შალვა პაპუაშვილი – ვულოცავ სომეხ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს ღრმა ისტორიული ფესვები აქვს, რომლებიც მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს, ურთიერთპატივისცემასა და ნდობას ეფუძნება

ჩვენს მოძმე სომეხ ერს უამრავი საამაყო ისტორიული მოვლენა ახსოვს, მაგრამ დღევანდელი ღონისძიება სომხეთის ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს – დამოუკიდებლობის მოპოვებას ეძღვნება. დამოუკიდებლობის მოპოვებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა სომეხი ხალხის მტკიცე სული და ბრძოლისუნარიანობა, რომლებმაც ისტორიის რთულ პერიოდებს გაუძლო. ასევე, დღეს დიდი პატივისცემით ვიხსენებთ ადამიანებს, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს ქვეყნის თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა […]

საქართველო მარაკეშის ხელშეკრულებას შეუერთდა

საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 17 სექტემბრის დადგენილებით, საქართველო შეუერთდა „უსინათლო, მხედველობადაქვეითებული ან ბეჭდური ნაწარმოების გაცნობის შესაძლებლობის სხვაგვარი შეზღუდვის მქონე პირთათვის ბეჭდურ ნაწარმოებზე მისაწვდომობის გამარტივების შესახებ“ მარაკეშის 2013 წლის 27 ივნისის ხელშეკრულებას (შემდგომ – მარაკეშის ხელშეკრულება). ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტმა, 2023 წლის 21 მარტის […]

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კვეიჭოუს პროვინციის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კვეიჭოუს პროვინციის დელეგაციასთან, რომელსაც კვეიჭოუს პროვინციის ვიცე-გუბერნატორი და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი, ძია ლიძიუნი ხელმძღვანელობს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამართალდამცავ სტრუქტურებთან არსებულ თანამშრომლობაზე. ასევე, განიხილეს […]

ნინო თანდილაშვილი – გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყანას არაერთი პოლიტიკური დოკუმენტი აქვს შემუშავებული, ახლა მნიშვნელოვანი მათი აღსრულებაა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი საქართველოში ნარჩენების მართვის, ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის შემცირებისა და მწვანე ეკონომიკის დანერგვის საკითხებზე გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში დაგლას უებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) ფარგლებში […]

ნათია თურნავა ჩინეთის ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ჭოუ ციენთან გამართა შეხვედრა. როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას. „ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის გადახდების სისტემებისა და ფინანსური სერვისების განვითარების კუთხით სამომავლო თანამშრომლობის გააქტიურებაზე. აღინიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი […]

ბიზნესფედერაციამ „ქალები მომავლისთვის” ქალთა ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლა

300-მდე მონაწილე გააერთიანა ქალთა ეკონომიკურმა ფორუმმა, რომელიც 24 სექტემბერს ბიზნესფედერაციამ “ქალები მომავლისთვის”, Gazelle Finance-მა და Visa-მ გამართეს. “ქალები ბიზნესში” ამ სახელწოდების ღონისძიებაზე ისეთი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა ბიზნესით დაინტერესებული ქალებისთვის საქართველოში, ასევე შესაძლებლობები, რომლებსაც ქალებს ამ კუთხით საერთაშორისო, საჯარო თუ კერძო სექტორი სთავაზობს. სხვადასხვა მიზეზის გამო მილიონამდე შრომისუნარიანი ქალი(15 წელს ზემოთ ასაკის კატეგორია) […]

შსს-ს ინფორმაციით, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს. როგორც შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებულები არიან, 1971 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი კ.ვ., და 1975 წელს […]

მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით საქართველოს Euronews Travel-ის, Forbes-ის, Bloomberg Travel-ის, Conde Nast-ის, Le Monde-ის, Prestige Communcation-ისა და Arab News-ის წარმომადგენლები ეწვივნენ

გაეროს მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გავლენიანი უცხოური მედიასაშუალებების ჯგუფებს მასპინძლობს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში Euronews Travel-ის, Forbes-ის, Bloomberg Travel-ის, Conde Nast-ის, Le Monde-ის, Prestige Communcation-ისა და Arab News-ის ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოგრაფები იმყოფებიან. მათივე ცნობით, წამყვანი მსოფლიო მედიის წარმომადგენლები მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიებას აშუქებენ და საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სიუჟეტებს, […]

ჩინეთის ქალაქ სიანში, საქართველოს რკინიგზის დელეგაციამ ჩინეთის რკინიგზის მენეჯმენტთან შეხვედრა გამართა

ჩინეთის ქალაქ სიანში, საქართველოს რკინიგზის დელეგაციამ გენერალური დირექტორის დავით ფერაძის ხელმძღვანელობით ჩინეთის რკინიგზის მენეჯმენტთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელიც საქართველოში მიმდინარე წლის ივლისში, ჩინეთის დელეგაციასთან შეხვედრისას დაიგეგმა. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, მხარეებმა ჩინეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო-საკონტეინერო გადაზიდვების მზარდი ტრენდის შენარჩუნების მიზნით საჭირო გადაზიდვების პროცესის და რკინიგზებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მექანიზმის განახლებისა და გაუმჯობესების საკითხები განიხილეს. […]

„საქართველოში სარეკლამო სააგენტოები უმეტესად ზარალზე ოპერირებენ“ – როგორია კომპანიების ფინანსური მაჩვენებლები?

სარეკლამო სააგენტოებს 5 კომპანიის მაგალითზე ორგანიზაცია Finspot გაეცნო. შპს „რედბერი“, შპს „მოზაიკა პლიუსი“, შპს „ტოპ გრუპი“ (Leavingstone), შპს „Windfors Georgia“ და შპს „ბეთერ ფლაის“ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სარეკლამო დაგეგმარება, მარკეტინგული და საკომუნიკაციო კამპანიების შექმნა, სოციალური მედიის მართვა და ა.შ. რამდენიმე სააგენტო მომხმარებლებს ასევე სთავაზობს ციფრული პროდუქტების განვითარებას. „ვინაიდან განხილული კომპანიების სერვისი მაღალ საფასო სეგმენტზე გადის, […]