მებაჟე ოფიცრებმა „სარფში“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

მებაჟე ოფიცრებმა სგპ „სარფში“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის “სარფის” საბაჟო გამშვებ პუნქტში მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა – 326,55 გრამი) […]

შალვა პაპუაშვილი – ადგილი აქვს პირდაპირ ჩარევას საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში – მოვუწოდებ ყველას, იმ სტანდარტში მაინც ჩაეტიონ, რა სტანდარტსაც სხვებს უყენებენ

როდესაც დასავლური სამყარო რუსეთთან იმის გამოა დაპირისპირებული, რომ რუსეთი გაერო-ს წესდებით გათვალისწინებულ ჩაურევლობის პრინციპს არღვევს და სხვა ქვეყნის შიდა საკითხებში ერევა, თავად არ უნდა იქცეოდე ისე, რის წინააღმდეგაც სიტყვით იბრძვი! – მოვუწოდებ ყველას, მინიმუმ იმ სტანდარტში მაინც ჩაეტიონ, რა სტანდარტსაც სხვებს უყენებენ! – ეს განცხადება მედიასთან დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. პაპუაშვილის თქმით, ამერიკელი […]

გია ვოლსკი – არ მესმის, რატომ მოჰყვა გააფთრებული განცხადებების მთელი კასკადი – ანტიკორუფციული ბიურო არა „ქართული ოცნების“, არამედ საზოგადოების ინტერესს გამოხატავს

მე არ მესმის, რატომ ატყდა ეს გააფთრებული განცხადებების მთელი კასკადი – ანტიკორუფციული ბიურო არა „ქართული ოცნების“, არამედ საზოგადოების ინტერესს გამოხატავს და იცავს იმ კანონს, რომელიც ყველასთვის მისაღები და გასაგებია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების კომენტირებისას აღნიშნა. მისი თქმით, ეს აჟიოტაჟი ემსახურება გარკვეული ნეგატიური პროცესების წარმოშობას და ეს სხვა არაფერია, თუ […]

შალვა პაპუაშვილი – „ქართული ქარტია“ საქართველოს ისტორიაში დარჩება, როგორც ყველაზე სამარცხვინო ფურცელი

ეს ქარტია საქართველოს ისტორიაში დარჩება, როგორც ყველაზე სამარცხვინო ფურცელი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ქართულ ქარტიაზე“ საუბრისას განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, ყველა, ვისაც ამ ქარტიაზე ხელი აქვს მოწერილი, სამარცხვინოდ შევლენ საქართველოს ისტორიაში, ვინაიდან პაპუაშვილის შეფასებით, მათ ქართველი ერი შეუმდგარ ერად და საქართველო „ბანანის რესპუბლიკად“ გამოაცხადეს. „ის, ვინც ეს ქარტია შეადგინა და ხელი მოწერა, მათ […]

გვარამია: საარჩევნო სიაში არ ვიქნები

ნიკა გვარამიას განცხადებით, კოალიცია ცვლილებისთვის საარჩევნო სიაში არ იქნება. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, იგი რჩება კამპანიის ხელმძღვანელად და პარტიის ლიდერად. “დღეს მივიჩნევ, რომ ერთი ნაწილი ჩემი დაპირებისა საზოგადოების მიმართ არის შესრულებული, მე და ნიკა მელიამ შევქმენით პარტია ახალი, რომელიც ძირითადში შედგება იმ ადამიანებისგან, რომელთაც შეუძლიათ ცვლილებები და ვის მხრებზეც წარსული შეცდომები […]

გია ვოლსკი ჯო ბაიდენთან მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე – ეს არის პოლიტიკური დემარში – აშშ-მ ეს ნაბიჯი გადადგა, რათა ხელისუფლებას „ნაცმოძრაობა“ დაუბრუნდეს – მათ დასახმარებლად არის რგოლი გადმოგდებული

რასაკვირველია, ეს არის პოლიტიკური დემარში – აშშ-მ გადადგა ეს ნაბიჯი და მისი ინტერესი კიდევ ერთხელ გამოიხატა, რომ ხელისუფლებას „ნაცმოძრაობა“ დაუბრუნდეს. მათ დასახმარებლად არის რგოლი გადმოგდებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებას გამოეხმაურა. მისი თქმით, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ პულსი აღარ […]

ზურაბ ჭიაბერაშვილი – არაფერი მოულოდნელი არ არის იმაში, რომ ასეთ ანტიქართულ ხელისუფლებასთან, მაფიოზურ დაჯგუფებასთან ცივილიზებული, დემოკრატიული სამყარო ყველანაირ კონტაქტს წყვეტს

იმ გადაწყვეტილებაში, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ კობახიძესთან დაკავშირებით მიიღო, სამწუხაროდ, არაფერი მოულოდნელი არ არის. სრულიად ნათელია, რას წარმოადგენს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, ეს ანტიქართული, მაფიოზური დაჯგუფება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რითაც „ამერიკის ხმის“ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმეს. ჭიაბერაშვილის თქმით, ბუნებრივია, […]

შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ჯო ბაიდენთან მიღებაზე ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმეს

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმეს და ამ ქმედებას არასერიოზულს უწოდებს. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსი ქმედებები ინდიკატორია, თუ რამდენად სავალალო მდგომარეობაშია ქართული ოპოზიცია. მისივე თქმით, ამერიკას შეეძლო სტუმართ-მასპინძლობა მაინც ესწავლა ქართველი ხალხისგან. „როგორც ვიკითხე, მართლაც ასე მომხდარა. […]

შალვა პაპუაშვილი – არავის შეზღუდვა არ ხდება, ყველას შეუძლია წინასაარჩევნო კამპანია აწარმოოს, უბრალოდ, თუ ეს წინასაარჩევნო აგიტაცია არის, ამის ფინანსები უნდა გაასაჯაროოს

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და რიგი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები თავადვე ადასტურებენ, რომ წინასაარჩევნო აგიტაციას ატარებენ, რისთვისაც ფინანსურ რესურსებს იყენებენ. პაპუაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება შეაფასა და განმარტა, რომ ამით არავის ზღუდავენ და ფინანსების გასაჯაროება ნებისმიერ დემოკრატიაში ჩვეულებრივი ამბავია. „გუშინ რაც მოვისმინე გამოხმაურება „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ და მეორე ორგანიზაციისგანაც, ისინი ადასტურებენ, რომ წინასაარჩევნო აგიტაციას ატარებენ. […]

შალვა პაპუაშვილი – ერთადერთი მოლოდინი, რაც მაქვს კონგრესისგან და სენატისგან, გამოიძიონ 2020 წელს ვინ იყო ჩართული პარალელური დათვლის შედეგების მანიპულაციაში, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ USAID-ს რა როლი ჰქონდა და მაშინდელი ელჩი რა დონეზე იყო ჩართული

მანამ, ვიდრე კონგრესი თუ სენატი არ გამოიძიებს 2020 წელს პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლების როლს და კერძოდ USAID-ის როლს PVT-ის მანიპულირებული შედეგების გავრცელებაში, ნებისმიერი ასეთი სახის გადაწყვეტილება არ არის სერიოზული, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კითხვას, რას ელის აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 25 სექტემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე ორპარტიული კანონპროექტის, […]