შალვა პაპუაშვილი – დღეს კიდევ ერთხელ ვადასტურებთ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისადმი ხელისუფლების სრულ მხარდაჭერას, შერიგება მშვიდობისკენ მიმავალი გზის განუყოფელი ნაწილია

მშვიდობის საერთაშორისო დღეს, მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ჩვენს ქვეყანასა და მსოფლიოში მშვიდობის გადამწყვეტი მნიშვნელობა. დღეს ვსაუბრობთ მშვიდობისა და ჰარმონიის ხელშეწყობის საერთო პასუხისმგებლობაზე, რომელიც, დღეს, როგორც არასოდეს, მსოფლიო მთავრობების მიზანი და ამოცანა უნდა იყოს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე – „ახალგაზრდები უკეთესი მომავლისათვის“ სიტყვით გამოსვლისას. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დღევანდელ […]
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ღამის საათებში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ღამის საათებში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა უკავშირდება ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ კლდოვან ფერდობზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის მოწყობის სამუშაოებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების გამო, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება 26-დან 28 სექტემბრის ჩათვლით, 00:00-დან 06:00 საათამდე, ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთასთან არსებული […]
იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხონში, სოფელ გორდში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. სამართალდამრღვევი სახელმწიფო ტყეში უკანონოდ მოპოვებული 7 კუბური მეტრი წითელი ნუსხით დაცული წაბლის სახეობის სამასალე მერქანს მაღალი გამავლობის ტრანსპორტით ახორციელებდა. ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი გადატანილია ხონის საქმიან ეზოში. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის განსაზღვრა. […]
აბასთუმნის ობსერვატორიაში ახალი გუმბათი და ტელესკოპი დამონტაჟდა

„დასრულდა აბასთუმნის ობსერვატორიის ახალი გუმბათის და ტელესკოპის სამონტაჟო სამუშაოები. ტელესკოპი ავსტრიულმა, ხოლო გუმბათი იტალიურმა კომპანიებმა დაამზადეს. ამჟამად დაწყებულია ტესტირების პროცესი, რასაც მოჰყვება კვლევითი, სამეცნიერო და საგანმანათლებლო აქტივობები. ასეთი ინფრასტრუქტურით აბასთუმნის ობსერვატორია იბრუნებს და ავითარებს დიდი სამეცნიერო მიზიდულობის ცენტრის მნიშვნელობას, საქართველოს და მსოფლიოს მასშტაბით“, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ აბასთუმნის ახალი […]
BAG: დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი გაუმჯობესდა

BAG ინდექსის მესამე კვარტლის კვლევის თანახმად, დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 9.8 ქულით გაუმჯობესდა და28.9 ქულა შეადგინა. აღსანიშნავია, რომ დასაქმების ბარომეტრი ასახავს კომპანიების მოლოდინს მომავალ სამ თვეში დასაქმების სავარაუდო ცვლილების შესახებ. მესამე კვარტალში, მონაცემები გაუმჯობესებულია ვაჭრობის, მრეწველობისა და მომსახურების სექტორებში, რაც შესაძლოა უკავშირდებოდესსექტორებში დაფიქსირებულ გაზრდილ გაყიდვებსროგორც მიმდინარე კვარტალში, ასევე, მომავალ კვარტალში არსებულ პოზიტიურ მოლოდინებს […]
ფაშინიანმა და ერდოღანმა სომხეთ-თურქეთის ურთიერთობებზე გაეროში შეხვედრაზე ისაუბრეს

გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა გაიმართა. როგორც “არმენპრესი” წერს, მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის ფარგლებში უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და არსებულ შეთანხმებებზე. “განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დარეგულირების პროცესის წინაპირობების გარეშე გაგრძელებას და ურთიერთობებისთვის ახალი იმპულსის მინიჭების მზადყოფნას. მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონალური საკითხები”, – […]
შალვა პაპუაშვილი – ამდენი წელია, ამერიკის ადმინისტრაცია სტრატეგიულ პარტნიორს გვიწოდებს და სტუმარ-მასპინძლობა მაინც ესწავლათ ქართველი ხალხისგან, სულ მცირე, ეს შეეძლოთ, წაეღოთ ქართველი ხალხისგან

ამდენი წელია, ამერიკის ადმინისტრაცია სტრატეგიულ პარტნიორს გვიწოდებს და სტუმარ-მასპინძლობა მაინც ესწავლათ ქართველი ხალხისგან, სულ მცირე, ეს შეეძლოთ, წაეღოთ ქართველი ხალხისგან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, აშშ-ს ადმინისტრაციის მხრიდან რაც ვიხილეთ, უპირველეს ყოვლისა, ეს არის ამერიკის და ამერიკელი ხალხის შეურაცხყოფა. „კი, როგორც ვიცით, მართლაც ასე მომხდარა. უკვე არასერიოზულია, […]
უკრაინის ნაკრებს საქართველოსთან მატჩში დებიუტანტი ეყოლება

Sport.ua თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ოქტომბრის სანაკრებო მატჩებისთვის უკრაინის ნაკრებს დებიუტანტი ეყოლება და ეს დონეცკის “შახტარის” 24 წლის ნახევარმცველი არტიომ ბონდარენკო იქნება. გამოცემა “ლურჯ-ყვითლების” მწვრთნელის, სერგეი რებროვის ამ გადაწყვეტილებას ნახევარდაცვაში საკადრო პრობლემებით ხსნის. რუსლან მალინოვსკი დაშავდა, ხოლო ალექსანდრე ზინჩენკოს “არსენალში” მცირე სათამაშო დრო აქვს. როგორც უკვე გაუწყეთ, ბონდარენკოს ნაკრებში პირველად უხმობენ. ის 2023 წლის […]
ვაშაძე: ზოგადად, კობახიძე ჩვენი პარტნიორებისთვის გაუქმებულია

კობახიძეს ყველა შეხვედრა, რაც კი ჰქონია პრემიერმინისტრობის პერიოდში, საქართველოსთვის ცუდად დამთავრდა. კარგია, რომ არ ხდება, ცუდი მაინც არაფერი მოხდება. ერთხელ შეხვდა და ევროკავშირში ინტეგრაცია გაგვიჩერეს, მეორე შეხვედრა იყო და ამერიკამ დაფინანსება გაგვიჩერა, მესამე იყო და გერმანიამ და საფრანგეთმა დაფინანსება გაგვიჩერეს, მერე იყო და ევროკავშირის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე მიიღეს გადაწყვეტილება. კარგია, რომ არ ხვდება. ზოგადად, კობახიძე […]
შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილს 1 000 მსჯავრდებული ელოდება – ისინი უკვე თავის ოჯახებში უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ არ არიან იმიტომ, რომ ზურაბიშვილს მოქალაქეებზე ფიქრი ეზარება და დაკავებულია მაღალი მატერიის საკითხებით

სალომე ზურაბიშვილს 1 000 მსჯავრდებული ელოდება – ისინი გუშინ და გუშინწინ უკვე თავის ოჯახებში უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ არ არიან იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილს მოქალაქეებზე ფიქრი ეზარება და დიდი პოლიტიკითაა დაკავებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე მტკიცებით, სალომე ზურაბიშვილს „პრეზიდენტის ინსტიტუტი მისი უკანა ეზო ჰქონია“. „1 000 მსჯავრდებული, რომელიც ერთი კვირაა […]