ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია პოლიტიკაში ბრუნდება

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ამბობს, რომ პოლიტიკაში ბრუნდება. ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში მან თქვა, რომ „აქტიურად განიხილება“ მისი ერთ-ერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ გუნდთან შეერთება. წამყვანის კითხვაზე, განიხილება თუ არა მისი შეერთება ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას გუნდთან, გიორგი ქობულიამ უპასუხა: „კომენტარს არ გავაკეთებ, იმიტომ რომ სულ ერთი დღე დარჩა. ბევრი გუნდი არ არის ახლა, რომ დიდი გამოსაცნობი […]
სრული სია – რა ავტომობილები გავიდა საქართველოდან რეექსპორტზე 2024 წელს

2024 წლის რვა თვეში საქართველოდან უცხოეთში რეკორდული ღირებულების – 1.48 მილიარდი დოლარის ავტომობილების ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 8%-ით მეტია. სულ ექსპორტირებული ავტომობილების რაოდენობა 57 ათასს შეადგენს, შესაბამისად, ერთი ავტომობილის საშუალო საექსპორტო ფასი 27.5 ათას დოლარს შეადგენდა. ყველაზე დიდი ღირებულების 688 მილიონი დოლარის 19 ათასი ავტომობილი საქართველოდან ცენტრალური აზიის ერთ-ერთ უღარიბეს სახელმწიფოში ყირგიზეთში ექსპორტირდა. […]
,, უბრალოდ არდაპატიჟების მიზნით დაპატიჟეს” – მდინარაძე კობახიძის აშშ-ში ვიზიტზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ფაქტს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ კობახიძეს მიღებაზე მიწვევა გაუუქმა, ასე ეხმაურება: ,,ქვეყნის პრემიერის, რომლის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, სპეციალურად მიწვევა ამ მიწვევის გაუქმებისთვის, არ მგონია მთლად გონივრული ან თუნდაც შედეგიანი სვლა 😊 სთხოვა ვინმემ? არა! 😊 უბრალოდ არდაპატიჟების მიზნით დაპატიჟეს 😂 ხავსადქცეული, ახალი მაშველი რგოლი წყალწაღებული ოპოზიციისთვის! ზუსტად ამას ვამბობდით წინა […]
“სახალხო დამცველი თავად დასაცავია”; “ჩემი შეურაცხყოფა მათი უფლებაა, მაგრამ…” – ომბუდსმენი შუქრუთელებს შეხვდა

შუქრუთელების შიმშილობის 24-ე დღეს, საქართველოს სახალხო დამცველი საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ მაღაროელებთან პირველად მივიდა და აქციის მონაწილეების მოთხოვნები მოისმინა. საქართველოს პარლამენტთან მყოფმა პირებმა ომბუდსმენის აპარატი უყურადღებობაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ ლევან იოსელიანთან საუბრის შემდეგ დემონსტრანტებს დარჩათ განცდა, რომ ამ ქვეყანაში სახალხო დამცველის უფლებები შეზღუდულია. “ბატონ ლევან იოსელიანთან შეხვედრის შემდეგ, დამრჩა განცდა, რომ სახალხო დამცველის უფლებები ამ […]
საგარეო საქმეთა სამინისტროში დავით ზალკალიანის მიერ აშშ-ის ელჩის თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ

საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის, დავით ზალკალიანის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო უწყებაში განუცხადეს, ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. „ინფორმაცია დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს“,- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა. როგორც „მთავარი არხის“ მიერ […]
სლოვაკური მედია – სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს კონვერტით ტყვია გაუგზავნეს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს კონვერტით ტყვია გაუგზავნეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სლოვაკური მედია მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ კონვერტზე, რომელშიც ტყვია იყო, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის მისამართი იყო მითითებული და მთავრობის ადმინისტრაციას დღეს გადაეცა“, – აცხადებს სლოვაკეთის მთავრობის პრესსამსახური. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა კონვერტში ტყვია დილით, ფოსტის შემოწმებისას იპოვეს. სამართალდამცავებმა კონვერტის გამგზავნის ვინაობა ჯერჯერობით […]
რუსეთის არმიამ 25 სექტემბრის ღამით იერიში მიიტანა უკრაინის რეგიონებზე

25 სექტემბერს, ღამით რუსეთის არმიამ უკრაინის ქალაქებს და სოფლებს ცეცხლი დაუშინა. სულ აღრიცხულია 8 სარაკეტო იერიში და 32 დრონით თავდასხმა. ზაპოროჟიეში თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, იტყობინება რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფიოდოროვი. სამი დაშავებული საავადმყოფოში მოათავსეს, 48 წლის ქალი მძიმე მდგომარეობაშია. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სამსახურის თანახმად, რუსეთმა 25 სექტემბრის ღამით გაუშვა სხვადასხვა ტიპის 7 რაკეტა […]
ამერიკის ხმა: ბაიდენის ადმინისტრაციამ კობახიძეს მიღებაზე მიწვევა გაუუქმა და უარი თქვა დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, 25 სექტემბერს, ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებს და გაეროს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს. როგორც „ამერიკის ხმისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად, ასევე იყო ირაკლი კობახიძე, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა. მიწვევის გაუქმების შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმას“ ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირი და კიდევ […]
მებაჟე ოფიცრებმა სგპ „სარფში“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტში მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა – 326,55 გრამი) გამოვლინდა – ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 41 998,35 ლარი შეადგინა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, […]
500 Global in Eurasia-ს მეშვიდე ნაკადის აქსელერაციის პროგრამა დაიწყო

საქართველოში 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამის მეშვიდე ნაკადის გადამზადება დაიწყო. პროექტი 500 Global-ის მიერ, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. წელს, აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად 13 სტარტაპი შეირჩა, რომლებიც 12 კვირის განმავლობაში ინტენსიური გადამზადების კურსს გაივლიან. მსოფლიოში აღიარებულ აქსელერაციის მენტორებთან ერთად, სტარტაპები იმუშავებენ მარკეტინგის, პროდუქტის დიზაინისა და მომხმარებლებზე ორიენტირებული ბიზნეს მოდელის […]