კახეთში, სოფელ კურდღელაურის ტერიტორიაზე მაგისტრალური სარწყავი არხის მონაკვეთი გაიწმინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოები განახორციელა. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. „სოფელ კურდღელაურის ტერიტორიაზე მცენარეებისა და ნატანი მასისგან მაგისტრალური არხის 1 კილომეტრამდე მონაკვეთი გაიწმინდა. სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების 13 სოფლის (შალაური, კისისხევი, ნასამხრალი, წინანდალი, კონდოლი, ქვემო ხოდაშენი, ბუშეტი, ვანთა, […]

საარჩევნო სიების წარდგენის ვადა ხვალ იწურება, არჩევნებში მონაწილე მაღალჩინოსნები კი თანამდებობებიდან უნდა გადადგნენ

26 სექტემბერი ბოლო დღეა, როცა საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებულმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა პარტიული სიები უნდა წარადგინონ. ცესკოში პარლამენტის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციის თაობაზე განაცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მეორე დღისა კი, “საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრული თანამდებობის პირები დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ. მათ ამისთვის ვადა 28 სექტემბრის ჩათვლით აქვთ. არჩევნებში კენჭისყრის შემთხვევაში, კანონი თანამდებობიდან გადადგომას შემდეგ თანამდებობის პირებს ავალდებულებს: […]

მამუკა მდინარაძე – ქვეყნის პრემიერის, რომლის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, სპეციალურად მიწვევა ამ მიწვევის გაუქმებისთვის, არ მგონია მთლად გონივრული ან თუნდაც შედეგიანი სვლა – უბრალოდ არდაპატიჟების მიზნით დაპატიჟეს

ხავსადქცეული, ახალი მაშველი რგოლი წყალწაღებული ოპოზიციისთვის! – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე ირაკლი კობახიძისთვის მიწვევის გაუქმებას. როგორც მდინარაძე აღნიშნავს, მიწვევის გაუქმება გონივრული ან შედეგიანი სვლა არ ჰგონია. მისივე თქმით, გაგრძელებაც იქნება, თუმცა საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება და „ამას უნდა შეეგუოს ყველა“. „ქვეყნის პრემიერის, რომლის 20% […]

აჭარის ა/რ მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი – მსოფლიო ტურიზმის დღეს აჭარა საინტერესო ღონისძიებებით უერთდება

28-29 სექტემბერს, აჭარაში მსოფლიოს ტურიზმის დღესთან დაკავშირებით საინტერესო ღონისძიებები იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, „ერისიონი“, ზვიად ბოლქვაძე და ბენდი „კახუჩელა და ხანუმები“ იქნებიან 28 სექტემბერს, ევროპის მოედანზე გამართული კონცერტის მთავარი შემსრულებლები. „იქვე მოეწყობა კვების სივრცეებიც, სადაც ვიზიტორებს ქართული კერძების დაგემოვნების საშუალება ექნებათ. ჯგუფი „რეგიონი“ წარსდგება […]

თურნავა ჩინეთის ელჩს შეხვდა და „ოპერაციების დივერსიფიკაციაზე“ ესაუბრა

საქართველოს ეროვნული ბანკის(სების) პრესცენტრი იუწყება, რომ ნათია თურნავა ჩინეთის ელჩს შეხვდა და, სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრა „ქვეყნებს შორის გადახდების სისტემების განვითარებასა“ და „ოპერაციების დივერსიფიკაციაზე“. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ეროვნული ბანკის პრესცენტრს კითხვით, რა იგულისხმება ჩინეთის ელჩთან განხილულ „ოპერაციების დივერსიფიკაციაში“. ინფორმაცია პასუხის მიღების შემთხვევაში განახლდება. ასევე, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ „პროცესების დაჩქარების მიზნით“, სების წარმომადგენლები მომავალში ჩინეთის […]

მსხვერპლი მოჰყვა ლიბანის ქრისტიანებით დასახლებულ არეალში შიიტურ სოფელზე ისრაელის საჰაერო თავდასხმას

