ანა დოლიძის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, კაზინოების, სლოტ-კლუბებისა და ონლაინ თამაშებისთვის გადასახადების გაზრდასა და ლიცენზიის მოსაკრებლის გაორმაგებას გეგმავენ

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, კაზინოების, სლოტ-კლუბებისა და ონლაინ თამაშებისთვის გადასახადების გაზრდასა და ლიცენზიის მოსაკრებლის გაორმაგებას გეგმავენ. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „2019 წელს საქართველოში უპრეცედენტო რაღაც მოხდა. 10 ათასი ხელმოწერა შეგროვდა და მაშინდელ პრემიერ-მინისტრს წარედგინა, რომ კაზინოების წინააღმდეგ რეგულაციები გამკაცრებულიყო. ამ მიმართულებით ძალიან პატარა ნაბიჯები […]

“2034 წლის მუნდიალი, შესაძლოა, კვლავ ზამთარში, ალკოჰოლის გარეშე და LGBT თემის მიმართ გზავნილი – რას ვიხილავთ 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საუდის არაბეთში

“2034 წლის მუნდიალი, შესაძლოა, კვლავ ზამთარში, ალკოჰოლის გარეშე და LGBT თემის მიმართ გზავნილი – რას ვიხილავთ 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საუდის არაბეთში 2034 წლის მუნდიალი, შესაძლოა, კვლავ ზამთარში გაიმართოს. ამის შესახებ საუდის არაბეთის სპორტის სამინისტროში სტრატეგიული დაგეგმვისა და ინვესტიციების საკითხებში მინისტრის მოადგილემ, ჰამად ალბალავიმ განაცხადა. მოგეხსენებათ, საუდის არაბეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატის […]

“თუ შემოთავაზება იქნება, განვიხილავ” – მიხეილ აშვეთია რუსული კლუბების შესაძლო ჩაბარებაზე

“თუ შემოთავაზება იქნება, განვიხილავ” – მიხეილ აშვეთია რუსული კლუბების შესაძლო ჩაბარებაზე წყალტუბოს “სამგურალის” მწვრთნელმა, ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა მიხეილ აშვეთიამ, Metaratings.ru-სთან საუბარში განაცხადა, რომ თუ რუსული კლუბებიდან შემოთავაზება იქნება, წინადადებას განიხილავს. “ცხოვრებაში არაფერია გამორიცხული, მაგრამ რუსეთიდან დღემდე არავინ შემხმიანებია. საინტერესო იქნებოდა, განსაკუთრებით, პრემიერლიგაში მუშაობა. საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ. თუ შემოთავაზება იქნება, აუცილებლად განვიხილავ”, – თქვა აშვეთიამ.

სადაც მონღოლეთია ბლინკენისთვის “დემოკრატიის ოაზისი”, რომელსაც სანქცირებული პუტინი სტუმრობს, იქ კატარელებსაც შეუძლიათ უვიზო მიმოსვლა, საქართველო კი “არასწორ ტრაექტორიაზეა

სადაც მონღოლეთია ბლინკენისთვის “დემოკრატიის ოაზისი”, რომელსაც სანქცირებული პუტინი სტუმრობს, იქ კატარელებსაც შეუძლიათ უვიზო მიმოსვლა, საქართველო კი “არასწორ ტრაექტორიაზეა უვიზო მიმოსვლის დაწესების ორმაგი სტანდარტების თვალსაჩინო მაგალითი ვაშინგტონიდან, – ასე აფასებს აშშ-ის მიერ კატარისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებას ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, შეფასება არ ეხება თავად კატარს, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი მეგობარი ქვეყანაა. ამ შემთხვევაში, ანალიტიკოსის […]

თბილისში კაცი დაჭრეს

თბი­ლის­ში, დიდ დი­ღომ­ში მა­მა­კა­ცი დაჭ­რეს. შემ­თხვე­ვა გუ­შინ ღამე მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბას მოჰ­ყვა, რა დრო­საც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლის შე­დე­გად ერთი პირი და­იჭ­რა. მა­მა­კა­ცი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო 236-ე მუხ­ლით, რაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 5 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს. “ქურდული სამყაროს” წევრობის ფაქტზე დაკავებულები არიან, 1971 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი კ.ვ., და 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.კ. “ქურდული სამყაროს […]

წელს ანტალიაში ჩასული ტურისტების რაოდენობამ 13,5 მილიონს გადააჭარბა

ანტალიაში 1-ლი იანვრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით ჩასულმა უცხოელი ტურისტების რაოდენობამ 13,5 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu ხმელთაშუა ზღვის ტურისტული სასტუმროების და ოპერატორების ასოციაციის პრეზიდენტზე კაან კავალოღლუზე დაყრდნობით ავრცელებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი მასპინძლობენ სხვადასხვა ეროვნების ტურისტებს. ,,ეს ჩვენთვის იმედისმომცემი მაჩვენებელია. შარშანდელთან შედარებით 8%-იანი ზრდაა”,- განაცხადა კავალოღლუმ. მისივე თქმით, ანტალიაში, სტამბულში ან სხვა პროვინციებში […]

5-6 ოქტომბერს „თბილისობის“ ფარგლებში ღონისძიებები რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე გაიმართება

5 და 6 ოქტომბერს დედაქალაქში „თბილისობა“ აღინიშნება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა. როგორც მან განმარტა, თბილისობა წელსაც რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე გაიმართება. „ჩვენ ყოველ წელს აღვნიშნავთ ჩვენი ქალაქის დღეებს. წელსაც 5 და 6 ოქტომბერი იქნება დედაქალაქის დღეები, „თბილისობა“, რომელიც რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე გაიმართება. ძალიან საინტერესო ღონისძიებებია დაგეგმილი, […]

ანალენა ბერბოკი გაეროში რუსეთის ელჩს – შეგიძლიათ საკუთარი თავი მოატყუოთ, თქვენი ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ადამიანი შეიძლება უკრაინაში გატაცებული თინეიჯერი გოგონების უკან იმალებოდეს, მაგრამ მსოფლიოს მოტყუება არ შეგიძლიათ!

მშვიდობა ნიშნავს, რომ უკრაინის, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყნის არსებობა გარანტირებული იქნება, ეს უსაფრთხოების გარანტიებს ნიშნავს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ნიუ-იორკში, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მსოფლიოში უფრო მეტი პარტნიორი ფიქრობს იმის შესახებ, თუ როგორ დაასრულოს ომი, მაგრამ ეს უმოქმედობას არ ნიშნავს. „არ შეგვიძლია უბრალოდ ვუყუროთ იმას თუ, […]

სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე: 1991 წელს დაბადებული ა. ა., 1994 წელს დაბადებული ბ. რ., 1981 წელს დაბადებული ა. ნ., 1991 წელს დაბადებული ს. ა., 1986 წელს დაბადებული ქ. ა. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს. სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების […]