“ამ ყოველივეს გამო ვხვდები, რომ მიქაუტაძის “ლიონში” ტრანსფერი შეცდომა იყო” – ფრანგი სპორტული კომენტატორი ქართველი ფორვარდის შესახებ

“ამ ყოველივეს გამო ვხვდები, რომ მიქაუტაძის “ლიონში” ტრანსფერი შეცდომა იყო” – ფრანგი სპორტული კომენტატორი ქართველი ფორვარდის შესახებ ცნობილმა ფრანგმა ჟურნალისტმა და სპორტულმა კომენტატორმა ვალიდ არჩეჩოურმა გიორგი მიქაუტაძის “ლიონში” ტრანსფერზე ისაუბრა. მისი თქმით, ქართველის არჩევანი და მშობლიურ გუნდში დაბრუნება არასწორი გადაწყვეტილება იყო. “დროის გასვლასთან და იმ ლაპარაკთან ერთად რაც მიქაუტაძეზე მესმის, ამ ყოველივეს გამო უფრო და […]
სოხუმში აფხაზ სასულიერო პირს თავს დაესხნენ

სოხუმში, აფხაზეთის უნივერსიტეტის შენობაში ახალი ათონის მონასტრის წინამძღვარზე, მიტროპოლიტ დოროფეიზე თავდასხმა მოხდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. თავდასხმა ვინმე ბაღათელიამ მოაწყო, რომელიც საპროტესტო აქციების მონაწილე. ამან დოროფეის რამდენჯერმე დაარტყა და შემდეგ მიიმალა. მიტროპოლიტის ტმით, მას ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანი თავს დაესხა, რომელთანაც მას „არანაირი შეკითხვა არ აქვს“. დოროფეი ამბობს, რომ შემთხვევას სამართალდამცველ ორგანოებს და ამ […]
სწორედ გაგზავნილი მიწვევის გაუქმება ადასტურებს იმას, რომ ეს გახლდათ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინ ჩატარებული „სპეცოპერაცია”, რომელმაც ვაშინგტონის გათვლით, უნდა შეასუსტოს „ქართული ოცნების“ პოზიციები, რომ რაღაცით მაინც უშველოს ოპოზიციად წოდებულ აგენტურას
სწორედ გაგზავნილი მიწვევის გაუქმება ადასტურებს იმას, რომ ეს გახლდათ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინ ჩატარებული „სპეცოპერაცია”, რომელმაც ვაშინგტონის გათვლით, უნდა შეასუსტოს „ქართული ოცნების“ პოზიციები, რომ რაღაცით მაინც უშველოს ოპოზიციად წოდებულ აგენტურას მოდით ემოციების გარეშე შევხედოთ ამერიკელების მორიგ „სპეცოპერაციას“ საქართველოს და მისი არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. დიახ, ეს გახლავთ სწორედაც რომ სპეცოპერაცია – სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მთავრობის მეთაურს […]
ეს საქციელი მხოლოდ ამერიკას და ამერიკელ ხალხს აყენებს შეურაცხყოფას, რაც ძალიან სამწუხაროა, გიგაურის დონემდე დაცემა არ ეკადრება ამერიკას
„ვერავინ დამარწმუნებს, რომ მიპატიჟებაც და შემდეგ გაუქმებაც იმ გეგმის ნაწილი არ არის, რომელსაც აწარმოებს “ომის პარტია” და აქაური მე-5 კოლონა საქართველოს წინააღმდეგ“- ასე გამოეხმაურა ექსპერტი ნინო ფოჩხუა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ მიღებაზე საქართველოს პრემიერისთვის მიწვევის გაუქმებას. ექსპერტის შეფასებით, ოპოზიციას, რომელსაც პულსიც კი აღარ ესინჯება, პატრონების გადაწყვეტილებით, იქნებ ამით მაინც ააგორებინონ უკმაყოფილება ხალხში და […]
სამარცხვინოა აშშ-ს პრეზიდენტის ქმედება, რომელმაც საქართველოს პრემიერ მინისტრი ოფიციალურ მიღებაზე მიწვეული სტუმრების სიიდან ამოიღო – მოსაწვევი გაგზავნეს, მხოლოდ იმიტომ, რომ გაეუქმებინათ

