ახალი ტელესკოპის (1.5 მ დიამეტრის დისტანციურად მართვადი სარკით), სპექტროგრაფის და 12 მეტრის რადიუსის ახალი გუმბათის დამზადება-მონტაჟის სამუშაოები დაასრულა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აბასთუმნის ტელესკოპი ავსტრიულმა კომპანია „ASA Astrosysteme GmbH“-მა დაამზადა, რომელსაც ასტრონომიული კვლევისა და დაკვირვების დანადგარების წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისათვის დამზადების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. […]
ფინეთში ალკოჰოლის დალევის შემდეგ ელექტრო სკუტერის მართვის აკრძალვა სურთ

ფინეთში გაჩნდა წინადადება კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც მკაფიოდ დააწესებს ელექტრო სკუტერისა და მსგავსი მანქანების მართვის აკრძალვას ალკოჰოლური სასმელების მოხმარების შემდეგ. ამის შესახებ Yle იუწყება, წერს „ევროპეისკაია პრავდა“. ელექტრო სკუტერების, ელექტრო ველოსიპედების და სხვა მცირე ელექტრომობილების მართვის აკრძალვის წესი გამოჩნდა კანონპროექტის სამთავრობო პრეზენტაციაში გამოჩნდა, რომელიც რომელიც განსახილველად დაიგზავნა.
კვარაცხელიას გარეშე და შოტლანდიური ნახევარდაცვით – “ნაპოლი” თასზე ითამაშებს…

ოთხ მატჩში 10 ქულის მოპოვებით, “ნაპოლიმ” ანტონიო კონტესთან ერთად სტაბილურობას მიაღწია. ნეაპოლელები ახლა იტალიის თასის 1/16 ფინალში “პალერმოს” უმასპინძლებენ – ხუთშაბათს, 26 სექტემბერს, ჩვენი დროით 23:00 საათზე. სამი სეზონის განმავლობაში ნეაპოლელები თასზე მერვედფინალიდან ერთვებოდნენ და იქვე მარცხდებოდნენ. ამ დროს შემადგენლობის როტაცია ყოველთვის დიდი დოზით იყო. კონტეს გუნდმა წელს აქ ადრე დაიწყო, უკვე მეორე მეტოქე ჰყავს […]