ასე გაიმარჯვა “მილანმა” დერბიში – რა გააკეთა პაულო ფონსეკამ მატჩამდე ფეხბურთელების მოტივაციის გასაზრდელად [PHOTO]

იტალიის სერია A-5 მე-5 ტურში “მილანმა” დერბიში “ინტერი” 2:1 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა. Gazzetta Dello Sport იმის შესახებ წერს, თუ რა გააკეთა “როსონერის” მთავარმა მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ, რათა ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაცია მიეცა. პორტუგალიელმა გასახდელში ფეხბურთელების მაისურების ზევით მათ მშობლიურ ენაზე სიტყვა “გამბედაობა” დააწერებინა, რაც “ლომბარდიელებს” და მათ მოთამაშეებს აშკარად დაეხმარათ. “მილანს” 5 ტურის შემდეგ […]

ნათია თურნავა ჩინეთის ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ჭოუ ციენთან გამართა შეხვედრა. ინფორმაციას სებ–ი ავრცელებს. „შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას. ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის გადახდების სისტემებისა და ფინანსური სერვისების განვითარების კუთხით სამომავლო თანამშრომლობის გააქტიურებაზე. აღინიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ისწრაფვის პროცესების გაუმჯობესებისკენ […]

შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ჯო ბაიდენთან მიღებაზე ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმეს

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმეს და ამ ქმედებას არასერიოზულს უწოდებს. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსი ქმედებები ინდიკატორია, თუ რამდენად სავალალო მდგომარეობაშია ქართული ოპოზიცია. მისივე თქმით, ამერიკას შეეძლო სტუმართ-მასპინძლობა მაინც ესწავლა ქართველი ხალხისგან. „როგორც ვიკითხე, მართლაც ასე მომხდარა. […]

„საქართველოს ყველანაირი უნარი აქვს ევროპიდან ტურისტთა ახალი ნაკადის მოსაზიდად“ – Euronews travel-ის ჟურნალისტი

გაეროს მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, მათ შორის Euronews travel-ის გადამღებ ჯგუფს მასპინძლობს. ტურიზმის დღის ღონისძიების დაწყებამდე Euronews travel-ის ჟურნალისტი შარლოტ ელიზაბეტ ლიმბი თბილისის ტურისტულ ადგილებს, მუზეუმებსა და ქართულ კულინარიას გაეცნო. „პირველად ვიმყოფები საქართველოში და რეგიონში. შორიდან რთულია იმაზე ფიქრი თუ რა სურათი დაგხვდება ადგილზე ჩასულს, რეალურად კი დიდ […]

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი დანადგარი დალუქულია შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეებში. სახერხი საამქროს ტერიტორიაზე მოქალაქეს განთავსებული ჰქონდა უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე – წიწვოვანი სახეობის 10 ერთეული დაუფირნიშებელი მორი და 2,7 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი). ვინაიდან […]

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – 2022-2023 წლებში სახელმწიფო ტენდერებში კონკურენციის დონე შემცირდა – 2024 წელს ყოველ მეორე მსხვილ ტენდერში მხოლოდ 1 მონაწილე იყო

2022-2023 წლებში სახელმწიფო ტენდერებში კონკურენციის დონე შემცირდა. 2024 წელს ყოველ მეორე მსხვილ ტენდერში (5 მლნ ლარზე მეტი) მხოლოდ 1 მონაწილე იყო,- ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ავრცელებს. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ განმარტავენ, კონკურენციის დონესთან ერთად იკლებს ტენდერებისგან მიღებული დანაზოგიც. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მიმწოდებლების რაოდენობის გაორმაგების პარალელურად, კონკურენციის შემცირება ტენდერების არაკონკურენტული პირობებით ჩატარებაზე მიუთითებს, ეჭვს […]

სახალხო დამცველი პარლამენტის წინ შეკრებილ შუქრუთის მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ შუქრუთის მცხოვრებლებს შეხვდა და მათი მოთხოვნებიპირადად მოისმინა. სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ აპარატი აქციის მონაწილეთაგან შესაბამისი დოკუმენტაციის შემოტანისთანავე დაიწყებს მათ მიმართ უფლებადარღვევის შემთხვევების, მათ შორის, სავარაუდო უკანონო გათავისუფლებისა თუ შეკრების თავისუფლების შეზღუდვის ფაქტების შესწავლას. აქციის მონაწილეები სახალხო დამცველს განცხადებისა და შესაბამისი საბუთების წარდგენას დაპირდნენ. აღნიშნულის შესახებ […]

გიორგი ტყემალაძე – ციციშვილის პარკის რეაბილიტაციის დასრულებით თბილისს კიდევ ერთი კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცე შეემატება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, დედაქალაქს კიდევ ერთი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რეკრეაციული სივრცე ე.წ. ციციშვილის პარკის სახით შეემატა. მისივე თქმით, ე.წ. ციციშვილის პარკი სრულად შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს და ყველა ასაკის დამსვენებლებისთვის არის გათვალისწინებული. „ვაჟა-ფშაველას გამზირზე, პირველ კვარტალში დასრულდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია. ე.წ. ციციშვილის პარკი სრულად შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს და ყველა ასაკის […]

დაარღვია თუ არა “ანტიკორუფციულმა” “აირჩიე ევროპასთან” მიმართებით კანონი?

დაარღვია თუ არა “ანტიკორუფციულმა” “აირჩიე ევროპასთან” მიმართებით კანონი? ლევან იოსელიანი ამბობს, რომ მისი უწყება საკითხს სწავლობს და პასუხიც მოგვიანებით ექნება. საჯაროდ ჩვენთვის გახდა ცნობილი ეს ინფორმაცია და დავიწყეთ ამასთან დაკავშირებით შესწავლა. ამაზე როცა გვექნება შესაბამისი პასუხი, აუცილებლად გაგცემთ პასუხს. ამ ეტაპზე ჩვენ გამოვითხოვთ ყველა დოკუმენტაციას, რა არგუმენტაცია აქვს ანტიკორუფციულ ბიუროს, რის საფუძველზე მიიღო ეს გადაწყვეტილება […]

,,მონა კაცის ბედია, ახლა რასაც ზალკალიანს უზამენ“ – ეკა კვესიტაძე

ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, აშშ-ს ელჩისა და კობახიძის შორის უთანხმოების შესახებ, ასე ეხმაურება: ,,მონა კაცის ბედია, ახლა რასაც ზალკალიანს უზამენ – მაგ კაცზე პატარა, ამაზრზენი კაცი ცოტა მეგულება და იმას იმსახურებს თავისი ბატონისგან, რასაც მიიღებს. მაგასაც პანღურით გამოაგდებენ ამერიკიდან”