სამარცხვინოა აშშ-ს პრეზიდენტის ქმედება, რომელმაც საქართველოს პრემიერ მინისტრი ოფიციალურ მიღებაზე მიწვეული სტუმრების სიიდან ამოიღო – მოსაწვევი გაგზავნეს, მხოლოდ იმიტომ, რომ გაეუქმებინათ ვფიქრობდი რომ დიდ პოლიტიკაში ბავშვების და არასერიოზული ადამიანების ადგილი არ იყო, ბაიდენის ადმინისტრაციამ კი დამარწმუნა, რომ აშშ-ს პოლიტიკას არასერიოზული ხალხი წარმართავს. ასეთ პირობებში როგორ წარმოგიდგენიათ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადატვირთვა? – ასე ეხმიანება სოციალურ […]
საქართველოს პრემიერისადმი გამოგზავნილი მოსაწვევი, თეთრი სახლის ინიციატივით გამიზნული იყო იმისთვის, რომ შემდეგ გაეუქმებინათ და ნაცრევანშისტებისთვის პოლიტიკური ჟანგბადი მიეწოდებინათ
საქართველოს პრემიერისადმი გამოგზავნილი მოსაწვევი, თეთრი სახლის ინიციატივით გამიზნული იყო იმისთვის, რომ შემდეგ გაეუქმებინათ და ნაცრევანშისტებისთვის პოლიტიკური ჟანგბადი მიეწოდებინათ ვაშინგტონმა საქართველოსთან მიმართებაში მორიგი თვითდამაზიანებელი და იმავდროულად იაფფასიანი ნაბიჯი გადადგა და პრემიერ-მინისტრისთვის, ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილი მოსაწვევი გააუქმა ბაიდენის მიღებაზე, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, აშშ-ს ხელმძღვანელობით, დასავლეთი ღიად ჩართულია მათთვის ვასალი, თუმცა საქართველოში […]
პრემიერ – მინისტრისთვის ბაიდენის სახელით გასამართ ვახშამზე მიწვევის გაუქმება პოლიტიკური ჩარჩოდან ამოვარდნილი სადამსჯელო აქტია. ქართული სახელმწიფო აშშ-ს მიერ ისჯება მხოლოდ იმიტომ, რომ მან ომში ჩართვაზე უარი თქვა
პრემიერ – მინისტრისთვის ბაიდენის სახელით გასამართ ვახშამზე მიწვევის გაუქმება პოლიტიკური ჩარჩოდან ამოვარდნილი სადამსჯელო აქტია. ქართული სახელმწიფო აშშ-ს მიერ ისჯება მხოლოდ იმიტომ, რომ მან ომში ჩართვაზე უარი თქვა პრემიერ – მინისტრისთვის ბაიდენის სახელით გასამართ ვახშამზე მიწვევის გაუქმება პოლიტიკური ჩარჩოდან ამოვარდნილი სადამსჯელო აქტია. ქართული სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ისჯება მხოლოდ იმიტომ, რომ მან ომში ჩართვაზე უარი […]
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2024 წლის ეკონომიკურ პროგნოზს ზრდის

საქართველოში მომსახურების სფეროსა და შიდა მოხმარების მნიშვნელოვანმა ზრდამ 2024 წელს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა დააჩქარა, ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალ ანგარიშში. აზიის განვითარების პროგნოზის 2024 წლის სექტემბრის პუბლიკაცია საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდას 7%-ით ვარაუდობს, რაც მიმდინარე წლის აპრილში გაცხადებული 5%-იანი მოლოდინიდან შესამჩნევი მატებაა. 2025 წლის ზრდის პროგნოზი უცვლელად, 5.5%-ზე ნარჩუნდება. საქართველოს ეკონომიკის ზრდა […]
ბჟანია აფხაზებს არწმუნებს, რომ რუსეთი აფხაზეთის ძმა და მეგობარია

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ სამართალდამცავი უწყებების საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საგარეო პოლიტიკასა და რუსეთთან ურთიერთობებზე საუბრისას, დაუშვებელი უწოდა “სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების თემაზე სპეკულაციას”. “ჩვენს სახელმწიფოში არსებობენ ადამიანები, საკმაოდ ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, რომელთაც სურთ რუსეთის სახელმწიფოსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის გარკვეული პარალელები გაავლონ. ეს დაუშვებელია. მე ვამბობდი და კიდევ ვიტყვი, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ეკონომიკური […]
კახა კალაძის განცხადებით, ივერთუბნის დასახლებაში წყალარინების და სანიაღვრე ქსელების მოწყობის ხანგრძლივი პროცესი დასრულდა

ივერთუბნის დასახლებაში, სადაც წყალარინების ქსელები არ არსებობდა და ადგილობრივები წლების განმავლობაში დახმარებას ითხოვდნენ, აღნიშნული პრობლემა მოგვარებულია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებების შესრულება გრძელდება და წყალარინების ქსელის მოწყობის შემდეგ ივერთუბნის დასახლებაში ამჟამად საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება. „ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში წლების განმავლობაში პრობლემა იყო, […]