ისრაელის ავიაციამ ლიბანის შიიტურ დასახლებულ პუნქტს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ქრისტიანებით დასახლებულ კესერვანის რაიონში, სოფელ მააისრაში, სამი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა, იტყობინება ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო. ადრე ლიბანის უშიშროების სამსახურებმა AFP-ს აცნობეს, რომ დარტყმა საცხოვრებელ სახლს მიაყენეს. ბოლო დღეებში ისრაელის არმიასა და ჰეზბოლას რაზმებს შორის მიმდინარე საომარი დაპირისპირებისას, ეს ამ რეგიონზე განხორციელებული პირველი თავდასხმა იყო. […]

აიათოლა ალი ხამენეი – ისრაელის მიერ „ჰეზბოლას“ უფროსი მეთაურების მკვლელობა დაჯგუფებას ვერ დააჩოქებს

ისრაელის მიერ „ჰეზბოლას“ უფროსი მეთაურების მკვლელობა დაჯგუფებას ვერ დააჩოქებს, – ამის შესახებ ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა. „რამდენიმე მნიშვნელოვანი წევრის მოწამეობრივად დაღუპვამ „ჰეზბოლას“ ზიანი ნამდვილად მიაყენა, მაგრამ ეს ისეთი ზიანი არ არის, რომელსაც დაჯგუფების დაჩოქება შეუძლია“, – განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ. ცნობისთვის, დღეს, „ჰეზბოლამ“ მისი ერთ-ერთი უფროსი მეთაურის, იბრაჰიმ ქუბაისის დაღუპვა დაადასტურა.

გურამ მაჭარაშვილი – სადმე გაგონილა, სტუმარი ჯერ დაპატიჟო და მერე კარები დაუხურო? – შესაძლებელია, აშშ-ს პრეზიდენტს არც ამ შეხვედრის დანიშვნა სცოდნოდა და არც გაუქმება, როგორც ჩანს, აქაც უცხოური ძალები მოქმედებენ

სადმე გაგონილა, რომ გინდოდეს სტუმრის მიღება, დაპატიჟო და მერე კარები დაუხურო? ეს რომელ პარტნიორულ ურთიერთობაში ჯდება? – შესაძლებელია, აშშ-ს დღევანდელ პრეზიდენტს არც ამ შეხვედრის დანიშვნა სცოდნოდა და არც გაუქმება. როგორც ჩანს, აქაც უცხოური ძალები მოქმედებენ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი […]

კარგია რომ მიწვევა გაუქმდა. არ შეიძლება მშვიდობის პოლიტიკის პრემიერი ომის პოლიტიკის პრეზიდენტს სტუმრობდეს

არ შეიძლება მშვიდობის პოლიტიკის პრემიერი ომის პოლიტიკის პრეზიდენტს სტუმრობდეს – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. ანალიტიკოსის თქმით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეურაცხყოფა არა ქართველ ხალხს, არამედ საკუთარ თავს მიაყენა და უკვე მერამდენედ საკუთარ ღირსებას გადაუარა. თამარ ჩიბურდანიძის განმარტებით, პრემიერის ვიზიტის გაუქმებით აშშ-მ თქვა ის, რომ ბაიდენის ხელისუფლება არ თმობს ომს. ჩიბურდანიძემ აღნიშნა, […]

გაეროს უშიშროების საბჭო ლიბანში შექმნილი ვითარების შესახებ იმსჯელებს

Reuters-ი იტყობინება, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს დაგეგმილი აქვს 25 სექტემბერს გამართოს სხდომა, რომელიც ლიბანს შეეხება. ეს განაცხადა სლოვენიის წარმომადგენელმა, რომელიც ამ ეტაპზე გაეროს უშიშროების 15-წევრიანი საბჭოს მორიგე თავმჯდომარეა. მისი ინფორმაციით, 25 სექტემბერს, საღამოსთვის დაგეგმილ სხდომაზე იმსჯელებენ ლიბანში ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ბრძოლების გამწვავების შესახებ. ისრაელმა გამოაცხადა, რომ ინტენსიურად უშენს საჰაერო ცეცხლს ლიბანის სამხრეთს და ბეკაას […]